https://sputnik-georgia.com/20211125/volski-saakashvils-cixe-ar-ascdeba-262365304.html
პარლამენტის ვიცე–სპიკერი: სააკაშვილს ციხე არ ასცდება
პარლამენტის ვიცე–სპიკერი: სააკაშვილს ციხე არ ასცდება
Sputnik საქართველო
საქართველოში პოლიტიკური ვითარება ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დაბრუნებისა და დაკავების, ასევე ადგილობრივი არჩევნების შემდეგ დაიძაბა. 25.11.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-11-25T17:15+0400
2021-11-25T17:15+0400
2021-11-25T17:15+0400
ახალი ამბები
მიხეილ სააკაშვილი
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/19/261474034_0:0:1280:721_1920x0_80_0_0_30a0bac69dfaf48a397d6b8fa67b9dcd.jpg
თბილისი, 25 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს ექს–პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სასამართლომ დანმაშავედ ცნო და იგი სასჯელს თავს ვერ დააღწევს, განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე–სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ ჟურნალისტებთან.სააკაშვილი სასჯელს ორ სისხლის სამართლის საქმეზე იხდის. ის ამჟამად გორის სამხედრო ჰოსპიტალში იმყოფება, სადაც შიმშილობის 50–ე დღეს, ციხის საავადმყოფოდან გადაიყვანეს. სააკაშვილის დაპატიმრებიდან საქართველოში მისი გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქციები თითქმის ყოველდღე იმართება.საქართველოში პოლიტიკური ვითარება ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დაბრუნებისა და დაკავების, ასევე ადგილობრივი არჩევნების შემდეგ დაიძაბა. ოპოზიციამ არჩევნები გაყალბებულად გამოაცხადა და მთელი ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო აქციები დაიწყო. მთავარი მოთხოვნებია სააკაშვილის გათავისუფლება და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა. ადრე ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ განაცხადა, რომ მიმდინარე კვირის ბოლომდე ოპოზიციას სამოქმედო გეგმას წარუდგენს. მელიას თქმით, საქართველოში უკვე დაიწყო „მშვიდობიანი რევოლუცია“ და მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ ვერ შეძლებს ხელისუფლებაში ყოფნის ვადის გაგრძელებას. „ნაცმოძრაობა“ სხვა პოლიტიკურ ძალებთან კონსულტაციებს მართავს.სააკაშვილი საქართველოში 2013 წლის შემდეგ პირველად 29 სექტემბერს დაბრუნდა. მან არალეგალურად გადმოკვეთა საზღვარი და 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. იმავე დღეს მან შიმშილობა გამოაცხადა, რომელიც 50 დღის შემდეგ შეწყვიტა, როდესაც იგი გლდანის ციხის საავადმყოფოდან გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს.სააკაშვილს დაუსწრებლად გამოუტანეს განაჩენი ორ სისხლის სამართლის საქმეზე – გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალებისა და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე. სააკაშვილი არის ასევე 2007 წლის 7 ნოემბერს მიტინგის დარბევის, სახელმწიფოს თანხების გაფლანგვისა და სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეების ფიგურანტი.
https://sputnik-georgia.com/20211125/saakasvili-sainiciativo-jgufis-seqmnis-iniciativit-gamodis-262357231.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/19/261474034_141:0:1280:854_1920x0_80_0_0_436648135391014cd3be89e82eade292.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, მიხეილ სააკაშვილი , საქართველო, პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები, მიხეილ სააკაშვილი , საქართველო, პოლიტიკა საქართველოში
პარლამენტის ვიცე–სპიკერი: სააკაშვილს ციხე არ ასცდება
საქართველოში პოლიტიკური ვითარება ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დაბრუნებისა და დაკავების, ასევე ადგილობრივი არჩევნების შემდეგ დაიძაბა.
თბილისი, 25 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს ექს–პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სასამართლომ დანმაშავედ ცნო და იგი სასჯელს თავს ვერ დააღწევს, განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე–სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ ჟურნალისტებთან.
სააკაშვილი სასჯელს ორ სისხლის სამართლის საქმეზე იხდის. ის ამჟამად გორის სამხედრო ჰოსპიტალში იმყოფება, სადაც შიმშილობის 50–ე დღეს, ციხის საავადმყოფოდან გადაიყვანეს. სააკაშვილის დაპატიმრებიდან საქართველოში მისი გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქციები თითქმის ყოველდღე იმართება.
„ფაქტია, რომ დააშავა. ფაქტია, რომ არარსებობს იმის სამართლებრივი გზა, რომსააკაშვილმა თავი დაიხსნას შესაბამისი ვერდიქტის აღსრულებისგან. ეს არის რეალობა და ამ რეალობას უნდათ, რომ დაუპირისპირონ რევოლუციური გზა, დესტაბილიზაცია“, - განაცხადა ვოლსკიმ.
საქართველოში პოლიტიკური ვითარება ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დაბრუნებისა და დაკავების, ასევე ადგილობრივი არჩევნების შემდეგ დაიძაბა. ოპოზიციამ არჩევნები გაყალბებულად გამოაცხადა და მთელი ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო აქციები დაიწყო. მთავარი მოთხოვნებია სააკაშვილის გათავისუფლება და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა.
ადრე ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ განაცხადა, რომ მიმდინარე კვირის ბოლომდე ოპოზიციას სამოქმედო გეგმას წარუდგენს. მელიას თქმით, საქართველოში უკვე დაიწყო „მშვიდობიანი რევოლუცია“ და მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ ვერ შეძლებს ხელისუფლებაში ყოფნის ვადის გაგრძელებას. „ნაცმოძრაობა“ სხვა პოლიტიკურ ძალებთან კონსულტაციებს მართავს.
სააკაშვილი საქართველოში 2013 წლის შემდეგ პირველად 29 სექტემბერს დაბრუნდა. მან არალეგალურად გადმოკვეთა საზღვარი და 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. იმავე დღეს მან შიმშილობა გამოაცხადა, რომელიც 50 დღის შემდეგ შეწყვიტა, როდესაც იგი გლდანის ციხის საავადმყოფოდან გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს.
სააკაშვილს დაუსწრებლად გამოუტანეს განაჩენი ორ სისხლის სამართლის საქმეზე – გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალებისა და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე. სააკაშვილი არის ასევე 2007 წლის 7 ნოემბერს მიტინგის დარბევის, სახელმწიფოს თანხების გაფლანგვისა და სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეების ფიგურანტი.