https://sputnik-georgia.com/20210831/msoflio-2023-saqartvelos-kalatburtis-nakrebma-sesarcevi-turis-metoqeebis-vinaoba-seityo-259190857.html
მსოფლიო-2023: საქართველოს კალათბურთის ნაკრებმა შესარჩევი ტურის მეტოქეების ვინაობა შეიტყო
მსოფლიო-2023: საქართველოს კალათბურთის ნაკრებმა შესარჩევი ტურის მეტოქეების ვინაობა შეიტყო
Sputnik საქართველო
მსოფლიო ჩემპიონატის ევროპულ კვალიფიკაციაში მონაწილეობს რვა ჯგუფად დაყოფილი 32 ნაკრები, თითოეულში ოთხ-ოთხი გუნდია. 31.08.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-08-31T20:41+0400
2021-08-31T20:41+0400
2021-10-19T18:04+0400
სპორტი
ახალი ამბები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23695/00/236950006_0:0:2000:1125_1920x0_80_0_0_4189c02e35b07f8d02cfc7b9be16e7a0.jpg
თბილისი, 31 აგვისტო - Sputnik. საქართველოს კალათბურთის ეროვნული ნაკრები 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში G ჯგუფში ესპანეთის, უკრაინისა და ჩრდილოეთ მაკედონიის გუნდებთან ერთად იასპარეზებს.კვალიფიკაციის კენჭისყრა შვეიცარიის ქალაქ მიში (Mies) გაიმართა.მსოფლიო ჩემპიონატის ევროპულ კვალიფიკაციაში მონაწილეობს 32 ნაკრები, რომელიც დაყოფილია რვა ჯგუფად, თითოეულ ჯგუფში ოთხ-ოთხი გუნდია. მსოფლიო ჩემპიონატზე საგზურებს 12 ევროპული ნაკრები მოიპოვებს.პირველი ეტაპის შედეგების მიხედვით (ექვსი საშინაო და გასვლითი მატჩი) საგზურების პრეტენდენტებს შორის თითოეული კვარტეტიდან სამ-სამი ნაკრები დარჩება. შემდეგ ისინი გაერთიანდებიან „ექვსეულებში“ ჯვარედინი ჯგუფების წარმომადგენლებთან, სადაც კიდევ ექვს-ექვს თამაშს ჩაატარებენ - მაგრამ მხოლოდ იმ გუნდებთან, რომლებსაც პირველ რაუნდში არ შეხვედრილან. G ჯგუფის შემთხვევაში ესაა კვარტეტი Н, რომელშიც გამოდიან რუსეთი, ნიდერლანდები, იტალია და ისლანდია.მეორე შესარჩევი ეტაპის ცხრილში გათვალისწინებულია პირველი ეტაპის ყველა შედეგები. 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საგზურებს მოიპოვებს 12 ნაკრები - სამ-სამი თითოეული ექვსეულიდან.შესარჩევი ტურნირი 15 თვეს გაგრძელდება - 2021 წლის ნოემბრიდან 2023 წლის თებერვლამდე.
https://sputnik-georgia.com/20210429/--------251612118.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23695/00/236950006_220:0:2000:1335_1920x0_80_0_0_44d5b3b2d70f72ea5abdfd3104bf5818.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
სპორტი, ახალი ამბები, საქართველო
სპორტი, ახალი ამბები, საქართველო
მსოფლიო-2023: საქართველოს კალათბურთის ნაკრებმა შესარჩევი ტურის მეტოქეების ვინაობა შეიტყო
20:41 31.08.2021 (განახლებულია: 18:04 19.10.2021) მსოფლიო ჩემპიონატის ევროპულ კვალიფიკაციაში მონაწილეობს რვა ჯგუფად დაყოფილი 32 ნაკრები, თითოეულში ოთხ-ოთხი გუნდია.
თბილისი, 31 აგვისტო - Sputnik. საქართველოს კალათბურთის ეროვნული ნაკრები 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში G ჯგუფში ესპანეთის, უკრაინისა და ჩრდილოეთ მაკედონიის გუნდებთან ერთად იასპარეზებს.
კვალიფიკაციის
კენჭისყრა შვეიცარიის ქალაქ მიში (Mies) გაიმართა.
მსოფლიო ჩემპიონატის ევროპულ კვალიფიკაციაში მონაწილეობს 32 ნაკრები, რომელიც დაყოფილია რვა ჯგუფად, თითოეულ ჯგუფში ოთხ-ოთხი გუნდია. მსოფლიო ჩემპიონატზე საგზურებს 12 ევროპული ნაკრები მოიპოვებს.
პირველი ეტაპის შედეგების მიხედვით (ექვსი საშინაო და გასვლითი მატჩი) საგზურების პრეტენდენტებს შორის თითოეული კვარტეტიდან სამ-სამი ნაკრები დარჩება. შემდეგ ისინი გაერთიანდებიან „ექვსეულებში“ ჯვარედინი ჯგუფების წარმომადგენლებთან, სადაც კიდევ ექვს-ექვს თამაშს ჩაატარებენ - მაგრამ მხოლოდ იმ გუნდებთან, რომლებსაც პირველ რაუნდში არ შეხვედრილან. G ჯგუფის შემთხვევაში ესაა კვარტეტი Н, რომელშიც გამოდიან რუსეთი, ნიდერლანდები, იტალია და ისლანდია.
მეორე შესარჩევი ეტაპის ცხრილში გათვალისწინებულია პირველი ეტაპის ყველა შედეგები. 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საგზურებს მოიპოვებს 12 ნაკრები - სამ-სამი თითოეული ექვსეულიდან.
შესარჩევი ტურნირი 15 თვეს გაგრძელდება - 2021 წლის ნოემბრიდან 2023 წლის თებერვლამდე.