27-28 ნოემბერს თბილისის ასამდე ქუჩას წყალმომარაგება შეუწყდება, გადაიკეტება რამდენიმე ქუჩაც

© courtesy of Georgian Water and Power - GWP LTDGeorgian Water and Power-ის (GWP) ლოგოტიპი
Georgian Water and Power-ის (GWP) ლოგოტიპი - Sputnik საქართველო, 1920, 26.11.2021
გამოწერა
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სამუშაოების მიმდინარეობისას, წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე, მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის.
თბილისი, 26 ნოემბერი – Sputnik. გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 27 ნოემბრის 21:00 საათიდან 28 ნოემბრის 14:00 საათამდე წყლის მიწოდება მთაწმინდა-კრწანისის, ვაკე-საბურთალოს და დიდუბე-ჩუღურეთის რაიონების 100-ზე მეტ ქუჩას შეუწყდება. ინფორმაციას „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP) ავრცელებს.
ამასთან ერთად, დაგეგმილი სამუშაოების სირთულიდან გამომდინარე, 27 და 28 ნოემბერს მთაწმინდის რაიონში, ჭონქაძისა და მთაწმინდის ქუჩებზე სრულად შეიზღუდება საავტომობილო მოძრაობა. 27 ნოემბერს ასევე ნაწილობრივ შეიზღუდება საავტომობილო მოძრაობა მაყაშვილისა და კაკაბაძის ქუჩებზე.
ახალი ტუმბო-აგრეგატის ექსპლუატაციაში შესვლის მიზნით ბახტრიონის სატუმბო სადგურში წყალსადენის ქსელზე გადაერთებითი სამუშაოები ჩატარდება. პარალელურად ტექნიკურ-აღდგენითი სამუშაოები ჩატარდება წყალმომარაგების მაგისტრალურ ქსელებზე მთაწმინდის რაიონში, ჭონქაძისა და მთაწმინდის ქუჩების კვეთაზე და ასევე მაყაშვილის ქუჩის N32-ის მიმდებარედ.
GWP-ს თანამშრომელი - Sputnik საქართველო, 1920, 26.11.2021
GWP ნაძალადევში წყალმომარაგებას შეწყვეტს
სამუშაოების მიმდინარეობისას, წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე, კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის.
27 ნოემბრის 21:00 საათიდან 28 ნოემბრის 14:00 საათამდე წყლის მიწოდება შეეზღუდება:
მთაწმინდა-კრწანისის რაიონში: რუსთაველის, მელიქიშვილის გამზირს, კაკაბაძეების, ზალდასტანაშვილის, გაბაშვილის, ქიაჩელის, ჭოველიძის, მაყაშვილის, გოგებაშვილის, ნიკოლაძის, ვარაზის ხევის, ანჯაფარიძის, ბაქრაძის, ლარსის, რჩეულიშვილის, გ. ახვლედიანის, გრიბოედოვის, ზუბალაშვილის, გუდიაშვილის, ფურცელაძის, ალ. ჭავჭავაძის, ლაღიძის, არსენას, ბესიკის, ჭონქაძის, ამაღლების, ლეონიძის, იაშვილის, ლერმონტოვის, მაჩაბელის, გ. ტაბიძის, ჯანაშიას, პეტრიაშვილის, პუშკინის, ასათიანის, გუნიას და მიმდებარე ქუჩებს; თაბუკაშვილის, კოტე აფხაზის და ორთაჭალის ქუჩების ნაწილს.
ვაკე-საბურთალოს რაიონში: ჭავჭავაძის გამზირის ნაწილს, აბაშიძის, ბარნოვის, მცხეთის, შატბერაშვილის, კეკელიძის, ჟვანიას, ფალიაშვილის, არაყიშვილის, რამიშვილის, აბულაძის, მოსაშვილის, კავსაძის, ატენის, ყიფშიძის, წყნეთის და მიმდებარე ქუჩებს. ვაჟა-ფშაველას, გამსახურდიას, ყაზბეგის გამზირის ნაწილს, ბახტრიონის, კარტოზიას, ფანასკერტელის, თამარაშვილის, კოსტავას, დოლიძის, იოსელიანის, ალექსიძის, მგალობლიშვილის, ტაშკენტის, გაგარინის, შარტავას, იოსებიძის, კანდელაკის, ონიაშვილის, გელოვანის, ზემო ვეძისის, ცინცაძის ქუჩებს, საირმის გორას, უნივერსიტეტის ქუჩის ნაწილს, გამრეკელის, ლორთქიფანიძის, ბერბუკის, როსტევანის, ფარნავაზ მეფის და მიმდებარე ქუჩებს, დასახლებებს - „ახალ თბილისსა“ და ,,ოლიმპიურ ქალაქს”.
დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში: მარჯანიშვილის ქუჩის ნაწილს, ჩხეიძის, ბალანჩინის, ბელიაშვილის, ლუბლიანას და მიმდებარე ქუჩებს.
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის „ცხელი ხაზის“ - 2 93 11 11, „ფეისბუქისა" და ვებ-გვერდის მეშვეობით - www.gwp.ge, აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში.
ყველა ახალი ამბავი
0