https://sputnik-georgia.com/20211124/saqartvelo-ukrainis-matchze-dasaswrebi-biletebi-gayidvashia-262337842.html
საქართველო–უკრაინის მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა უკვე დაიწყო
საქართველო–უკრაინის მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა უკვე დაიწყო
Sputnik საქართველო
2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატი სამ ქვეყანაში – ინდონეზიაში, იაპონიასა და ფილიპინებში 25 აგვისტოდან 10 სექტემბრამდე პერიოდში ჩატარდება. 24.11.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-11-24T18:17+0400
2021-11-24T18:17+0400
2021-11-24T23:24+0400
საზოგადოება
სპორტი
ახალი ამბები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/16/250961719_0:161:3069:1887_1920x0_80_0_0_f8893249da4b1ceb3dac82f4b60ae2f4.jpg
თბილისი, 24 ნოემბერი – Sputnik. კალათბურთში 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფარგლებში საქართველოსა და უკრაინის ნაკრებებს შორის მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა დაიწყო.შეხვედრა თბილისის „სპორტის სასახლეში“ 26 ნოემბერს 19:00 საათზე დაიწყება.ბილეთების შეძენა შესაძლებელია ონლაინ tkt.ge-ზე. ბილეთის ღირებულება 20 ლარია.საქართველოს კალათბურთის ფედერაციის განცხადებით, მოქმედი კოვიდ-შეზღუდვებიდან გამომდინარე, მატჩს გულშემატკივრების 30%, ანუ 3.200 ადამიანი დაესწრება.ბილეთებთან ერთად გულშემატკივრებმა უნდა წარმოადგინონ: პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, სრული ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტი, ბოლო 72 საათში გაკეთებული PCR–ტესტის ან ბოლო 24 საათში ჩატარებული სწრაფი ტესტის უარყოფითი პასუხი, ან ბოლო 6 თვის მანძილზე ლაბორატორიულად დადასტურებული COVID-ინფექციის გადატანის შესახებ ცნობა. „სპორტის სასახლის“ ტერიტორიაზე ყველა პირი ვალდებულია დაიცვას სოციალური დისტანცია და იყოს პირბადით.საქართველოს კალათბურთის ეროვნული ნაკრები 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში G ჯგუფში ესპანეთის, უკრაინისა და ჩრდილოეთ მაკედონიის გუნდებთან ერთად იასპარეზებს. შემდეგ შესარჩევ ეტაპზე თითოეული კვარტეტიდან სამ-სამი ნაკრები გავა.2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატი სამ ქვეყანაში – ინდონეზიაში, იაპონიასა და ფილიპინებში 25 აგვისტოდან 10 სექტემბრამდე პერიოდში ჩატარდება.
https://sputnik-georgia.com/20210831/msoflio-2023-saqartvelos-kalatburtis-nakrebma-sesarcevi-turis-metoqeebis-vinaoba-seityo-259190857.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/16/250961719_168:0:2899:2048_1920x0_80_0_0_6f01728af84e234d89db0d4f72c6bc30.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, სპორტი, ახალი ამბები, საქართველო
საზოგადოება, სპორტი, ახალი ამბები, საქართველო
საქართველო–უკრაინის მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა უკვე დაიწყო
18:17 24.11.2021 (განახლებულია: 23:24 24.11.2021) 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატი სამ ქვეყანაში – ინდონეზიაში, იაპონიასა და ფილიპინებში 25 აგვისტოდან 10 სექტემბრამდე პერიოდში ჩატარდება.
თბილისი, 24 ნოემბერი – Sputnik. კალათბურთში 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფარგლებში საქართველოსა და უკრაინის ნაკრებებს შორის მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა დაიწყო.
შეხვედრა თბილისის „სპორტის სასახლეში“ 26 ნოემბერს 19:00 საათზე დაიწყება.
ბილეთების შეძენა შესაძლებელია ონლაინ tkt.ge-ზე. ბილეთის ღირებულება 20 ლარია.
საქართველოს კალათბურთის ფედერაციის
განცხადებით, მოქმედი კოვიდ-შეზღუდვებიდან გამომდინარე, მატჩს გულშემატკივრების 30%, ანუ 3.200 ადამიანი დაესწრება.
ბილეთებთან ერთად გულშემატკივრებმა უნდა წარმოადგინონ: პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, სრული ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტი, ბოლო 72 საათში გაკეთებული PCR–ტესტის ან ბოლო 24 საათში ჩატარებული სწრაფი ტესტის უარყოფითი პასუხი, ან ბოლო 6 თვის მანძილზე ლაბორატორიულად დადასტურებული COVID-ინფექციის გადატანის შესახებ ცნობა.
„სპორტის სასახლის“ ტერიტორიაზე ყველა პირი ვალდებულია დაიცვას სოციალური დისტანცია და იყოს პირბადით.
საქართველოს კალათბურთის ეროვნული ნაკრები 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში G ჯგუფში ესპანეთის, უკრაინისა და ჩრდილოეთ მაკედონიის გუნდებთან ერთად იასპარეზებს. შემდეგ შესარჩევ ეტაპზე თითოეული კვარტეტიდან სამ-სამი ნაკრები გავა.
2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატი სამ ქვეყანაში – ინდონეზიაში, იაპონიასა და ფილიპინებში 25 აგვისტოდან 10 სექტემბრამდე პერიოდში ჩატარდება.