როგორ შევინარჩუნოთ სახელმწიფო ენა – ექსპერტები ქართული ენის დღევანდელ პრობლემებზე

© photo: Sputnik / Vladimir Umikashvili ავთანდილ არაბული
ავთანდილ არაბული - Sputnik საქართველო, 1920, 12.11.2021
გამოწერა
როგორ შევინარჩუნოთ ენაში სწორი ფორმები და თავი ავარიდოთ ბარბარიზმებს – ეს მნიშვნელოვანი თემა ექსპერტებმა განიხილეს.
თბილისი, 12 ნოემბერი — Sputnik. „სახელმწიფო ენის შესახებ" კანონის აღსრულების პრობლემა საქართველოში მწვავედ დგას, ამის შესახებ „Sputnik-საქართველოს“ მულტიმედიურ პრეს-ცენტრში გამართულ მრგვალ მაგიდაზე ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა ავთანდილ არაბულმა ისაუბრა. არაბულის გარდა, საკითხის განხილვაში მონაწილეობა მიიღო პოეტმა და პუბლიცისტმა ნინო ქუთათელაძემ.
ავთანდილ არაბულის სიტყვებით, სახელმწიფო ენასთან დაკავშირებით პირველი, რაც მარტივად დასანახია – ქუჩებში ქართულ და უცხო ენებზე არასწორად შესრულებული აბრებია. არადა, მათ სწორად განთავსებას „სახელმწიფო ენის შესახებ" კანონი არეგულირებს, აღნიშნა ფილოლოგმა.
© photo: Sputnik / Vladimir Umikashvili ავთანდილ არაბული
Автандил Арабули - доктор филологических наук, профессор, академик Академии наук Грузии - Sputnik საქართველო, 1920, 12.11.2021
ავთანდილ არაბული
„არსებობს კანონით განსაზღვრული ნორმები, თუ როგორ უნდა განთავსდეს აბრები, რა ადგილი უნდა ეჭიროს ქართულენოვან და უცხოენოვან წარწერებს, რა ზომის უნდა იყოს და როგორ მდგომარეობაში. ჩვენ კი ვხედავთ, რომ აქედან უმეტესობა არ სრულდება", – აღნიშნა არაბულმა.
მისი თქმით, ანალოგიური კანონის შესრულებას განსაკუთრებულად უდგებიან, მაგალითად, თურქეთში ან ისრაელში.

„ისრაელში ყველაფერი ისეა განლაგებული, რომ რკინიგზის სადგურებსა და აეროპორტებშიც კი, სადაც ბევრი უცხოელია, ვერ შეამჩნევთ უცხოენოვან წარწერებს. თუ მიუახლოვდებით, დაინახავთ, რომ ისინი არის, თუმცა, პირველ რიგში, თვალში მოსახვედრია სახელმწიფო ენაზე გაკეთებული წარწერა", – აღნიშნა ავთანდილ არაბულმა.

აბრები მხოლოდ თვალში მოსახვედრი მაგალითია, მათ გარდა კი არსებობს მრავალი სხვა უფრო რთული პრობლემა სახელმწიფო ენის საკითხებში, ამტკიცებენ ექსპერტები.
© photo: Sputnik / Vladimir Umikashvili ნინო ქუთათელაძე, ავთანდილ არაბული
Нино Кутателадзе - поэт, публицист - Sputnik საქართველო, 1920, 12.11.2021
ნინო ქუთათელაძე, ავთანდილ არაბული
მაგალითად, ქართულ სასაუბრო ენაში სიტყვები და გამოთქმები ხშირად ჩანაცვლებულია ინგლისური და სხვა უცხოენოვანი სიტყვებით, მაშინ, როცა ბევრ უცხო ქვეყანაში ბრძოლა ეროვნულ ენაში უცხო სიტყვების შემოტევის წინააღმდეგ სახელმწიფო დონეზე მიმდინარეობს.
ქუთათელაძის სიტყვებით, მისი დაკვირვებით, სწორედ ქართველი ჟურნალისტები საუბრობენ ხშირად არასწორად და გაუმართავად ქართულ ენაზე.

„ძალიან ხშირად ქართველი ჟურნალისტების ლექსიკაში არის ბარბარიზმები, ნასესხობები როგორც რუსული, ისე ინგლისური ენებიდან. ჩემი ერთი ნაცნობის ბავშვს სკოლაში მასწავლებელი ნიშნებს აკლებს იმის გამო, რომ გაუმართავად საუბრობს, ბავშვი კი ამტკიცებს, რომ ეს გამოთქმები ტელევიზორიდან ესმის", – ამბობს პოეტი.

ქუთათელაძემ ჩამოთვალა ქართულ ენაზე არასწორად ფორმულირებული გამოთქმების არაერთი მაგალითი, რომლებმაც მყარად მოიკიდა ფეხი სასაუბრო ენაში. და ეს დიდ პრობლემას წარმოადგენს, დარწმუნებულია პუბლიცისტი.
© photo: Sputnik / Vladimir Umikashvili ნინო ქუთათელაძე
Нино Кутателадзе - поэт, публицист - Sputnik საქართველო, 1920, 12.11.2021
ნინო ქუთათელაძე
ექსპერტების აზრით, რომლებმაც მრგვალ მაგიდაში მიიღეს მონაწილეობა, არსებობს აღნიშნული პრობლემის მოგვარების გარკვეული გზები. პირველ რიგში, ესაა „სახელმწიფო ენის შესახებ" კანონით გათვალისწინებული ნორმებისა და წესების შესრულება. მეორე – ნორმებს განსაკუთრებით უნდა იცავდნენ და ასრულებდნენ ქართველი ჟურნალისტები, რომლებსაც უსმენენ და ბაძავენ, აღნიშნავენ ექსპერტები.
ქართული ენა მსოფლიოს უძველესი ენების ნუსხაშია. დღეს მსოფლიოში ქართულად ოთხ მილიონზე მეტი ადამიანი საუბრობს. ეს ყველაზე მსხვილი ქართველური ენაა და ერთადერთი კავკასიური ენა უძველესი ლიტერატურული ტრადიციით.
საუკუნეების განმავლობაში მოხერხდა თავდაპირველი ანბანისა და გამოთქმების დიდი ნაწილის შენარჩუნება. თუმცა ცვლილებები ენამ, რა თქმა უნდა, მაინც განიცადა, ხოლო ბარბარიზმებსა და ნასესხობებს ქვეყნის მკვიდრები თანდათან სულ უფრო ეჩვევიან.
ყველა ახალი ამბავი
0