https://sputnik-georgia.com/20211115/tocinosinma-travmis-gamokiusu-basos-pirveli-ortabrzola-gamotova-262065177.html
ქართველმა სუმოისტმა კიუშუ ბაშოს პირველი ორთაბრძოლა ტრავმის გამო გამოტოვა
ქართველმა სუმოისტმა კიუშუ ბაშოს პირველი ორთაბრძოლა ტრავმის გამო გამოტოვა
Sputnik საქართველო
თუ კიუშუ ბაშოზე უარყოფითი ბალანსი დაუფიქსირდება, დიდია ალბათობა, რომ ტოჩინოშინმა უმაღლესი დივიზიონი დატოვოს. 15.11.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-11-15T10:21+0400
2021-11-15T10:21+0400
2021-11-15T15:30+0400
სპორტი
ახალი ამბები
საქართველო
იაპონია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/07/18/249061865_0:245:3072:1973_1920x0_80_0_0_ebf32c6563e885b338d83fd7126ff742.jpg
თბილისი, 15 ნოემბერი – Sputnik. ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ, იგივე ტოჩინოშინმა ტრავმის გამო ნოემბრის ბაშოს პირველ ორთაბრძოლაში მონაწილეობა ვერ მიიღო.ტურნირის პირველ დღეს ტოჩინოშინი, რომელიც ამჟამად დასავლეთის მე-13 მაეგაშირას რანგშია, აღმოსავლეთის მე-13 მაეგაშირას იუტაკაიამას უნდა შეხვედროდა.სასწაული არ მომხდარა - ტოჩინოშინმა ტოკიოს ტურნირი უარყოფითი ბალანსით დაასრულა>>ტოჩინოშინმა ტრავმა ტურნირის დაწყებამდე ერთ-ერთ ბოლო ვარჯიშზე მიიღო. სუმოს იაპონური ასოციაციის განცხადებით, სრული აღდგენისთვის ქართველ სპორტსმენს ორი კვირა დასჭირდება. ეს ნიშნავს, რომ ის კიუშუ ბაშოს გამოტოვებს. თავად გორგაძეს იმედი აქვს, რომ დოჰიოზე უფრო ადრე დაბრუნდება.ტოჩინოშინმა უკვე ზედიზედ მეხუთედ დაასრულა ტურნირები უარყოფითი ბალანსით. თუ ასეთივე შედეგი დაფიქსირდა კიუშუ ბაშოზე, დიდი ალბათობაა, რომ მას სუმოს უმაღლესი დივიზიონის დატოვება მოუწიოს. ფაქტობრივად ეს 34 წლის გორგაძის კარიერის დასრულება იქნება.კიუშუ ბაშო 28 ნოემბრამდე გაგრძელდება.
https://sputnik-georgia.com/20211114/gagamaru-262052651.html
საქართველო
იაპონია
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/07/18/249061865_0:193:2473:2048_1920x0_80_0_0_ca0b5e2e5c8fe1aa5ce8012451584d63.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
სპორტი, ახალი ამბები, საქართველო, იაპონია
სპორტი, ახალი ამბები, საქართველო, იაპონია
ქართველმა სუმოისტმა კიუშუ ბაშოს პირველი ორთაბრძოლა ტრავმის გამო გამოტოვა
10:21 15.11.2021 (განახლებულია: 15:30 15.11.2021) თუ კიუშუ ბაშოზე უარყოფითი ბალანსი დაუფიქსირდება, დიდია ალბათობა, რომ ტოჩინოშინმა უმაღლესი დივიზიონი დატოვოს.
თბილისი, 15 ნოემბერი – Sputnik. ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ, იგივე ტოჩინოშინმა ტრავმის გამო ნოემბრის ბაშოს პირველ ორთაბრძოლაში მონაწილეობა ვერ მიიღო.
ტურნირის პირველ დღეს ტოჩინოშინი, რომელიც ამჟამად დასავლეთის მე-13 მაეგაშირას რანგშია, აღმოსავლეთის მე-13 მაეგაშირას იუტაკაიამას უნდა შეხვედროდა.
ტოჩინოშინმა ტრავმა ტურნირის დაწყებამდე ერთ-ერთ ბოლო ვარჯიშზე მიიღო. სუმოს იაპონური ასოციაციის განცხადებით, სრული აღდგენისთვის ქართველ სპორტსმენს ორი კვირა დასჭირდება. ეს ნიშნავს, რომ ის კიუშუ ბაშოს გამოტოვებს. თავად გორგაძეს იმედი აქვს, რომ დოჰიოზე უფრო ადრე დაბრუნდება.
ტოჩინოშინმა უკვე ზედიზედ მეხუთედ დაასრულა ტურნირები უარყოფითი ბალანსით. თუ ასეთივე შედეგი დაფიქსირდა კიუშუ ბაშოზე, დიდი ალბათობაა, რომ მას სუმოს უმაღლესი დივიზიონის დატოვება მოუწიოს. ფაქტობრივად ეს 34 წლის გორგაძის კარიერის დასრულება იქნება.
კიუშუ ბაშო 28 ნოემბრამდე გაგრძელდება.