საქართველოში ზეთისხილის მოსავლიანობა გაიზარდა

© Facebook / Ministry of Agriculture of Georgiaზეთისხილის ხე
ზეთისხილის ხე - Sputnik საქართველო, 1920, 12.11.2021
გამოწერა
საქართველო, რომელმაც ზეთისხილის წარმოება არც ისე დიდი ხნის წინ დაიწყო, უკვე ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს წევრია.
თბილისი, 12 ნოემბერი — Sputnik. საქართველოში 2021 წელს ზეთისხილის მოსავლიანობა წინა წელთან შედარებით დაახლოებით 2,5-ჯერ გაიზარდა. იუწყება „პირველი არხი" ზეთისხილის ასოციაციის ინფორმაციაზე დაყრდნობით.
ასოციაციის ცნობით, ამ დროისათვის საქართველოს მასშტაბით უკვე მოკრეფილია 200 ტონა ზეთისხილი და კრეფის პროცესი მიმდინარე თვის ბოლომდე გაგრძელდება.
ქართული ზეთისხილი ადგილობრივი მოხმარების პარალელურად ექსპორტზეც გადის, ძირითადად დიდ ბრიტანეთსა და დსთ-ის ქვეყნებში.

„რაოდენობა კიდევ გაიზრდება, რადგან რთველი ჯერჯერობით არაა დასრულებული, ძირითადად ნოემბრის ბოლოს სრულდება და შესაძლოა დეკემბრის შუა რიცხვებამდე გაგრძელდეს. ქართული ზეითუნის ზეთი საკმაოდ კონკურენტუნარიანია სხვა წამყვანი მწარმოებელი ქვეყნების ზეთებთან მიმართებით, შესაბამისად, ხარისხითაც და ფასითაც იგი კონკურენციას უწევს უცხოურ ზეთებს", – განაცხადეს ზეთისხილის ასოციაციაში.

24-26 ნოემბერს საქართველო ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს 114-ე სესიას, მრჩეველთა საბჭოს რიგით 57-ე სხდომას და ზეთისხილის მსოფლიო დღეს უმასპინძლებს.
საქართველო ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოში 2019 წელს გაწევრიანდა.
ზეთისხილი და მისი სასარგებლო თვისებები>>
შეხვედრაზე, რომელიც საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით და ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს ინიციატივით იმართება, ზეთისხილის სექტორში არსებულ გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე იმსჯელებენ.
საქართველოს 43 ქვეყნის, ზეთისხილის უმსხვილესი წარმომადგენელი ქვეყნების სოფლის მეურნეობის მინისტრები ეწვევიან.
ყველა ახალი ამბავი
0