https://sputnik-georgia.com/20211125/saqartvelosi-zetisxilis-umsxvilesi-mwarmoeblebi-ertobliv-samoqmedo-gegmaze-musaoben-262376028.html
საქართველოში ზეთისხილის უმსხვილესი მწარმოებლები ერთობლივ სამოქმედო გეგმაზე მუშაობენ
საქართველოში ზეთისხილის უმსხვილესი მწარმოებლები ერთობლივ სამოქმედო გეგმაზე მუშაობენ
Sputnik საქართველო
საქართველო ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოში 2019 წელს გაწევრიანდა, ხოლო 2020 წლიდან ერთი წლის ვადით საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა გახდა. 25.11.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-11-25T20:58+0400
2021-11-25T20:58+0400
2021-11-25T20:58+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
საქართველოს სოფლის მეურნეობა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23846/94/238469453_0:107:2048:1259_1920x0_80_0_0_db4cd52902310bb1e9ef572d5cf71cad.jpg
თბილისი, 25 ნოემბერი - Sputnik. საქართველოში ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს სესია იმართება, სადაც ზეთისხილის სექტორის გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე მსჯელობენ, ასევე ზეთისხილის ბიზნესის მთავარი მოთამაშეები და ქვეყნები ერთობლივ სამოქმედო გეგმაზე მუშაობენ, ნათქვამია საქართველოს ბიზნეს-ასოციაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.24-26 ნოემბერს საქართველო ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს 114-ე სესიას, მრჩეველთა რიგით 57-ე საბჭოს სხდომას და ზეთისხილის საერთაშორისო დღეს მასპინძლობს, რომელიც იუნესკოს ეგიდით ტარდება. მასში მონაწილეობის მისაღებად 43 ქვეყნიდან ზეთისხილის მსოფლიოს უმსხვილესი მწარმოებლები და რამდენიმე ქვეყნის მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენლები ჩამოვიდნენ.„პანდემიის პერიოდში საქართველოსთვის მსგავსი დონის საერთაშორისო ღონისძიების მასპინძლობას დიდი მნიშვნელობა ენიჭება, რადგანაც ის ზეთისხილის ბიზნესის ყველაზე მნიშვნელოვანი გლობალური ღონისძიებაა“, - აღნიშნულია განცხადებაში.როგორც ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს პრეზიდენტმა, ასევე საქართველოში ზეთისხილის ასოციაციის დამფუძნებელმა და პრეზიდენტმა გიორგი სვანიძემ განაცხადა, საქართველო მზად არის კიდევ უფრო მეტად განავითაროს ზეთისხილის ზეთის გამოხდის და წარმოების პროცესი.„თბილისში იმყოფებიან ევროპელები, ბრიტანელები, საუდის არაბეთიდან, რომლებსაც ზეთისხილის სექტორში სურთ ინვესტიციის განხორციელება, რაც მეტად სასიხარულოა“, - განაცხადა მან.ზეთისხილის საერთაშორისო საბჭო საქართველოში, კომპანია „სვანიძე ჰოლდინგისა“, პერსონალურად გიორგი სვანიძის ორგანიზებითა და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით იმართება.საქართველოში 2021 წელს ზეთისხილის მოსავლიანობა წინა წელთან შედარებით დაახლოებით 2,5-ჯერ გაიზარდა. ნოემბრის პირველი ნახევრის მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით უკვე მოკრეფილია 200 ტონა ზეთისხილი და კრეფის პროცესი მიმდინარე თვის ბოლომდე გაგრძელდება. ქართული ზეთისხილი ადგილობრივი მოხმარების პარალელურად ექსპორტზეც გადის, ძირითადად დიდ ბრიტანეთსა და დსთ-ის ქვეყნებში.შვიდი წლის წინ სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოში 300 ჰექტარ ფართობზე ზეთისხილის პლანტაციები გაშენდა, პროდუქციის პირველი გადამამუშავებელი ქარხანა კი 2016 წელს ჰოლანდიურ-თურქული ინვესტიციით და „სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამმუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების“ პროექტის ფარგლებში გაიხსნა.
https://sputnik-georgia.com/20191027/siRnaRis-raionSi-zeTisxilis-mosavals-iReben-246859590.html
https://sputnik-georgia.com/20211112/zetisxilis-mosavlianoba-gaizarda-262005938.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23846/94/238469453_114:0:1934:1365_1920x0_80_0_0_610a3cbf2fa3289e088cdcac6cb87b5e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს სოფლის მეურნეობა
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს სოფლის მეურნეობა
საქართველოში ზეთისხილის უმსხვილესი მწარმოებლები ერთობლივ სამოქმედო გეგმაზე მუშაობენ
საქართველო ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოში 2019 წელს გაწევრიანდა, ხოლო 2020 წლიდან ერთი წლის ვადით საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა გახდა.
თბილისი, 25 ნოემბერი - Sputnik. საქართველოში ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს სესია იმართება, სადაც ზეთისხილის სექტორის გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე მსჯელობენ, ასევე ზეთისხილის ბიზნესის მთავარი მოთამაშეები და ქვეყნები ერთობლივ სამოქმედო გეგმაზე მუშაობენ, ნათქვამია საქართველოს ბიზნეს-ასოციაციის მიერ გავრცელებულ
განცხადებაში.
24-26 ნოემბერს საქართველო ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს 114-ე სესიას, მრჩეველთა რიგით 57-ე საბჭოს სხდომას და ზეთისხილის საერთაშორისო დღეს მასპინძლობს, რომელიც იუნესკოს ეგიდით ტარდება. მასში მონაწილეობის მისაღებად 43 ქვეყნიდან ზეთისხილის მსოფლიოს უმსხვილესი მწარმოებლები და რამდენიმე ქვეყნის მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენლები ჩამოვიდნენ.
„პანდემიის პერიოდში საქართველოსთვის მსგავსი დონის საერთაშორისო ღონისძიების მასპინძლობას დიდი მნიშვნელობა ენიჭება, რადგანაც ის ზეთისხილის ბიზნესის ყველაზე მნიშვნელოვანი გლობალური ღონისძიებაა“, - აღნიშნულია განცხადებაში.
როგორც ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს პრეზიდენტმა, ასევე საქართველოში ზეთისხილის ასოციაციის დამფუძნებელმა და პრეზიდენტმა გიორგი სვანიძემ განაცხადა, საქართველო მზად არის კიდევ უფრო მეტად განავითაროს ზეთისხილის ზეთის გამოხდის და წარმოების პროცესი.
„თბილისში იმყოფებიან ევროპელები, ბრიტანელები, საუდის არაბეთიდან, რომლებსაც ზეთისხილის სექტორში სურთ ინვესტიციის განხორციელება, რაც მეტად სასიხარულოა“, - განაცხადა მან.
ზეთისხილის საერთაშორისო საბჭო საქართველოში, კომპანია „სვანიძე ჰოლდინგისა“, პერსონალურად გიორგი სვანიძის ორგანიზებითა და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით იმართება.
საქართველოში 2021 წელს ზეთისხილის მოსავლიანობა წინა წელთან შედარებით დაახლოებით 2,5-ჯერ გაიზარდა. ნოემბრის პირველი ნახევრის მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით უკვე მოკრეფილია 200 ტონა ზეთისხილი და კრეფის პროცესი მიმდინარე თვის ბოლომდე გაგრძელდება. ქართული ზეთისხილი ადგილობრივი მოხმარების პარალელურად ექსპორტზეც გადის, ძირითადად დიდ ბრიტანეთსა და დსთ-ის ქვეყნებში.
შვიდი წლის წინ სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოში 300 ჰექტარ ფართობზე ზეთისხილის პლანტაციები გაშენდა, პროდუქციის პირველი გადამამუშავებელი ქარხანა კი 2016 წელს ჰოლანდიურ-თურქული ინვესტიციით და „სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამმუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების“ პროექტის ფარგლებში გაიხსნა.