https://sputnik-georgia.com/20211125/mopedebisa-da-kvadrociklebistvis-martvis-mowmobis-axali-kategoria-dadginda-262360779.html
მოპედებისა და კვადროციკლებისთვის მართვის მოწმობის ახალი კატეგორია დადგინდა
მოპედებისა და კვადროციკლებისთვის მართვის მოწმობის ახალი კატეგორია დადგინდა
Sputnik საქართველო
მოპედების რეგისტრაცია ამ ეტაპზე ნებაყოფლობითია, იგი სავალდებულო 2022 წლის 1 მარტიდან გახდება. 25.11.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-11-25T16:09+0400
2021-11-25T16:09+0400
2021-11-25T17:30+0400
ახალი ამბები
საქართველო
ტრანსპორტი საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23648/17/236481748_0:105:2000:1230_1920x0_80_0_0_fa0fc9c1176b608bbac9577db61294c1.jpg
თბილისი, 25 ნოემბერი - Sputnik. „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შედეგად, მართვის მოწმობის ახალი კატეგორია AM დადგინდა, რომელიც მოპედებსა და მსუბუქ კვადროციკლებს აერთიანებს, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.მოპედების, კვადროციკლების და მცირე სიმძლავრის მოტოციკლების მძღოლებისთვის ახალი კატეგორიის მართვის მოწმობის შემოღების შესახებ ცვლილებების პროექტი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ შეიმუშავა. საქართველოს პარლამენტმა კანონპრპექტს მესამე მოსმენით 17 ნოემბერს დაუჭირა მხარი.სააგენტოს ცნობით, ნებისმიერი კატეგორიის/ქვეკატეგორიის მართვის უფლების მქონე პირს, უფლება ექნება მართოს AM კატეგორიის სატრანსპორტო საშუალება.საქართველოში მოპედის მართვის მოწმობის აღება 16 წლიდან, მსუბუქი მოტოციკლის კი 17 წლიდან არის შესაძლებელი.ცვლილებების თანახმად, მოპედები მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებებს გაუთანაბრდება და მათზე გავრცელდება იგივე მოთხოვნები, რაც ნებისმიერი მექანიკური სატრანსპორტო საშუალებისთვის არის დადგენილი. კერძოდ, სავალდებულო გახდება როგორც მოპედის რეგისტრაცია, ასევე ახალი ტიპის – AM კატეგორიის მართვის მოწმობის აღება.მოპედების რეგისტრაცია ამ ეტაპზე ნებაყოფლობითია, იგი სავალდებულო 2022 წლის 1 მარტიდან გახდება.
https://sputnik-georgia.com/20211117/mopedebisa-da-velosipedebistvis-mozraobis-axali-wesebi-amoqmeddeba-262142777.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23648/17/236481748_110:0:1890:1335_1920x0_80_0_0_dae9e6e75194e7a038ad5d142a5cf658.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ტრანსპორტი საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, ტრანსპორტი საქართველოში
მოპედებისა და კვადროციკლებისთვის მართვის მოწმობის ახალი კატეგორია დადგინდა
16:09 25.11.2021 (განახლებულია: 17:30 25.11.2021) მოპედების რეგისტრაცია ამ ეტაპზე ნებაყოფლობითია, იგი სავალდებულო 2022 წლის 1 მარტიდან გახდება.
თბილისი, 25 ნოემბერი - Sputnik. „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შედეგად, მართვის მოწმობის ახალი კატეგორია AM დადგინდა, რომელიც მოპედებსა და მსუბუქ კვადროციკლებს აერთიანებს,
ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მოპედების, კვადროციკლების და მცირე სიმძლავრის მოტოციკლების მძღოლებისთვის ახალი კატეგორიის მართვის მოწმობის შემოღების შესახებ ცვლილებების პროექტი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ შეიმუშავა.
საქართველოს პარლამენტმა კანონპრპექტს მესამე მოსმენით 17 ნოემბერს დაუჭირა მხარი.
სააგენტოს ცნობით, ნებისმიერი კატეგორიის/ქვეკატეგორიის მართვის უფლების მქონე პირს, უფლება ექნება მართოს AM კატეგორიის სატრანსპორტო საშუალება.
„იმ შემთხვევაში, თუკი დაინტერესებულ პირს სურს AM კატეგორიის მართვის მოწმობის აღება, მას მოუწევს მხოლოდ თეორიული გამოცდის ჩაბარება. თეორიულ გამოცდაზე პირველადი გასვლა უფასო იქნება“, – ნათქვამია განცხადებაში.
საქართველოში მოპედის მართვის მოწმობის აღება 16 წლიდან, მსუბუქი მოტოციკლის კი 17 წლიდან არის შესაძლებელი.
ცვლილებების თანახმად, მოპედები მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებებს გაუთანაბრდება და მათზე გავრცელდება იგივე მოთხოვნები, რაც ნებისმიერი მექანიკური სატრანსპორტო საშუალებისთვის არის დადგენილი. კერძოდ, სავალდებულო გახდება როგორც მოპედის რეგისტრაცია, ასევე ახალი ტიპის – AM კატეგორიის მართვის მოწმობის აღება.
მოპედების რეგისტრაცია ამ ეტაპზე ნებაყოფლობითია, იგი სავალდებულო 2022 წლის 1 მარტიდან გახდება.