საცხოვრებელი ფართები თბილისში კიდევ 30 ოჯახს დაუკანონდა

© Sputnik / Ekaterina Mikaridzeსახლი მთაწმინდაზე
სახლი მთაწმინდაზე - Sputnik საქართველო, 1920, 25.11.2021
გამოწერა
თბილისის მერიაში ფართების დაკანონების მსურველთა ასობით განაცხადია შესული, რომელთა განხილვა ეტაპობრივად მიმდინარეობს.
თბილისი, 25 ნოემბერი - Sputnik. დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ სამგორის რაიონში მცხოვრებ 30 ოჯახს საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები გადასცა, ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ფართები, რომლებშიც ადამიანები წლების განმავლობაში ყოველგვარი საკუთრების დამადასტურებელი საბუთების გარეშე ცხოვრობდნენ, სიმბოლურ ფასად - ერთ ლარად გადაეცათ.
„ეს არის დაკანონების პროგრამა, რომლის განხორციელებაც დავიწყეთ 2017 წლიდან, როდესაც არჩევნები მოვიგეთ. უკვე 2.500-ზე მეტი ოჯახი დაკმაყოფილდა, რაც ძალიან კარგია. მინდა, მივულოცო ამ ადამიანებს“, – განაცხადა კალაძემ.
ამ დროისთვის თბილისის მერიაში საცხოვრებელი ფართების დაკანონების მსურველთა კიდევ ასობით განაცხადია შესული, რომელთა განხილვა ეტაპობრივად მიმდინარეობს.
თბილისი - Sputnik საქართველო, 1920, 11.08.2021
თბილისის მერიამ საცხოვრებელი ფართები 1 ლარად კიდევ 13 ოჯახს დაუკანონა
საცხოვრებელ ფართში ხანგრძლივი დროით მცხოვრებ ადამიანებს შეუძლიათ მიმართონ თავიანთი რაიონის გამგეობას, სადაც მოხდება მოკვლევა. გამგეობაში წარსადგენად საჭიროა მოქალაქის განცხადება დაკავებული ფართის მისამართის და საკადასტრო კოდის მითითებით. ასევე მეზობლების ნოტარიულად დამოწმებული თანხმობა, რომელშიც დასტურდება პირის მისამართზე ცხოვრების ფაქტი და ხანგრძლივობა. ასევე საჭიროა ცნობა საჯარო რეესტრიდან პირის და მისი ოჯახის წევრების ქონებრივი მდგომარეობის შესახებ. აღნიშნული პროგრამა არ შეეხება სახელმწიფოს კუთვნილ ტერიტორიაზე უკანონო მშენებლობების მეპატრონეებს.
ყველა ახალი ამბავი
0