https://sputnik-georgia.com/20211125/saqartvelosi-qalta-mimart-zaladobis-winaarmdeg-16-driani-kampania-iwyeba-262372991.html
საქართველოში ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანია იწყება
საქართველოში ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანია იწყება
Sputnik საქართველო
25 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეა. 25.11.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-11-25T19:21+0400
2021-11-25T19:21+0400
2021-11-25T19:21+0400
საზოგადოება
ახალი ამბები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24048/07/240480721_0:105:2000:1230_1920x0_80_0_0_6ecd536dbc0b635205b18e662a2fa2d1.jpg
თბილისი, 25 ნოემბერი - Sputnik. საქართველოს მთავრობა უერთდება ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიან კამპანიას, რომელიც ყოველწლიურად აღინიშნება, ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ კამპანია დღეიდან, 25 ნოემბერიდან დაიწყო და 10 დეკემბერს, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს დასრულდება. წელს მთავარი აქცენტი სექსუალური ძალადობასა და იმ ადამიანების მიმართ სოლიდარობისა და მხარდაჭერის გამოვლენაზე კეთდება, რომლებსაც ძალადობის ეს ფორმა გამოუცდიათ.„ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობა, როგორც ადამიანის უფლებების უხეში, დაფარული და ამავდროულად, ყველაზე გავრცელებული დარღვევა, მსოფლიოსთვის ერთ-ერთ გამოწვევას წარმოადგენს. ქალთა უფლებების დაცვა და ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოს მთავრობის პრიორიტეტია, რაც აისახება სხვადასხვა სფეროში მიღწეულ პროგრესში“, - აღნიშნულია განცხადებაში.უწყების ცნობით, 2021 წლის 25 ნოემბრიდან 10 დეკემბრის ჩათვლით გაიმართება საინფორმაციო ხასიათის ღონისძიებები, რომელიც ემსახურება საზოგადოების სხვადასხვა წრეების ინფორმირებას მოქმედი სამართლებრივი მექანიზმებისა და სახელმწიფო სერვისების შესახებ.ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანია მსოფლიოში 1991 წლიდან იმართება, რომელსაც მსოფლიოს 187 ქვეყანა და 5 ათასზე მეტი ორგანიზაცია უერთდება. კამპანია მიზნად ისახავს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე.დღეს თბილისის ანძა ნარინჯისფრად განათდება და ამ სიმბოლური ჟესტით საქართველოს დედაქალაქი, მსოფლიოს სხვა დედაქალაქების მსგავსად, გენდერული ძალადობის წინააღმდეგ გზავნილს შეუერთდება.ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიმდინარე წლის მარტის ანგარიშის მიხედვით, მსოფლიოში ყოველი მესამე ქალი ხდება ფიზიკური თუ სექსუალური ძალადობის მსხვერპლი მამაკაცების, მათ შორის, პარტნიორების მხრიდან, რაც კიდევ უფრო გაძლიერდა პანდემიის პერიოდში.ქალებზე სექსუალური თუ ფიზიკური ძალადობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი (დაახლოებით 23% მთელი ცხოვრების განმავლობაში) ევროპაში დაფიქსირდა.ანგარიშის თანახმად, ძალადობის ყველაზე გავრცელებული ფორმა ქალების მიმართ მთელ მსოფლიოში — პარტნიორის მხრიდან სასტიკი მოპყრობაა (დაახლოებით 641 მლნ ქალი).
https://sputnik-georgia.com/20211112/gaeros-komiutetis-daskvna-xanum-jeiranovas-saqmeze-262034128.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24048/07/240480721_110:0:1890:1335_1920x0_80_0_0_2cf76b184f4540d4368889b99496a66a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო
საქართველოში ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანია იწყება
25 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეა.
თბილისი, 25 ნოემბერი - Sputnik. საქართველოს მთავრობა უერთდება ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიან კამპანიას, რომელიც ყოველწლიურად აღინიშნება, ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ
განცხადებაში.
ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ კამპანია დღეიდან, 25 ნოემბერიდან დაიწყო და 10 დეკემბერს, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს დასრულდება. წელს მთავარი აქცენტი სექსუალური ძალადობასა და იმ ადამიანების მიმართ სოლიდარობისა და მხარდაჭერის გამოვლენაზე კეთდება, რომლებსაც ძალადობის ეს ფორმა გამოუცდიათ.
„ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობა, როგორც ადამიანის უფლებების უხეში, დაფარული და ამავდროულად, ყველაზე გავრცელებული დარღვევა, მსოფლიოსთვის ერთ-ერთ გამოწვევას წარმოადგენს. ქალთა უფლებების დაცვა და ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოს მთავრობის პრიორიტეტია, რაც აისახება სხვადასხვა სფეროში მიღწეულ პროგრესში“, - აღნიშნულია განცხადებაში.
უწყების ცნობით, 2021 წლის 25 ნოემბრიდან 10 დეკემბრის ჩათვლით გაიმართება საინფორმაციო ხასიათის ღონისძიებები, რომელიც ემსახურება საზოგადოების სხვადასხვა წრეების ინფორმირებას მოქმედი სამართლებრივი მექანიზმებისა და სახელმწიფო სერვისების შესახებ.
ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანია მსოფლიოში 1991 წლიდან იმართება, რომელსაც მსოფლიოს 187 ქვეყანა და 5 ათასზე მეტი ორგანიზაცია უერთდება. კამპანია მიზნად ისახავს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე.
დღეს თბილისის ანძა ნარინჯისფრად განათდება და ამ სიმბოლური ჟესტით საქართველოს დედაქალაქი, მსოფლიოს სხვა დედაქალაქების მსგავსად, გენდერული ძალადობის წინააღმდეგ გზავნილს შეუერთდება.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიმდინარე წლის მარტის ანგარიშის მიხედვით, მსოფლიოში ყოველი მესამე ქალი ხდება ფიზიკური თუ სექსუალური ძალადობის მსხვერპლი მამაკაცების, მათ შორის, პარტნიორების მხრიდან, რაც კიდევ უფრო გაძლიერდა პანდემიის პერიოდში.
ქალებზე სექსუალური თუ ფიზიკური ძალადობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი (დაახლოებით 23% მთელი ცხოვრების განმავლობაში) ევროპაში დაფიქსირდა.
ანგარიშის თანახმად, ძალადობის ყველაზე გავრცელებული ფორმა ქალების მიმართ მთელ მსოფლიოში — პარტნიორის მხრიდან სასტიკი მოპყრობაა (დაახლოებით 641 მლნ ქალი).