https://sputnik-georgia.com/20211125/tocinosini-uaryofiti-balansi-kiusu-baso-262370904.html
ტოჩინოშინი კიუშუ ბაშოს უარყოფითი ბალანსით დაასრულებს
ტოჩინოშინი კიუშუ ბაშოს უარყოფითი ბალანსით დაასრულებს
Sputnik საქართველო
თუ დარჩენილ სამ ორთაბრძოლაში გორგაძე თუნდაც ერთხელ ვერ გაიმარჯვებს, ის პროფესიული სუმოს უმაღლეს დივიზიონს დატოვებს 25.11.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-11-25T18:52+0400
2021-11-25T18:52+0400
2021-11-25T18:52+0400
სპორტი
ახალი ამბები
საქართველო
იაპონია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24753/35/247533560_0:0:1232:693_1920x0_80_0_0_fe65aacdb66e1346953bff0ff642d28d.jpg
თბილისი, 25 ნოემბერი – Sputnik. ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძე, იგივე ტოჩინოშინი, იაპონიაში მიმდინარე კიუშუ ბაშოზე მერვედ დამარცხდა.შეჯიბრების მეთორმეტე დღეს ტოჩინოშინმა, რომელიც ამჟამად დასავლეთის მე-13 მაეგაშირას რანგშია, დასავლეთის მე–16 მაეგაშირა სადანოუმისთან წააგო.ეს წაგება ნიშნავს, რომ ქართველი სპორტსმენი კიუშუ ბაშოს უარყოფითი ბალანსით დაასრულებს. ეს უკვე იმპერატორის თასის ზედიზედ მეექვსე ტურნირია, სადაც გორგაძე დადებით ბალანსს ვერ აღწევს.უნდა აღინიშნოს, რომ შეჯიბრების დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე ტოჩინოშინმა წელის ტრავმა მიიღო და ტურნირის პირველ ოთხ ორთაბრძოლაში მონაწილეობა ვერ მიიღო. ეს ბრძოლები მას წაგებაში ჩაეთვალა.კიუშუ ბაშოს დასრულების შემდეგ ტოჩინოშინს რაგში დაქვეითება ელოდება. უფრო მეტიც, თუ ის დარჩენილი სამი ორთაბრძოლიდან თუნდაც ერთს ვერ მოიგებს, პროფესიული სუმოს უმაღლეს დივიზიონს – მაკუუტის დატოვებს.ტოჩინოშინის შემდეგი მეტოქე აღმოსავლეთის მეათე მაეგაშირა ტიოტაირიუ იქნება.
https://sputnik-georgia.com/20211115/tocinosinma-travmis-gamokiusu-basos-pirveli-ortabrzola-gamotova-262065177.html
საქართველო
იაპონია
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24753/35/247533560_0:0:1172:879_1920x0_80_0_0_be23014dea4b010dcfd1ab80c921228f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
სპორტი, ახალი ამბები, საქართველო, იაპონია
სპორტი, ახალი ამბები, საქართველო, იაპონია
ტოჩინოშინი კიუშუ ბაშოს უარყოფითი ბალანსით დაასრულებს
თუ დარჩენილ სამ ორთაბრძოლაში გორგაძე თუნდაც ერთხელ ვერ გაიმარჯვებს, ის პროფესიული სუმოს უმაღლეს დივიზიონს დატოვებს
თბილისი, 25 ნოემბერი – Sputnik. ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძე, იგივე ტოჩინოშინი, იაპონიაში მიმდინარე კიუშუ ბაშოზე მერვედ დამარცხდა.
შეჯიბრების მეთორმეტე დღეს ტოჩინოშინმა, რომელიც ამჟამად დასავლეთის მე-13 მაეგაშირას რანგშია, დასავლეთის მე–16 მაეგაშირა სადანოუმისთან წააგო.
ეს წაგება ნიშნავს, რომ ქართველი სპორტსმენი კიუშუ ბაშოს უარყოფითი ბალანსით დაასრულებს. ეს უკვე იმპერატორის თასის ზედიზედ მეექვსე ტურნირია, სადაც გორგაძე დადებით ბალანსს ვერ აღწევს.
უნდა აღინიშნოს, რომ შეჯიბრების დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე ტოჩინოშინმა წელის ტრავმა მიიღო და ტურნირის პირველ ოთხ ორთაბრძოლაში მონაწილეობა ვერ მიიღო. ეს ბრძოლები მას წაგებაში ჩაეთვალა.
კიუშუ ბაშოს დასრულების შემდეგ ტოჩინოშინს რაგში დაქვეითება ელოდება. უფრო მეტიც, თუ ის დარჩენილი სამი ორთაბრძოლიდან თუნდაც ერთს ვერ მოიგებს, პროფესიული სუმოს უმაღლეს დივიზიონს – მაკუუტის დატოვებს.
ტოჩინოშინის შემდეგი მეტოქე აღმოსავლეთის მეათე მაეგაშირა ტიოტაირიუ იქნება.