https://sputnik-georgia.com/20211114/gagamaru-262052651.html
„ვარჯიშის დროს სიკვდილი მინატრია“ - ქართველი სუმოისტის იაპონური თავგადასავალი
„ვარჯიშის დროს სიკვდილი მინატრია“ - ქართველი სუმოისტის იაპონური თავგადასავალი
Sputnik საქართველო
იყო შემთხვევა 40 გრადუსი მქონდა ტემპერატურა, თუმცა მითხრეს, რომ თუ 41 გრადუსამდე აგიწევს დაისვენებ, მანამდე კი ადამიანის ორგანიზმს ვარჯიში და მოქმედება... 14.11.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-11-14T12:53+0400
2021-11-14T12:53+0400
2021-12-07T14:28+0400
სპორტი
ინტერვიუ
საინტერესო ადამიანები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/0c/262030750_0:0:1962:1105_1920x0_80_0_0_87a371ed10d7506fcf7158fb4ee15422.jpg
მსოფლიოში უამრავი სპორტის სახეობა არსებობს, რომლის შესახებაც შესაძლოა არაფერი ვიცოდეთ. რომ არა სამი ქართველი ადამიანი, უდიდესი იაპონურ ტრადიციაზე, სუმოზეც ბევრი არაფერი გვეცოდინებოდა. ლევან ცაგურიამ (კოკაი), ლევან გორგაძემ (ტოჩინოშინი) და თეიმურაზ ჯუღელმა (გაგამარუ) თავიანთი მონდომებით, შრომისმოყვარეობითა და თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ თავგანწირვით შეძლეს და ქართველ ხალხს იაპონური კულტურის ნაწილი გააცნეს.თითოეულ მათგანს ძალიან საინტერესო ისტორია და კარიერა აქვს, თუმცა ამჯერად არჩევანი თეიმურაზ ჯუღელზე, ანუ გაგამარუზე შევაჩერეთ. ქართველმა სუმოისტმა, რომელსაც საკმაოდ წარმატებული კარიერა უმაგრებს ზურგს, სუმოს სამყარო 2020 წლის ნოემბერში დატოვა.თეიმურაზ ჯუღელმა „Sputnik საქართველოს“ კორესპონდენტთან მისი ცხოვრების ძალიან საინტერესო წლებზე ისაუბრა. მოგვიყვა თუ რამდენად რთულია იყო სუმოისტი და რაოდენ დიდ ძალისხმევას მოითხოვს იყო ამ დიდი ტრადიციის ნაწილი.- საკუთარი ძალები თავდაპირველად ძიუდოში მოსინჯეთ. როგორ მოხვდით სუმოს სამყაროში?- ძიუდოზე, როდესაც დავდიოდი, პარალელურად ვვარჯიშობდი ტრენაჟორების დარბაზში, სადაც ჩემი აღნაგობის გამო პირველად შემამჩნიეს და შემომთავაზეს ბედი მეცადა იაპონიაში დაგეგმილ სუმოს ჩემპიონატზე. მითხრეს, რომ გამგზავრებასთან და ტურნირში მონაწილეობასთან დაკავშირებული ყველა ხარჯს ამინაზღაურებდნენ. მეც დაუფიქრებლად დავთანხმდი, სხვა თუ არაფერი იაპონიას მაინც ვნახავდი. იაპონიაში უკვე მითხრეს, რომ ცოტა ხნით კიდევ დავრჩენილიყავი და მოყვარულის დონეზე მომესინჯა ძალები, სამშობლოში დაბრუნებული კი მიღებულ გამოცდილებას სხვა ქართველებსაც გავუზიარებდი. ორი კვირის შემდეგ აღმოჩნდა, რომ პროფესიონალურ დონეზე გადაყვანას მიპირებდნენ და მეც გაუაზრებლად დავთანხმდი შემოთავაზებას. გააზრებული არ მქონდა თუ სამომავლოდ რა სირთულეებს უნდა შევჭიდებოდი, რომ მცოდნოდა და მომეფიქრებინა ალბათ უარს ვიტყოდი.- რა სირთულეებზეა საუბარი და როგორია სუმოისტის ყოველდღიურობა?- ზოგადად ძალიან რთულია სიტყვით გადმოსცე ის ყველაფერი, რასაც ყოველდღიურობაში აწყდები. ბევრჯერ ვარჯიშის დროს სიკვდილიც კი მინატრია. იყო შემთხვევა 40 გრადუსი მქონდა ტემპერატურა, თუმცა მითხრეს - თუ 41 გრადუსამდე აგიწევს დაისვენებ, მანამდე კი ადამიანის ორგანიზმს ვარჯიში და მოქმედება შეუძლია. სუმოისტის ცხოვრება არ არის მარტივი, ამ სამყაროში შესაძლოა ათასმა ადამიანმა შემოაბიჯოს, თუმცა იქიდან 5-10 თუ შეძლებს ბოლომდე დარჩენას. სირთულეები მხოლოდ ვარჯიშთან არ ასოცირდება, შენ გევალება კლუბის დალაგება და საჭმლის მომზადებაც. ერთი სიტყვით საკუთარი თავის პატრონი უნდა იყო.საინტერესო წესის შესახებ მოგიყვებით... ადრე იაპონიაში, როდესაც არასრულწლოვანი 15-16 წლის ბავშვები დანაშაულს ჩაიდენდნენ, მათ ეძლეოდათ არჩევანის საშუალება - წასულიყო ციხეში ან წასულიყო სუმოს სამყაროში. ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს თუ რამდენად რთულია ამ სფეროში მოღვაწეობა. ჩემს კლუბში ბევრი ასეთი ბავშვი მინახავს, საქართველოში რთულად აღსაზრდელებს, რომ ვუწოდებთ და ზოგიერთ მათგანს დიდი წარმატებისთვისაც კი მიუღწევია.- თქვენი და ლევან გორგაძის (ტოჩინოშინი) დამსახურებით სუმო საქართველოში პოპულარული გახდა, სოციალურ ქსელში მხარდამჭერი გვერდებიც კი შეიქმნა. არიან ჩვენს ქვეყანაში ახალგაზრდები, რათა მოხდეს სელექცია და შემდეგ მათი იაპონიაში გაგზავნა.- დავაზუსტებ, რომ სუმო არ არის რომელიმე ოლიმპიური სპორტი, ეს იაპონური ტრადიციაა, რომელიც სპორტთან გაიგივებულია. საქართველოში არსებობს სუმოს ფედერაცია და არიან ბიჭები, რომლებიც აქტიურად ვარჯიშობენ, თუმცა ძალიან რთულია პროფესიონალურ დონეზე ასპარეზობის უფლება მოიპოვო. იაპონიის გარდა, არც ერთ სხვა ქვეყანაში სუმო პროფესიონალურ დონეზე არ იმართება. მათ რიგებში მოსახვედრად არსებობს უამრავი სირთულე. იაპონიაში დაახლოებით 45 სხვადასხვა კლუბია და თითოეულ კლუბში მხოლოდ ერთი უცხოელი დაიშვება, აქედან გამომდინარე უცხო ქვეყნის წარმომადგენლებისთვის იქ მოხვედრა ძალიან რთულია.- რას ნიშნავს სუმო იაპონელებისთვის და რა ტრადიციებს მოიცავს?- სპორტის ნებისმიერ სახეობაში გამარჯვებული გამოხატავს სიხარულ და აღნიშნავს წარმატებას, სუმო კი ერთადერთია, სადაც გამარჯვების აღნიშვნა აკრძალულია. ჩემპიონიც რომ გახდე, თუკი შენ ემოციას გამოხატავ აუცილებლად დაგიბარებენ ფედერაციაში და შენიშვნასაც მოგცემენ. იაპონელები სუმოს მეშვეობით საკუთარ ტრადიციებს ინახავენ და სწორედ ამ სფეროშია ასახული მათი წინაპრების ცხოვრების წესი. ხალხის უმეტესობა მოდის სუმოს სამყაროს სანახავად, რათა შეიტყონ თუ როგორ ცხოვრობდნენ მათი წინაპრები. მათ აინტერესებთ სუმოისტების ის შეზღუდული ყოველდღიურობა, რომელიც ყველასგან განსხვავებულია. ჩვენ შეზღუდული გვაქვს ისეთი რაღაცები, როგორიცაა ტელეფონის ტარება, ავტომობილით გადაადგილება და სხვა. ყველა ადამიანისთვის პატივსაცემია ის ახალგაზრდა, რომელიც ამ ტრადიციებსა და წესებს ზედმიწევნით იცავს. თითოეულ იაპონელს უყვარხარ და ყველგან გრძნობ ამას, გექცევიან ისე თითქოს სხვა განზომილებიდან ხარ.- სუმოში ჰენკა (ორთაბრძოლის სტარტზე შეჯახების თავიდან არიდება) არაპოპულარულ ილეთად ითვლება, გულშემატკივრები ამას სამარცხვინოდაც მიიჩნევენ. მიუხედავად ამისა, სუმოისტები ამ ილეთს ხშირად მიმართავენ და ლევან გორგაძის გამარჯვებაც გვახსოვს იოკუძუნასთან.- ადამიანებს, რომლებიც სუმოს არ იცნობენ ჰენკა მარტივი შესასრულებელი გონიათ. ფიქრობენ, რომ სუმოისტმა ამის მეშვეობით მარტივი გამარჯვება მოიპოვა. სინამდვილეში ასე არ არის, ჰენკას შესრულება ერთ-ერთი ყველაზე რთულია, რომელიც მე არასდროს გამიკეთებია. ტოჩინოშინი ამ კომპონენტით ჩემზე ძლიერი სუმოისტია, რადგან მას შეუძლია აღნიშნული ილეთის შესრულება გარისკოს. ჰენკას შესრულებისას დოჰიოზე მყოფს წამის მეასედებში გიწევს მოქმედება, საკმარისია მოწინააღმდეგე მიგიხვდეს ჩანაფიქრს ან შენ დაუშვა მცირე შეცდომა, თითქმის გარანტირებულად ხელიდან უშვებ გამარჯვების შანსს.- რა იყო თქვენი ძლიერი და სუსტი მხარეები?- ბევრი სუსტი მხარე მაქვს, ალბათ ერთ-ერთი მათგანია ჩემი სიზარმაცე. ყველაზე მეტად კი სწორედ ჰენკასთან გამკლავება მიჭირდა, რადგან ვერ ვახერხებდი წონასწორობის შენარჩუნებას. ჩემი ძლიერი მხარე კი ჩემი შემართება იყო, არასდროს ვყრიდი ფარ-ხმალს და არავის მივიჩნევდი ჩემზე ძლიერად. ვფიქრობდი მხოლოდ იმაზე, რომ დოჰიოზე გასვლის დროს ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმი მეჩვენებინა.- პროფესიონალურ დონეზე განსაკუთრებით ჭარბობენ მონღოლი სუმოისტები. რა უპირატესობა გააჩნიათ მათ?- როგორც ჩვენ გვაქვს ქართული ჭიდაობა, რომელიც მცირედით მაგრამ წააგავდეს სუმოს, ისევე არსებობს მონღოლეთში ტრადიციული ჭიდაობის სახეობა და ის თითქმის სუმოს ანალოგია. გამომდინარე აქედან, როდესაც მონღოლები იაპონიაში ჩამოდიან, ნაწილობრივ მომზადებულები არიან. არის მეორე ფაქტორიც, მონღოლები ჩვენგან განსხვავებით ძალიან ბევრნი არიან. წარმოიდგინეთ, პროფესიონალურ დონეზე დაახლოებით 35 მონღოლი ასპარეზობს და განაწილებულები არიან სხვადასხვა კლუბში. კიდევ უამრავი მოყვარულის დონეზე მყოფი მონღოლი ელოდება კლუბის გახსნას ან უცხოელისთვის განკუთვნილი ადგილის გათავისუფლებას. ჩვენ მხოლოდ სამი ქართველი ვიყავით და ბევრი რამ გავაკეთეთ. ტოჩინოშინმა ოძეკის დონემდე მიაღწია, რაც ცოტას ნამდვილად არ ნიშნავს.- პროფესიონალური სუმოდან წამოსვლის შემდეგ წონაში საგრძნობლად დაიკელით...- წონაში კლება მარტში დავიწყე და 150 კილოგრამამდე ჩამოვედი. ამის შემდეგ ორგანიზმი გამომეფიტა, კვლავ დავიწყე კვება და კლებაც შევწყვიტე. სიმართლე გითხრათ, ძალიან მესიამოვნა ეს პროცესი, რადგან თავისუფლად მოძრაობა შევძელი. როდესაც სუმოში ვიყავი 222 კილოგრამს ვიწონიდი, თუმცა ვარჯიშისა და დატვირთვის ფონზე ვიტანდი. ახლა უკვე მუხლების ტკივილმა შემაწუხა და გავიკეთე ბარიატრიული ოპერაცია კუჭზე (კუჭის დაპატარავება), რის გამოც კიდევ უფრო დავიკელი წონაში და მადლობას ვუხდი ჩემს ექიმებს ყველაფრისთვის, რაც ჩემთვის გააკეთეს.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/0c/262030750_245:0:1806:1171_1920x0_80_0_0_18300e7f656cb7153906e1b10f4ab7a6.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
სპორტი, ინტერვიუ, საინტერესო ადამიანები
სპორტი, ინტერვიუ, საინტერესო ადამიანები
„ვარჯიშის დროს სიკვდილი მინატრია“ - ქართველი სუმოისტის იაპონური თავგადასავალი
12:53 14.11.2021 (განახლებულია: 14:28 07.12.2021) იყო შემთხვევა 40 გრადუსი მქონდა ტემპერატურა, თუმცა მითხრეს, რომ თუ 41 გრადუსამდე აგიწევს დაისვენებ, მანამდე კი ადამიანის ორგანიზმს ვარჯიში და მოქმედება შეუძლიაო, იხსენებს გაგამარუ.
მსოფლიოში უამრავი სპორტის სახეობა არსებობს, რომლის შესახებაც შესაძლოა არაფერი ვიცოდეთ.
რომ არა სამი ქართველი ადამიანი, უდიდესი იაპონურ ტრადიციაზე, სუმოზეც ბევრი არაფერი გვეცოდინებოდა. ლევან ცაგურიამ (კოკაი), ლევან გორგაძემ (ტოჩინოშინი) და თეიმურაზ ჯუღელმა (გაგამარუ) თავიანთი მონდომებით, შრომისმოყვარეობითა და თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ თავგანწირვით შეძლეს და ქართველ ხალხს იაპონური კულტურის ნაწილი გააცნეს.
თითოეულ მათგანს ძალიან საინტერესო ისტორია და კარიერა აქვს, თუმცა ამჯერად არჩევანი თეიმურაზ ჯუღელზე, ანუ გაგამარუზე შევაჩერეთ. ქართველმა სუმოისტმა, რომელსაც საკმაოდ წარმატებული კარიერა უმაგრებს ზურგს, სუმოს სამყარო 2020 წლის ნოემბერში დატოვა.
თეიმურაზ ჯუღელმა „Sputnik საქართველოს“ კორესპონდენტთან მისი ცხოვრების ძალიან საინტერესო წლებზე ისაუბრა. მოგვიყვა თუ რამდენად რთულია იყო სუმოისტი და რაოდენ დიდ ძალისხმევას მოითხოვს იყო ამ დიდი ტრადიციის ნაწილი.
- საკუთარი ძალები თავდაპირველად ძიუდოში მოსინჯეთ. როგორ მოხვდით სუმოს სამყაროში?
- ძიუდოზე, როდესაც დავდიოდი, პარალელურად ვვარჯიშობდი ტრენაჟორების დარბაზში, სადაც ჩემი აღნაგობის გამო პირველად შემამჩნიეს და შემომთავაზეს ბედი მეცადა იაპონიაში დაგეგმილ სუმოს ჩემპიონატზე. მითხრეს, რომ გამგზავრებასთან და ტურნირში მონაწილეობასთან დაკავშირებული ყველა ხარჯს ამინაზღაურებდნენ. მეც დაუფიქრებლად დავთანხმდი, სხვა თუ არაფერი იაპონიას მაინც ვნახავდი. იაპონიაში უკვე მითხრეს, რომ ცოტა ხნით კიდევ დავრჩენილიყავი და მოყვარულის დონეზე მომესინჯა ძალები, სამშობლოში დაბრუნებული კი მიღებულ გამოცდილებას სხვა ქართველებსაც გავუზიარებდი. ორი კვირის შემდეგ აღმოჩნდა, რომ პროფესიონალურ დონეზე გადაყვანას მიპირებდნენ და მეც გაუაზრებლად დავთანხმდი შემოთავაზებას. გააზრებული არ მქონდა თუ სამომავლოდ რა სირთულეებს უნდა შევჭიდებოდი, რომ მცოდნოდა და მომეფიქრებინა ალბათ უარს ვიტყოდი.
- რა სირთულეებზეა საუბარი და როგორია სუმოისტის ყოველდღიურობა?
- ზოგადად ძალიან რთულია სიტყვით გადმოსცე ის ყველაფერი, რასაც ყოველდღიურობაში აწყდები. ბევრჯერ ვარჯიშის დროს სიკვდილიც კი მინატრია. იყო შემთხვევა 40 გრადუსი მქონდა ტემპერატურა, თუმცა მითხრეს - თუ 41 გრადუსამდე აგიწევს დაისვენებ, მანამდე კი ადამიანის ორგანიზმს ვარჯიში და მოქმედება შეუძლია. სუმოისტის ცხოვრება არ არის მარტივი, ამ სამყაროში შესაძლოა ათასმა ადამიანმა შემოაბიჯოს, თუმცა იქიდან 5-10 თუ შეძლებს ბოლომდე დარჩენას. სირთულეები მხოლოდ ვარჯიშთან არ ასოცირდება, შენ გევალება კლუბის დალაგება და საჭმლის მომზადებაც. ერთი სიტყვით საკუთარი თავის პატრონი უნდა იყო.
საინტერესო წესის შესახებ მოგიყვებით... ადრე იაპონიაში, როდესაც არასრულწლოვანი 15-16 წლის ბავშვები დანაშაულს ჩაიდენდნენ, მათ ეძლეოდათ არჩევანის საშუალება - წასულიყო ციხეში ან წასულიყო სუმოს სამყაროში. ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს თუ რამდენად რთულია ამ სფეროში მოღვაწეობა. ჩემს კლუბში ბევრი ასეთი ბავშვი მინახავს, საქართველოში რთულად აღსაზრდელებს, რომ ვუწოდებთ და ზოგიერთ მათგანს დიდი წარმატებისთვისაც კი მიუღწევია.
- თქვენი და ლევან გორგაძის (ტოჩინოშინი) დამსახურებით სუმო საქართველოში პოპულარული გახდა, სოციალურ ქსელში მხარდამჭერი გვერდებიც კი შეიქმნა. არიან ჩვენს ქვეყანაში ახალგაზრდები, რათა მოხდეს სელექცია და შემდეგ მათი იაპონიაში გაგზავნა.
- დავაზუსტებ, რომ სუმო არ არის რომელიმე ოლიმპიური სპორტი, ეს იაპონური ტრადიციაა, რომელიც სპორტთან გაიგივებულია. საქართველოში არსებობს სუმოს ფედერაცია და არიან ბიჭები, რომლებიც აქტიურად ვარჯიშობენ, თუმცა ძალიან რთულია პროფესიონალურ დონეზე ასპარეზობის უფლება მოიპოვო. იაპონიის გარდა, არც ერთ სხვა ქვეყანაში სუმო პროფესიონალურ დონეზე არ იმართება. მათ რიგებში მოსახვედრად არსებობს უამრავი სირთულე. იაპონიაში დაახლოებით 45 სხვადასხვა კლუბია და თითოეულ კლუბში მხოლოდ ერთი უცხოელი დაიშვება, აქედან გამომდინარე უცხო ქვეყნის წარმომადგენლებისთვის იქ მოხვედრა ძალიან რთულია.
- რას ნიშნავს სუმო იაპონელებისთვის და რა ტრადიციებს მოიცავს?
- სპორტის ნებისმიერ სახეობაში გამარჯვებული გამოხატავს სიხარულ და აღნიშნავს წარმატებას, სუმო კი ერთადერთია, სადაც გამარჯვების აღნიშვნა აკრძალულია. ჩემპიონიც რომ გახდე, თუკი შენ ემოციას გამოხატავ აუცილებლად დაგიბარებენ ფედერაციაში და შენიშვნასაც მოგცემენ. იაპონელები სუმოს მეშვეობით საკუთარ ტრადიციებს ინახავენ და სწორედ ამ სფეროშია ასახული მათი წინაპრების ცხოვრების წესი. ხალხის უმეტესობა მოდის სუმოს სამყაროს სანახავად, რათა შეიტყონ თუ როგორ ცხოვრობდნენ მათი წინაპრები. მათ აინტერესებთ სუმოისტების ის შეზღუდული ყოველდღიურობა, რომელიც ყველასგან განსხვავებულია. ჩვენ შეზღუდული გვაქვს ისეთი რაღაცები, როგორიცაა ტელეფონის ტარება, ავტომობილით გადაადგილება და სხვა. ყველა ადამიანისთვის პატივსაცემია ის ახალგაზრდა, რომელიც ამ ტრადიციებსა და წესებს ზედმიწევნით იცავს. თითოეულ იაპონელს უყვარხარ და ყველგან გრძნობ ამას, გექცევიან ისე თითქოს სხვა განზომილებიდან ხარ.
- სუმოში ჰენკა (ორთაბრძოლის სტარტზე შეჯახების თავიდან არიდება) არაპოპულარულ ილეთად ითვლება, გულშემატკივრები ამას სამარცხვინოდაც მიიჩნევენ. მიუხედავად ამისა, სუმოისტები ამ ილეთს ხშირად მიმართავენ და ლევან გორგაძის გამარჯვებაც გვახსოვს იოკუძუნასთან.
- ადამიანებს, რომლებიც სუმოს არ იცნობენ ჰენკა მარტივი შესასრულებელი გონიათ. ფიქრობენ, რომ სუმოისტმა ამის მეშვეობით მარტივი გამარჯვება მოიპოვა. სინამდვილეში ასე არ არის, ჰენკას შესრულება ერთ-ერთი ყველაზე რთულია, რომელიც მე არასდროს გამიკეთებია. ტოჩინოშინი ამ კომპონენტით ჩემზე ძლიერი სუმოისტია, რადგან მას შეუძლია აღნიშნული ილეთის შესრულება გარისკოს. ჰენკას შესრულებისას დოჰიოზე მყოფს წამის მეასედებში გიწევს მოქმედება, საკმარისია მოწინააღმდეგე მიგიხვდეს ჩანაფიქრს ან შენ დაუშვა მცირე შეცდომა, თითქმის გარანტირებულად ხელიდან უშვებ გამარჯვების შანსს.
- რა იყო თქვენი ძლიერი და სუსტი მხარეები?
- ბევრი სუსტი მხარე მაქვს, ალბათ ერთ-ერთი მათგანია ჩემი სიზარმაცე. ყველაზე მეტად კი სწორედ ჰენკასთან გამკლავება მიჭირდა, რადგან ვერ ვახერხებდი წონასწორობის შენარჩუნებას. ჩემი ძლიერი მხარე კი ჩემი შემართება იყო, არასდროს ვყრიდი ფარ-ხმალს და არავის მივიჩნევდი ჩემზე ძლიერად. ვფიქრობდი მხოლოდ იმაზე, რომ დოჰიოზე გასვლის დროს ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმი მეჩვენებინა.
- პროფესიონალურ დონეზე განსაკუთრებით ჭარბობენ მონღოლი სუმოისტები. რა უპირატესობა გააჩნიათ მათ?
- როგორც ჩვენ გვაქვს ქართული ჭიდაობა, რომელიც მცირედით მაგრამ წააგავდეს სუმოს, ისევე არსებობს მონღოლეთში ტრადიციული ჭიდაობის სახეობა და ის თითქმის სუმოს ანალოგია. გამომდინარე აქედან, როდესაც მონღოლები იაპონიაში ჩამოდიან, ნაწილობრივ მომზადებულები არიან. არის მეორე ფაქტორიც, მონღოლები ჩვენგან განსხვავებით ძალიან ბევრნი არიან. წარმოიდგინეთ, პროფესიონალურ დონეზე დაახლოებით 35 მონღოლი ასპარეზობს და განაწილებულები არიან სხვადასხვა კლუბში. კიდევ უამრავი მოყვარულის დონეზე მყოფი მონღოლი ელოდება კლუბის გახსნას ან უცხოელისთვის განკუთვნილი ადგილის გათავისუფლებას. ჩვენ მხოლოდ სამი ქართველი ვიყავით და ბევრი რამ გავაკეთეთ. ტოჩინოშინმა ოძეკის დონემდე მიაღწია, რაც ცოტას ნამდვილად არ ნიშნავს.
- პროფესიონალური სუმოდან წამოსვლის შემდეგ წონაში საგრძნობლად დაიკელით...
- წონაში კლება მარტში დავიწყე და 150 კილოგრამამდე ჩამოვედი. ამის შემდეგ ორგანიზმი გამომეფიტა, კვლავ დავიწყე კვება და კლებაც შევწყვიტე. სიმართლე გითხრათ, ძალიან მესიამოვნა ეს პროცესი, რადგან თავისუფლად მოძრაობა შევძელი. როდესაც სუმოში ვიყავი 222 კილოგრამს ვიწონიდი, თუმცა ვარჯიშისა და დატვირთვის ფონზე ვიტანდი. ახლა უკვე მუხლების ტკივილმა შემაწუხა და გავიკეთე ბარიატრიული ოპერაცია კუჭზე (კუჭის დაპატარავება), რის გამოც კიდევ უფრო დავიკელი წონაში და მადლობას ვუხდი ჩემს ექიმებს ყველაფრისთვის, რაც ჩემთვის გააკეთეს.