დიდი ოდენობით თანხის გამოძალვის ბრალდებით ახალგაზრდა მამაკაცი დააკავეს

© photo: Sputnik / Stringerქართული ეროვნული ვალუტა - ლარი
ქართული ეროვნული ვალუტა - ლარი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბრალდებულმა ყოფილ ბიზნესპარტნიორს თანხის გადაუხდელობის გამო ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა

თბილისი, 21 ოქტომბერი - Sputnik. სამართალდამცველებმა წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი, 30 წლის მამაკაცი დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით გამოძალვისა და ძალადობის ბრალდებით დააკავეს, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ცნობით, ბრალდებული ყოფილ ბიზნესპარტნიორს თვითნებურად განსაზღვრული თანხის - 70 ათასი ლარის გადახდას სთხოვდა.

თბილისის საქალაქო სასამართლო - Sputnik საქართველო
ბიზნესმენის შვილის გატაცება: ხუთი ადამიანი პატიმრობაშია  

„გ.გ. მიმდინარე წლის 10 სექტემბერს ერთ-ერთ მოქალაქეს, 1983 წელს დაბადებულ ლ.კ.-ს შეხვდა. მან ლ.კ.-ს, ყოფილი ბიზნესპარტნიორისთვის ვალის დაბრუნების მოტივით, მოსთხოვა. ფულის გადაუხდელობის შემთხვევაში კი მისი და მისი ოჯახის წევრების ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის გამოყენებით დაემუქრა“, -აღნიშნულია განცხადებაში.

ასევე, ბრალდებული ყოფილ ბიზნესპარტნიორს მეორე დღესაც შეხვდა,  თანხის გადაუხდელობის გამო ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.

უწყების ინფორმაციით, სამართალდამცველებმა მოძალადე  მომხდარიდან რამდენიმე დღეში მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისის ზღვის უბნის დასახლებაში დააკავეს.

შსს-მ  ნარკოდანაშაულისთვის ფონიჭალაში ერთი პირი დააკავა >>

საქმეზე გამოძიება ორჯერ ან მეტჯერ ნასამართლევი პირის მიერ დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით გამოძალვისა და ძალადობის ფაქტებზე, სსკ-ს 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ყველა ახალი ამბავი
0