https://sputnik-georgia.com/20211124/niderlandebis-moqalaqes-tanxa-gamostyues-262337024.html
პროკურატურა: ნიდერლანდის მოქალაქეს დაქორწინების დაპირებით 57.810 ევრო ჩაარიცხინეს
პროკურატურა: ნიდერლანდის მოქალაქეს დაქორწინების დაპირებით 57.810 ევრო ჩაარიცხინეს
Sputnik საქართველო
თბილისი, 24 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს პროკურატურამ ნიდერლანდის სამეფოს მოქალაქის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლებისა და უკანონო... 24.11.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-11-24T18:00+0400
2021-11-24T18:00+0400
2021-11-24T22:59+0400
ახალი ამბები
საქართველო
კრიმინალი საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23582/73/235827337_0:104:2000:1229_1920x0_80_0_0_53fce3dc600877f00ebe4ddd697f1bd3.jpg
თბილისი, 24 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს პროკურატურამ ნიდერლანდის სამეფოს მოქალაქის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე ერთი პირი დააკავა, ხოლო ერთი პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაუსწრებლად დაიწყო, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.გამოძიების ცნობით, არარეზიდენტი იურიდიული პირის ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლების მიზნით ნიგერიის რესპუბლიკის მოქალაქემ და დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრებმა ჰაკერულად შეაღწიეს კატარის კომპანია NASSER BIN KHALED AND SONS TRADING CO-ს ელექტრონულ ფოსტაზე და კონტრაქტორი საწარმოს სახელით გაგზავნილი ცრუ შეტყობინების და თანდართული ყალბი ინვოისების საფუძველზე, 2015-2016 წლებში ამ კომპანიას 189.465,5 აშშ დოლარი მოტყუებით საქართველოში გახსნილ ერთ-ერთ საბანკო ანგარიშზე გადმოარიცხინეს, რასაც ბრალდებული მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა. გარდა ამისა, ნიგერიის მოქალაქემ, საქართველოს მოქალაქემ და დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრებმა სოციალურ ქსელ Facebook-ზე შექმნეს გამოგონილი პიროვნების გვერდი და კავშირი დაამყარეს ნიდერლანდის სამეფოს მოქალაქესთან. მათ დაზარალებული დაარწმუნეს, რომ მასთან Facebook-ით კომუნიკაციაში მყოფი პირი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მისიაში, კერძოდ, იემენში დასაქმებული ექიმი იყო, რომელიც დამსაქმებელთან შრომითი კონტრაქტის გაწყვეტას და მასთან ოჯახის შექმნას გეგმავდა. არარსებული ექიმის თითქოსდა საშვებულებო საკითხების მოსაგვარებლად თაღლითებმა ნიდერლანდის სამეფოს მოქალაქეს 2020 წლის სექტემბერში 57.810 ევრო საქართველოში გახსნილ ერთ-ერთ საბანკო ანგარიშზე მოტყუებით ჩაარიცხინეს. აღნიშნულ თანხას ბრალდებულები მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ.მოგვიანებით ერთ-ერთმა ბრალდებულმა მოპოვებული თანხის ნაწილის ლეგალიზების მიზნით „თიბისი ბანკის“ სწრაფი ჩარიცხვის აპარატის გამოყენებით საკუთარ საბანკო ანგარიშზე განათავსა და პირადი საჭიროებისთვის გამოიყენა 8.100 ევრო.ნიგერიის მოქალაქის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა თაღლითობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის, ხოლო საქართველოს მოქალაქის მიმართ თაღლითობის ბრალდებით დაიწყო, რაც ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.საქართველოს პროკურატურა დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრების, ასევე ანალოგიური საქმიანობით დაკავებული სხვა ფიზიკური თუ იურიდიული პირების გამოვლენისა და მხილების მიზნით სამძებრო ღონისძიებებს ატარებს.
https://sputnik-georgia.com/20181021/A-young-man-was-detained-for-extorting-large-amount-of-money-242584306.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23582/73/235827337_112:0:1889:1333_1920x0_80_0_0_8b356a5463c58cad52e68e17c1fb9f16.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, კრიმინალი საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, კრიმინალი საქართველოში
თბილისი, 24 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს პროკურატურამ ნიდერლანდის სამეფოს მოქალაქის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე ერთი პირი დააკავა, ხოლო ერთი პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაუსწრებლად დაიწყო,
ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გამოძიების ცნობით, არარეზიდენტი იურიდიული პირის ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლების მიზნით ნიგერიის რესპუბლიკის მოქალაქემ და დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრებმა ჰაკერულად შეაღწიეს კატარის კომპანია NASSER BIN KHALED AND SONS TRADING CO-ს ელექტრონულ ფოსტაზე და კონტრაქტორი საწარმოს სახელით გაგზავნილი ცრუ შეტყობინების და თანდართული ყალბი ინვოისების საფუძველზე, 2015-2016 წლებში ამ კომპანიას 189.465,5 აშშ დოლარი მოტყუებით საქართველოში გახსნილ ერთ-ერთ საბანკო ანგარიშზე გადმოარიცხინეს, რასაც ბრალდებული მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა.
გარდა ამისა, ნიგერიის მოქალაქემ, საქართველოს მოქალაქემ და დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრებმა სოციალურ ქსელ Facebook-ზე შექმნეს გამოგონილი პიროვნების გვერდი და კავშირი დაამყარეს ნიდერლანდის სამეფოს მოქალაქესთან. მათ დაზარალებული დაარწმუნეს, რომ მასთან Facebook-ით კომუნიკაციაში მყოფი პირი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მისიაში, კერძოდ, იემენში დასაქმებული ექიმი იყო, რომელიც დამსაქმებელთან შრომითი კონტრაქტის გაწყვეტას და მასთან ოჯახის შექმნას გეგმავდა. არარსებული ექიმის თითქოსდა საშვებულებო საკითხების მოსაგვარებლად თაღლითებმა ნიდერლანდის სამეფოს მოქალაქეს 2020 წლის სექტემბერში 57.810 ევრო საქართველოში გახსნილ ერთ-ერთ საბანკო ანგარიშზე მოტყუებით ჩაარიცხინეს. აღნიშნულ თანხას ბრალდებულები მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ.
მოგვიანებით ერთ-ერთმა ბრალდებულმა მოპოვებული თანხის ნაწილის ლეგალიზების მიზნით „თიბისი ბანკის“ სწრაფი ჩარიცხვის აპარატის გამოყენებით საკუთარ საბანკო ანგარიშზე განათავსა და პირადი საჭიროებისთვის გამოიყენა 8.100 ევრო.
ნიგერიის მოქალაქის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა თაღლითობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის, ხოლო საქართველოს მოქალაქის მიმართ თაღლითობის ბრალდებით დაიწყო, რაც ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.
საქართველოს პროკურატურა დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრების, ასევე ანალოგიური საქმიანობით დაკავებული სხვა ფიზიკური თუ იურიდიული პირების გამოვლენისა და მხილების მიზნით სამძებრო ღონისძიებებს ატარებს.