ბიზნესმენის შვილის გატაცება: ხუთი ადამიანი პატიმრობაშია  

© Sputnik / Alexander Imedashviliთბილისის საქალაქო სასამართლო
თბილისის საქალაქო სასამართლო - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისში გამოსასყიდის მიღების მიზნით ახალგაზრდის გატაცების საქმეში პროკურორმა ახალი დეტალები გაახმოვანა

თბილისი, 20 ოქტომბერი – Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ ბიზნესმენ ანზორ დგებუაძის ვაჟის - 23 წლის გიორგი დგებუაძის გატაცებაში ხუთ ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდა, იუწყება პირველი არხი.

თბილისში ბიზნესმენის შვილი გაიტაცეს >>

მძევლად აყვანის ბრალდებით პოლიციამ ათი ადამიანი დააკავა. მოგვიანებით ხუთი პირი, მათ შორის ერთი ქალი მტკიცებულების არარსებობის გამო გაათავისუფლეს.

საქმის პროკურორის ბექა ხუნაშვილის განცხადებით, გიორგი დგებუაძე მოტყუებით და მუქარებით შეიტყუეს დაქირავებულ ბინაში, შემდეგ კი ავტომობილით წაიყვანეს სოფელ მაღლაკში. ბოროტმოქმედები დაუკავშირდნენ ახალგაზრდის მამას და მისი გათავისუფლების სანაცვლოდ 3 მილიონი ლარი მოსთხოვეს, წინააღმდეგ შემთხვევაში მოკვლით დაემუქრნენ.

საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
საქართველოში დანაშაულის რაოდენობა იზრდება - შსს-ს ბოლო სტატისტიკა

„საქმეში მონაწილე გარკვეული პირების ვინაობა დასადგენია, მათ შორის ვერონიკა პაპინას სახელით მოქმედი მდედრობითი პირის ვინაობა. დასადგენია ვინმე ასტამურას ვინაობა, რომელიც ერთ-ერთი ბრალდებულის მითითებით საქმეში თანამზრახველია. დასადგენია პირი, რომელმაც უშუალოდ დაურეკა გატაცებულის მამას სამი მილიონი ლარის მოთხოვნით. ასევე დასადგენია პირი, რომელმაც ვიდეოკამერით გადაიღო დატყვევებულის კადრები და ჩაწერა მოთხოვნები“, – განაცხადა პროკურორმა.

მისი თქმით, საქმის მასალებიდან იკვეთება, რომ სხვა თანამზრახველების ნაწილი აფხაზეთის არაკონტროლირებად ტერიტორიაზე გადავიდა.

გიორგის გატაცების შესახებ პოლიციას მამამისმა აცნობა. ამის შემდეგ შსს-მ სპეცოპერაცია ჩაატარა.

ამასთან, არცერთი დაკავებული ჩადენილ დანაშაულს არ აღიარებს. მათ 9-დან 14 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

საქმეზე პირველი სასამართლო სხდომა 13 დეკემბერს არის ჩანიშნული.

ყველა ახალი ამბავი
0