Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო, 1920
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

რესტორატორების ასოციაცია რესტორნებისთვის შეზღუდვების მოხსნას მიესალმება

© Sputnik / Denis Aslanovჭიქები სუფრაზე
ჭიქები სუფრაზე - Sputnik საქართველო, 1920, 24.11.2021
გამოწერა
საქართველოში რესტორნები 1 დეკემბრიდან 23 საათის შემდეგაც შეძლებენ მუშაობას.
თბილისი, 24 ნოემბერი – Sputnik. სარესტორნო ბიზნესის წარმომადგენლები დადებითად აფასებენ მთავრობის გადაწყვეტილებას რესტორნების მუშაობაზე დაწესებული დროებითი შეზღუდვის მოხნის თაობაზე, როდესაც ე.წ. მწვანე პასპორტები ამოქმედდება. ამის შესახებ „Sputnik–საქართველოს“ რესტორატორების ასოციაციის პრეზიდენტმა კოტე გაბრიჩიძემ განუცხადა.
უწყებათშორისმა საკოორდინაციო საბჭომ ოთხშაბათს მიიღო გადაწყვეტილება, რომ 1 დეკემბრიდან გაუქმდეს რესტორნების 23 საათის შემდეგ მუშაობაზე შეზღუდვა. კოვიდ-პასპორტების შემოღების შემდეგ კვების ობიექტები სტუმრების მიღებას 23 საათის შემდეგაც შეძლებენ, მათი მუშაობის დრო შეზღუდული აღარ იქნება, მაგრამ მათ დაწესებულებაში მხოლოდ „მწვანე პასპორტის“ მქონე ადამიანები უნდა დაუშვან.
„ძალიან პოზიტიური გადაწყვეტილებაა. ჩვენ ვაყენებდით ამ საკითხს, მჭიდრო კავშირი გვაქვს ეკონომიკის სამინისტროსთან, ეს ლოგიკური ვერსიაა, რომელსაც ჩვენი ასოციაცია სთავაზობდა მთავრობას“, – განაცხადა გაბრიჩიძემ.
რესტორატორების ასოციაცია ერთ-ერთი პირველი მიესალმა „მწვანე ზონების“ დანერგვას და შეზღუდვების მოხსნას რესტორნებისა და სხვა დაწესებულებებისთვის, რომლებიც კორონავირუსზე აცრილ მოქალაქეებს ან ტესტის დამადასტურებელი საბუთის მქონე სტუმრებს მიიღებენ.
გაბრიჩიძის თქმით, ინდუსტრიას მხოლოდ 23:00 საათამდე მუშაობა დიდად უშლიდა ხელს, დაწესებულებებს კოლოსალური ზარალი ჰქონდათ.
რესტორანი - Sputnik საქართველო, 1920, 24.11.2021
COVID-19 - ბოლო ცნობები
დაწესებულებების ჩამონათვალი, სადაც 1 დეკემბრიდან „მწვანე პასპორტის“ გარეშე ვერ შეხვალთ
ასოციაციის ინფორმაციით, კორონავირუსის პანდემიამდე საქართველოში კვების 10 ათასამდე ობიექტი იყო დარეგისტრირებული, ამჟამად მათი 60% დაკეტილია.
გაბრიჩიძე დარწმუნებულია, რომ ახალ პირობებში მუშაობაც არ იქნება ადვილი.
„მაგრამ მთავარია, რომ გვექნება მოტივაცია. როგორც შევთანხმდით, ჯარიმები პირველ დღეებში არ იქნება. რესტორნებს ექნებათ დრო „მწვანე პასპორტებისა“ და QR–კოდების ასათვისებლად“, – აღნიშნა მან.
მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში 1 დეკემბრიდან „მწვანე პასპორტები“ ამოქმედდება. საქართველოში ე.წ. მწვანე პასპორტის გარეშე რესტორნებში, კაფე-ბარებში, კინოთეატრებში, მუზეუმებში, საკონცერტო დარბაზებში, გასართობ ცენტრებში, სამორინეებში და სხვა მსგავს დაწესებულებებში მომხმარებელი ვეღარ შევა.
ე.წ. კოვიდ-პასპორტი - Sputnik საქართველო, 1920, 24.11.2021
COVID-19 - ბოლო ცნობები
ვის მიენიჭება ე.წ. მწვანე სტატუსი 1 დეკემბრიდან
საქართველოში „მწვანე პასპორტის" მოთხოვნა 18 წელს ზემოთ მოქალაქეებისთვის და ტურისტებისთვის იმოქმედებს. კოვიდ-გადატანილებისთვის „მწვანე პასპორტი“ უვადოდ გაიცემა. ამ ეტაპზე ეს ვრცელდება იმ პირებზეც, რომლებმაც ვაქცინაციის სრული კურსი გაიარეს.
„მწვანე სტატუსის“ შემოწმება შესაძლებელია ვებ-გვერდზე https://covidpass.moh.gov.ge/.
ყველა ახალი ამბავი
0