https://sputnik-georgia.com/20211124/turnava-restoransi-magidastan-adamianebis-raodenobaze-eqvsze-meti-ara-262340495.html
ექვსზე მეტი არა – რესტორანში ერთ მაგიდასთან რაოდენობის შეზღუდვა ძალაში რჩება
ექვსზე მეტი არა – რესტორანში ერთ მაგიდასთან რაოდენობის შეზღუდვა ძალაში რჩება
Sputnik საქართველო
რესტორნები საქართველოში 1 დეკემბრიდან დროში შეუზღუდავად იმუშავებენ, მაგრამ მხოლოდ „მწვანე პასპორტების“ მქონე სტუმრებს მიიღებენ. 24.11.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-11-24T19:07+0400
2021-11-24T19:07+0400
2023-08-17T18:15+0400
covid-19 - ბოლო ცნობები
საზოგადოება
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
covid-19
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/1c/252441150_0:133:1280:853_1920x0_80_0_0_e1cebd1aeb8004fdefd2fe059996c84b.jpg
თბილისი, 24 ნოემბერი – Sputnik. რესტორნებში ერთ მაგიდასთან სტუმრების ნებადართული რაოდენობა შეიძლება გადაიხედოს, თუ ახალი „მწვანე პასპორტების“ წესი მასობრივად არ დაირღვევა, განაცხადა ბრიფინგზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.ამჟამად რესტორნების მფლობელებმა უნდა გააკონტროლონ, რომ ერთ მაგიდასთან ექვს ადამიანზე მეტი არ იჯდეს. ეს წესი ჯერჯერობით არ იცვლება, თუმცა 1 დეკემბრიდან რესტორნებს 23 საათამდე მუშაობის შეზღუდვა ეხსნებათ. ისინი მუშაობას 23 საათის შემდეგაც შეძლებენ.„ამ ეტაპზე ჯერჯერობით ეს ნაწილი დავტოვეთ უცვლელად. შევხედოთ ყველამ ერთად, როგორ იმუშავებს და რამდენად ზედმიწევნით შესრულდება ეს მწვანე პასპორტის რეგულაცია, ხომ არ იქნება მასშტაბური დარღვევები“, – განაცხადა თურნავამ.მინისტრი დარწმუნებულია, რომ სარესტორნო ინდუსტრია ახალ წესს სერიოზულად მოეკიდება და მთავრობის მოკავშირე გახდება ამ ახალი რეფორმის დანერგვისა და რეალიზაციის პროცესში.ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა სარესტორნო ინდუსტრიასთან, რათა „მწვანე“ სტატუსის მქონე სტუმრების შემოწმების პროცესი მაქსიმალურად სწრაფი და მარტივი იყოს.თურნავა არ გამორიცხავს, რომ პირველ ეტაპზე, მას შემდეგ, რაც სისტემა ამუშავდება, შეიძლება იყოს ტექნიკური ხარვეზები, მაგრამ სამინისტრო მუდმივ კომუნიკაციაში იქნება ჯანდაცვის სამინისტროსთან და იმ ჯგუფთან, რომელმაც აპლიკაციის შექმნაზე იმუშავა, რათა დროულად აღმოიფხვრას შექმნილი პრობლემები.მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში 1 დეკემბრიდან „მწვანე პასპორტები“ ამოქმედდება. საქართველოში ე.წ. მწვანე პასპორტის გარეშე რესტორნებში, კაფე-ბარებში, კინოთეატრებში, მუზეუმებში, საკონცერტო დარბაზებში, გასართობ ცენტრებში, სამორინეებში და სხვა მსგავს დაწესებულებებში მომხმარებელი ვეღარ შევა.საქართველოში „მწვანე პასპორტის" მოთხოვნა 18 წელს ზემოთ მოქალაქეებისთვის და ტურისტებისთვის იმოქმედებს.პირს მწვანე სტატუსი აქვს, თუ იგი ვაქცინირებულია სრულად ან ერთჯერადად, გადატანილი აქვს კორონავირუსი ან ჩატარებული აქვს 72-საათიანი PCR-ტესტი. ამ ეტაპზე ყველა შემთხვევაში, გარდა PCR–ტესტისა, კოვიდ-პასპორტი უვადო იქნება. PCR–ტესტთან ერთად იგი 72 საათის განმავლობაში იმოქმედებს.მოსახლეობას საკუთარი სტატუსის გადამოწმება შეუძლია სპეციალურ ვებ-გვერდზე covidpass.moh.gov.ge.
https://sputnik-georgia.com/20211124/dawesebulebebis-chamonatvali-sadac-1-dekembridan-mwvane-pasportis-gareshe-vershexvalt-262335248.html
https://sputnik-georgia.com/20211124/vis-mieniweba-mwvane-statusi-1-dekembridan-262331496.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/1c/252441150_61:101:1062:851_1920x0_80_0_0_f0bf8deeec707fa6129abb664fb64a36.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, covid-19
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, covid-19
ექვსზე მეტი არა – რესტორანში ერთ მაგიდასთან რაოდენობის შეზღუდვა ძალაში რჩება
19:07 24.11.2021 (განახლებულია: 18:15 17.08.2023) რესტორნები საქართველოში 1 დეკემბრიდან დროში შეუზღუდავად იმუშავებენ, მაგრამ მხოლოდ „მწვანე პასპორტების“ მქონე სტუმრებს მიიღებენ.
თბილისი, 24 ნოემბერი – Sputnik. რესტორნებში ერთ მაგიდასთან სტუმრების ნებადართული რაოდენობა შეიძლება გადაიხედოს, თუ ახალი „მწვანე პასპორტების“ წესი მასობრივად არ დაირღვევა, განაცხადა ბრიფინგზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.
ამჟამად რესტორნების მფლობელებმა უნდა გააკონტროლონ, რომ ერთ მაგიდასთან ექვს ადამიანზე მეტი არ იჯდეს. ეს წესი ჯერჯერობით არ იცვლება, თუმცა 1 დეკემბრიდან რესტორნებს 23 საათამდე მუშაობის შეზღუდვა ეხსნებათ. ისინი მუშაობას 23 საათის შემდეგაც შეძლებენ.
„ამ ეტაპზე ჯერჯერობით ეს ნაწილი დავტოვეთ უცვლელად. შევხედოთ ყველამ ერთად, როგორ იმუშავებს და რამდენად ზედმიწევნით შესრულდება ეს მწვანე პასპორტის რეგულაცია, ხომ არ იქნება მასშტაბური დარღვევები“, – განაცხადა თურნავამ.
მინისტრი დარწმუნებულია, რომ სარესტორნო ინდუსტრია ახალ წესს სერიოზულად მოეკიდება და მთავრობის მოკავშირე გახდება ამ ახალი რეფორმის დანერგვისა და რეალიზაციის პროცესში.
„ეს არის როგორც მთლიანად საზოგადოების ინტერესში, ასევე ამ ინდუსტრიის ინტერესშიც, რომ უფრო მეტად მწვანე და უსაფრთხო იყოს. ამის შემდეგ შეიძლება უკვე სხვა შეზღუდვების მოხსნაზეც ვიფიქროთ. ვიცით, რომ ახალი წელი მოდის, რა თქმა უნდა, ბევრი რამ იქნება გასათვალისწინებელი, მაგრამ მანამდე მე ვფიქრობ, რომ საკმაოდ საკმარისია ის ლიბერალიზაცია, რაც ჩვენ გვინდა რომ პირველი დეკემბრიდან დავუშვათ“, – განაცხადა მინისტრმა.
ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა სარესტორნო ინდუსტრიასთან, რათა „მწვანე“ სტატუსის მქონე სტუმრების შემოწმების პროცესი მაქსიმალურად სწრაფი და მარტივი იყოს.
თურნავა არ გამორიცხავს, რომ პირველ ეტაპზე, მას შემდეგ, რაც სისტემა ამუშავდება, შეიძლება იყოს ტექნიკური ხარვეზები, მაგრამ სამინისტრო მუდმივ კომუნიკაციაში იქნება ჯანდაცვის სამინისტროსთან და იმ ჯგუფთან, რომელმაც აპლიკაციის შექმნაზე იმუშავა, რათა დროულად აღმოიფხვრას შექმნილი პრობლემები.
მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში 1 დეკემბრიდან „მწვანე პასპორტები“ ამოქმედდება. საქართველოში ე.წ. მწვანე პასპორტის გარეშე რესტორნებში, კაფე-ბარებში, კინოთეატრებში, მუზეუმებში, საკონცერტო დარბაზებში, გასართობ ცენტრებში, სამორინეებში და სხვა მსგავს დაწესებულებებში მომხმარებელი ვეღარ შევა.
საქართველოში „მწვანე პასპორტის" მოთხოვნა 18 წელს ზემოთ მოქალაქეებისთვის და ტურისტებისთვის იმოქმედებს.
პირს მწვანე სტატუსი აქვს, თუ იგი ვაქცინირებულია სრულად ან ერთჯერადად, გადატანილი აქვს კორონავირუსი ან ჩატარებული აქვს 72-საათიანი PCR-ტესტი. ამ ეტაპზე ყველა შემთხვევაში, გარდა PCR–ტესტისა, კოვიდ-პასპორტი უვადო იქნება. PCR–ტესტთან ერთად იგი 72 საათის განმავლობაში იმოქმედებს.
მოსახლეობას საკუთარი სტატუსის გადამოწმება შეუძლია სპეციალურ ვებ-გვერდზე
covidpass.moh.gov.ge.