GWP ნაძალადევში წყალმომარაგებას შეწყვეტს

© courtesy of Georgian Water and PowerGWP-ს თანამშრომელი
GWP-ს თანამშრომელი - Sputnik საქართველო, 1920, 26.11.2021
გამოწერა
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” ტექნიკურ სამუშაოებს ღამის საათებში ჩაატარებს.
თბილისი, 26 ნოემბერი – Sputnik. წყალგამანაწილებელი კომპანია Georgian Water and Power (GWP, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი”) ნაძალადევის რაიონში, ხუდადოვისა და მესხის ქუჩების კვეთაზე მოსახლეობას 26 ნოემბრის საღამოს 21:00 სთ-დან 27 ნოემბრის დილის 09:00 სთ-მდე წყალმომარაგებას შეუწყვეტს.
კომპანია წყალმომარაგების სტაბილურობის მიზნით წყალსადენის ქსელზე ჩამკეტ-მარეგულირებელ ურდულებს დაამონტაჟებს, ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
როგორც კომპანიაში განმარტავენ, რადგან აღნიშნული სამუშაოების ჩასატარებლად აუცილებელია წყალმომარაგების ქსელის წყლისგან დაცლა, მოსახლეობისთვის ნაკლები დისკომფორტის შექმნის მიზნით სამუშაოების ძირითადი ნაწილი ღამის საათებში, ინტენსიურ რეჟიმში შესრულდება.
კერძოდ, წყალმომარაგება ნაძალადევის რაიონში შეეზღუდება:
ხუდადოვის, დადიანის, ჟღენტის და თამარაშვილის ქუჩების ნაწილს, მესხის, ჩხიკვაძის, ქებურიას, ხიმშიაშვილის, მახალდიანის, ურიდიას, უიარაღოს, კეკელიძის, ნოსტეს, კაჭრეთის, წაღვერის, ასათიანის, ღუდუშაურის, მელაანის, კოდალოს, კისისხევის, ინანიშვილის და მიმდებარე ქუჩებს.
ყველა ახალი ამბავი
0