https://sputnik-georgia.com/20211125/nacmozraobis-wevrebi-nigzar-putkarazis-gardacvalebis-saqmeze-gamokitxvaze-imyofebian-262370531.html
ოპოზიციონერი დეპუტატის გარდაცვალება: „ნაცმოძრაობის" წევრები გამოკითხვაზე იმყოფებიან
ოპოზიციონერი დეპუტატის გარდაცვალება: „ნაცმოძრაობის" წევრები გამოკითხვაზე იმყოფებიან
Sputnik საქართველო
როგორც „ნაცმოძრაობაში“ აცხადებენ, „ქართული ოცნების“ მიერ დეპუტატზე განხორციელებულმა ზეწოლამ გამოიწვია ფუტკარაძის გარდაცვალება. 25.11.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-11-25T18:35+0400
2021-11-25T18:35+0400
2021-11-25T18:35+0400
ახალი ამბები
ბათუმი
საქართველო
საქართველოს რეგიონები
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24873/94/248739493_0:183:2989:1864_1920x0_80_0_0_c158f4ff9066771e2804171fdfefda8b.jpg
თბილისი, 25 ნოემბერი — Sputnik. ბათუმის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატის ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალების საქმეზე პოლიციაში მოწმეების გამოკითხვა მიმდინარეობს.როგორც ტელეკომპანია „იმედი“ შსს–ზე დაყრდნობით იუწყება, სისხლის სამართლის საქმე 116-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.ოფიციალური ვერსიით, ფუტკარაძე გულის შეტევით გარდაიცვალა.ამ დროისთვის აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით გამოკითხვაზე „ნაცმოძრაობის“ წევრები გიორგი კირთაძე, მირდატ ქამადაძე და ელგუჯა ბაგრატიონი იმყოფებიან. როგორც კირთაძემ გამოკითხვის დაწყებამდე განაცხადა, იგი არ ენდობა გამოძიებას, თუმცა მას წარუდგენს ფუტკარაძის კონკრეტულ პირებთან შეხვედრის ამსახველ ვიდეოჩანაწერს, რომლებიც ზეწოლის გზით ოპოზიციონერი დეპუტატის გადაბირებას ცდილობდნენ.როგორც გუშინ გამართულ ბრიფინგზე კირთაძემ განაცხადა, მისი ინფორმაციით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის მამის დავით რიჟვაძის დავალებით ფუტკარაძესთან მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ ბათუმის ყოფილი მეთაურის ასლან აბაშიძის მმართველობის დროინდელი ძალოვანი ჩინოვნიკები ვაჟა თაბაგიძე და ბადრი ბაკურიძე, რომლებიც მას 100 ათას დოლარს სთავაზობდნენ გადაბირების სანაცვლოდ. ისინი ფუტკარაძემ „ნაცმოძრაობის“ დატოვებას და „ქართულ ოცნებაში“ გადასვლას სთხოვდნენ.როგორც „ნაცმოძრაობაში“ აცხადებენ, სწორედ „ქართული ოცნების“ მიერ დეპუტატზე განხორციელებულმა ზეწოლამ გამოიწვია ფუტკარაძის გარდაცვალება.თვითმმართველობის არჩევნების შედეგებით, ბათუმის საკრებულოში „ქართულ ოცნებას“ და ჯამურად ოპოზიციას 17–17 დეპუტატი ჰყავს.ნუგზარ ფუტკარაძე, რომელიც №4 მაჟორიტარულ ოლქში იყრიდა კენჭს და თვითმმართველობის არჩევნებში პირველივე ტურში გაიმარჯვა, გასულ კვირაში გარდაიცვალა.ფუტკარაძის გარდაცვალების შემდეგ ბათუმის საკრებულოში „ნაციონალურ მოძრაობას“ 14 დეპუტატი, „ქართულ ოცნებას“ – 16, „ლელო საქართველოსთვის“ – 1, ექს-პრემიერ გიორგი გახარიას პარტიას „საქართველოსთვის“ კი 2 დეპუტატი ჰყავს. საკრებულოს კიდევ ერთი წევრია გახარიას ყოფილი თანაპარტიელი, რომელმაც პარტია არჩევნების პირველი ტურის შემდეგ დატოვა და „ოცნებას“ შეუერთდა.
https://sputnik-georgia.com/20211124/opoziciqa-qartul-ocnebas-zewolashi-adanashaulebs-262334483.html
ბათუმი
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24873/94/248739493_130:0:2859:2047_1920x0_80_0_0_945ddc4d85010fc7c32f7a622534deb2.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, ბათუმი , საქართველო, საქართველოს რეგიონები, პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები, ბათუმი , საქართველო, საქართველოს რეგიონები, პოლიტიკა საქართველოში
ოპოზიციონერი დეპუტატის გარდაცვალება: „ნაცმოძრაობის" წევრები გამოკითხვაზე იმყოფებიან
როგორც „ნაცმოძრაობაში“ აცხადებენ, „ქართული ოცნების“ მიერ დეპუტატზე განხორციელებულმა ზეწოლამ გამოიწვია ფუტკარაძის გარდაცვალება.
თბილისი, 25 ნოემბერი — Sputnik. ბათუმის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატის ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალების საქმეზე პოლიციაში მოწმეების გამოკითხვა მიმდინარეობს.
როგორც ტელეკომპანია
„იმედი“ შსს–ზე დაყრდნობით იუწყება, სისხლის სამართლის საქმე 116-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.
ოფიციალური ვერსიით, ფუტკარაძე გულის შეტევით გარდაიცვალა.
ამ დროისთვის აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით გამოკითხვაზე „ნაცმოძრაობის“ წევრები გიორგი კირთაძე, მირდატ ქამადაძე და ელგუჯა ბაგრატიონი იმყოფებიან.
როგორც კირთაძემ გამოკითხვის დაწყებამდე განაცხადა, იგი არ ენდობა გამოძიებას, თუმცა მას წარუდგენს ფუტკარაძის კონკრეტულ პირებთან შეხვედრის ამსახველ ვიდეოჩანაწერს, რომლებიც ზეწოლის გზით ოპოზიციონერი დეპუტატის გადაბირებას ცდილობდნენ.
როგორც გუშინ გამართულ ბრიფინგზე კირთაძემ განაცხადა, მისი ინფორმაციით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის მამის დავით რიჟვაძის დავალებით ფუტკარაძესთან მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ ბათუმის ყოფილი მეთაურის ასლან აბაშიძის მმართველობის დროინდელი ძალოვანი ჩინოვნიკები ვაჟა თაბაგიძე და ბადრი ბაკურიძე, რომლებიც მას 100 ათას დოლარს სთავაზობდნენ გადაბირების სანაცვლოდ. ისინი ფუტკარაძემ „ნაცმოძრაობის“ დატოვებას და „ქართულ ოცნებაში“ გადასვლას სთხოვდნენ.
როგორც „ნაცმოძრაობაში“ აცხადებენ, სწორედ „ქართული ოცნების“ მიერ დეპუტატზე განხორციელებულმა ზეწოლამ გამოიწვია ფუტკარაძის გარდაცვალება.
თვითმმართველობის არჩევნების შედეგებით, ბათუმის საკრებულოში „ქართულ ოცნებას“ და ჯამურად ოპოზიციას 17–17 დეპუტატი ჰყავს.
ნუგზარ ფუტკარაძე, რომელიც №4 მაჟორიტარულ ოლქში იყრიდა კენჭს და თვითმმართველობის არჩევნებში პირველივე ტურში გაიმარჯვა, გასულ კვირაში გარდაიცვალა.
ფუტკარაძის გარდაცვალების შემდეგ ბათუმის საკრებულოში „ნაციონალურ მოძრაობას“ 14 დეპუტატი, „ქართულ ოცნებას“ – 16, „ლელო საქართველოსთვის“ – 1, ექს-პრემიერ გიორგი გახარიას პარტიას „საქართველოსთვის“ კი 2 დეპუტატი ჰყავს. საკრებულოს კიდევ ერთი წევრია გახარიას ყოფილი თანაპარტიელი, რომელმაც პარტია არჩევნების პირველი ტურის შემდეგ დატოვა და „ოცნებას“ შეუერთდა.