თბილისის მერიამ საცხოვრებელი ფართები 1 ლარად კიდევ 13 ოჯახს დაუკანონა

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო, 1920, 11.08.2021
გამოწერა
დაუკანონებელი ქონების საკუთრებაში გადაცემის პროცესი გრძელდება, მათ, ვისაც ანალოგიური პრობლემა აწუხებს, საკუთარი რაიონის გამგეობებს უნდა მიმართონ.
თბილისი, 11 აგვისტო – Sputnik. დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დიდუბის, სამგორისა და გლდანის რაიონებში მცხოვრებ 13 ოჯახს საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტები გადასცა. ამის შესახებ კალაძემ ქალაქის მთავრობის სხდომაზე თავად განაცხადა.
როგორ მივიღოთ თბილისში ბინა ერთ ლარად: ვის შეუძლია აღნიშნული პროგრამით სარგებლობა>>
აღნიშნულ ოჯახებს საცხოვრებელი ფართები რამდენიმეწლიანი ლოდინის შემდეგ სიმბოლურ ფასად – ერთ ლარად გადაეცა.
ისანი - Sputnik საქართველო, 1920, 21.04.2021
თბილისის მერიამ ბინა 1 ლარად კიდევ 29 ოჯახს დაუკანონა
„გასულ კვირაში ჩვენ ბინები სიმბოლურ ფასად – ერთ ლარად დედაქალაქში მცხოვრებ 20 ოჯახს გადავეცით, დღეს კი თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე გამოგვაქვს ფართების სიმბოლურ ფასად 13 ოჯახისთვის გადაცემის საკითხი. ყველას ვულოცავ, ეს ჩემთვის და ჩემი თანაგუნდელებისთვის ძალიან სასიხარულოა. ჩვენ ყველას დავეხმარებით, ვისაც ანალოგიური პრობლემა აქვს“, – განაცხადა კალაძემ.
კალაძის განცხადებით, პროექტის ფარგლებში ამ ეტაპზე 2 ათასზე მეტი ოჯახია დაკმაყოფილებული.
საცხოვრებელ ფართში ხანგრძლივი დროით მცხოვრებ ადამიანებს შეუძლიათ მიმართონ თავიანთი რაიონის გამგეობას, სადაც მოხდება მოკვლევა. გამგეობაში წარსადგენად საჭიროა მოქალაქის განცხადება დაკავებული ფართის მისამართის და საკადასტრო კოდის მითითებით. ასევე მეზობლების ნოტარიულად დამოწმებული თანხმობა, რომელშიც დასტურდება პირის მისამართზე ცხოვრების ფაქტი და ხანგრძლივობა, ასევე საჭიროა ცნობა საჯარო რეესტრიდან პირის და მისი ოჯახის წევრების ქონებრივი მდგომარეობის შესახებ. აღნიშნული პროგრამა არ შეეხება სახელმწიფოს კუთვნილ ტერიტორიაზე უკანონო მშენებლობების მეპატრონეებს.
ყველა ახალი ამბავი
0