თბილისში ქართულ ენასთან დაკავშირებით აქტუალურ საკითხებზე იმსჯელეს

© Facebook / Ziferblat Tbilisiქართული დამწერლობა
ქართული დამწერლობა - Sputnik საქართველო, 1920, 25.11.2021
გამოწერა
ექსპერტების აზრით, ქართული ენის დაცვისთვის საჭიროა პოლიტიკური ნება
თბილისი, 25 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს მწერალთა სახლში გაიმართა შეხვედრა სახელწოდებით „სახელმწიფო ენის პრობლემები ქართულ პოლიტიკაში“, რომელზეც სპიკერებმა აქტუალური საკითხები განიხილეს.
შეხვედრაში სპიკერების რანგში მონაწილეობდნენ საქართველოს რუსთაველის საზოგადოების პრეზიდენტი, მწერალი დავით შემოქმედელი და აკადემიკოსი, რუსთაველის საზოგადოების ენობრივი პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარეავთანდილ არაბული.
შემოქმედელის განცხადებით, ეროვნულობისა და სახელმწიფოებრივი ცნობიერების ერთ–ერთი ძირითადი განმსაზღვრელი ენაა. მისი თქმით, ლინგვისტები და საზოგადოების წევრები ქართული ენის დაცვასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან პროცესებში აქტიურად მონაწილეობდნენ. მაგალითად, ისინი გამოვიდნენ „სახელმწიფო ენის შესახებ“ კანონის მიღებისა და სახელმწიფო ენის დეპარტამენტის შექმნის ინიციატივით. მიუხედავად ამ მნიშვნელოვანი მიღწევებისა, ენის უფლება ყოველ ნაბიჯზე ილახება, განაცხადა შემოქმედელმა.
„ჩვენმა წინაპარმა თქვა, რომ ენა არის ის, რასაც ადამიანი ცოდვილის ხელით არ უნდა შეეხოს. ქართულ ენასთან მიმართებით ჩვენ ყველანი ვცოდავთ და ეს ძალზე შემაშფოთებელია, რადგანაც ენა ქართველი ხალხის სულიერი იდენტობის გამოვლინებაა“, – განაცხადა მწერალმა.
სპიკერმა ხაზგასმით აღნიშნა ამ პროცესში პოლიტიკური ნების მნიშვნელობა და განაცხადა, რომ სწორედ ნებაა საჭირო იმისთვის, რომ განისაზღვროს ქართულ ენასთან მიმართებით პოლიტიკა და მოხდეს მისი დაცვა.
ავთანდილ არაბულმა, რომელიც დიდიხანია სწავლობს ქართული ენის პრობლემებს, განაცხადა, რომ საზოგადოებამ ყურადღება უნდა მიაქციოს იმ საკითხებს, რომელიც აქტუალურია თანამედროვეობისთვის.
ავთანდილ არაბული - Sputnik საქართველო, 1920, 12.11.2021
როგორ შევინარჩუნოთ სახელმწიფო ენა – ექსპერტები ქართული ენის დღევანდელ პრობლემებზე
„თანამედროვე დონეზე სახელმწიფო ენის პრობლემა ჩვენ გვავალდებულებს ვიყოთ უფრო აქტიური. ყველა ვხედავთ, რომ თანამედროვე პროცესები – გლობალიზაცია, ინფორმაციული რევოლუცია, ელექტრონული მედიის განვითარება – წარმოადგენენ დიდ საფრთხეს ენობრივი მემკვიდრეობის შენარჩუნებისთვის“, – განაცხადა არაბულმა.
როგორც მეცნიერმა აღნიშნა, ეს არის გლობალური პროცესი და პატარა სახელმწიფოებს მასთან გამკლავება უჭირთ, რადგანაც მათ ამისთვის არ გააჩნიათ არც ფინანსები და არც სპეციალისტების საკმარისი რაოდენობა.
ქართული ენა მსოფლიოს უძველესი ენების ნუსხაშია. დღეს მსოფლიოში ქართულად ოთხ მილიონზე მეტი ადამიანი საუბრობს. ეს ყველაზე მსხვილი ქართველური ენაა და ერთადერთი კავკასიური ენა უძველესი ლიტერატურული ტრადიციით.
საუკუნეების განმავლობაში მოხერხდა თავდაპირველი ანბანისა და გამოთქმების დიდი ნაწილის შენარჩუნება. თუმცა ცვლილებები ენამ, რა თქმა უნდა, მაინც განიცადა, ხოლო ბარბარიზმებსა და ნასესხობებს ქვეყნის მკვიდრები თანდათან სულ უფრო ეჩვევიან.
ყველა ახალი ამბავი
0