საქართველომ და სამხრეთ კორეამ ეკონომიკური თანამშრომლობის გეგმები განიხილეს

© photo: Sputnik / Petrov / გადასვლა მედიაბანკშისეული
სეული - Sputnik საქართველო, 1920, 25.11.2021
გამოწერა
მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს დაცული ტერიტორიების განვითარებას და კორეაში ქართული პროდუქციის ექსპორტს
თბილისი, 25 ნოემბერი - Sputnik. საქართველოსა და კორეას შორის სავაჭრო-ეკონომიკური და გარემოსდაცვითი მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავება ორივე ქვეყნისთვის სასარგებლო იქნება, განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა.
ნინო თანდილაშვილი და სოფლის მეურნეობის მინისტრის მეორე მოადგილე, ოთარ შამუგია კორეის რესპუბლიკის ჩრდილოეთის ეკონომიკური თანამშრომლობის საპრეზიდენტო კომიტეტის დელეგაციის წევრებს შეხვდნენ. დელეგაციას კომიტეტის თავმჯდომარე ჩონგ სუ პარკი (Chong Soo Park) ხელმძღვანელობდა.
„უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს ამბიციური გეგმები აქვს გარემოს დაცვისა და კლიმატის ცვლილებების მიმართულებით, რომელთა განხორციელებისთვის პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობა და მათი მხარდაჭერა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია“, - განუცხადა ჟურნალისტებს შეხვედრის შემდეგ ნინო თანდილაშვილმა.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო დაცული ტერიტორიების განვითარების და კორეაში ქართული პროდუქციის, მათ შორის ღვინის ექსპორტის მიმართულებებს. მიმდინარე წელს კორეაში 90 ათასი ბოთლი ღვინოა ექსპორტირებული.
კორეის რესპუბლიკის დელეგაციის ხელმძღვანელმა ქართულ მხარეს კორეის ახალი ჩრდილოეთ პოლიტიკის და „მწვანე შეთანხმების“ პოლიტიკის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. საუბარი შეეხო ორი ქვეყნის ეროვნულ პარკებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებს და სამომავლო პროექტებს.
„მომავალ წელს საქართველოსა და კორეას შორის დიპლომატიური თანამშრომლობის 30 წელი შესრულდება. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ქვეყნებს შორის როგორც ეკონომიკური და სავაჭრო, ასევე გარემოს დაცვის მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების დიდი პოტენციალი არსებობს“, - აღნიშნა ჩონგ სუ პარკმა.
სეული - Sputnik საქართველო, 1920, 28.06.2021
საქართველო დაინტერესებულია ინვესტიციების მოზიდვით სამხრეთ კორეიდან
საქართველომ და სამხრეთ კორეამ დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის დეკემბერში დაამყარეს. ქვეყნები თანამშრომლობენ ეკონომიკის, ტურიზმის, ვაჭრობის, გარემოს დაცვის და სხვა სფეროებში.
ამჟამად საქართველო და კორეა აწარმოებენ მოლაპარაკებებს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე და ქვეყნებს შორის ინვესტიციების მხარდაჭერისა და დაცვის შესახებ შეთანხმების პროექტზე.
სტატისტიკის მიხედვით, კორეიდან პირველი ინვესტიცია საქართველოში 1997 წელს განხორციელდა, მას შემდეგ, 2020 წლის ჩათვლით, მთლიანმა ინვესტიციამ 204,32 მილიონი დოლარი შეადგინა. მათ შორის 2016-2020 წლებში - 123,79 მლნ დოლარი.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ქვეყნებს შორის ვაჭრობამ მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბერში 65,8 მილიონი დოლარი შეადგინა.
ყველა ახალი ამბავი
0