https://sputnik-georgia.com/20211124/kulumbegovi-vaqcinacia-ertaderti-gamosavalia-262327374.html
კულუმბეგოვი: ვაქცინაცია არის ერთადერთი გამოსავალი
კულუმბეგოვი: ვაქცინაცია არის ერთადერთი გამოსავალი
Sputnik საქართველო
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულ მოქალაქეთა 95,92% აუცრელია. 24.11.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-11-24T14:49+0400
2021-11-24T14:49+0400
2023-08-17T18:15+0400
covid-19 - ბოლო ცნობები
საზოგადოება
ახალი ამბები
საქართველო
covid-19
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/06/18/252111218_0:0:2993:1683_1920x0_80_0_0_3deea379160a9fc09eb60ca59f536871.jpg
თბილისი, 24 ნოემბერი – Sputnik. ვაქცინაცია არის ერთადერთი გამოსავალი, რათა მართვადი პანდემია მივიღოთ, განაცხადა ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა ტელეკომპანია Imedi-ს ეთერში.საქართველოში ბოლო დროს ინფიცირების მაჩვენებელმა მკვეთრად მოიმატა. ახალი შემთხვევების რაოდენობის ზრდის ფონზე (დაახლოებით 4–6 ათასი 24 საათში) ქვეყანაში ვაქცინაცია კვლავ ნებაყოფლობითია.კულუმბეგოვის თქმით, ქვეყანაში დღეს არსებული რთული ეპიდემიოლოგიური ვითარება დაწესებული კოვიდ-რეგულაციების უგულებელყოფისა და ვაქცინაციის დაბალი მაჩვენებლის ბრალია.კულუმბეგოვი ვაქცინაციის ტემპის გაზრდის აუცილებლობაზე საუბრობს და კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოსახლეობას, დაიცვან წესები, ატარონ პირბადე და თავი აარიდონ თავშეყრის ადგილებს. მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარების მიუხედავად, ხელისუფლება ქვეყანაში ახალი კოვიდ-რეგულაციების შემოღებას არ ემხრობა და მოქმედი რეგულაციების კონტროლის გამკაცრებაზე აკეთებს აქცენტს. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულ მოქალაქეთა 95,92% აუცრელია. COVID-19-ით გარდაცვლილთა შორის კი არავაქცინირებული იყო 98,96%.23 ნოემბრის მონაცემებით, ქვეყანაში ჩატარებულია 2.112.851 აცრა. ამ ეტაპზე მინიმუმ ერთი დოზით აცრილია 1.117.964 ადამიანი. ერთი ან ორივე დოზით ჯამში აცრილია ზრდასრული მოსახლეობის 39,3%. სრულად (ორჯერადად) ვაქცინირებულია 984.539 ადამიანი – ზრდასრული მოსახლეობის 34,5%. 23 ნოემბერს აიცრა 3.707 ადამიანი.საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 3.201-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 822.383-ს მიაღწია. გარდაიცვალა 64 ადამიანი.
https://sputnik-georgia.com/20211110/12-dan-15-wlamde-asakis-bavsvebis-vaqcinacia-ukve-sesazlebelia-registracia-daiwyo-261966011.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/06/18/252111218_114:0:2845:2048_1920x0_80_0_0_2b1a58d45aeb7a739f356dc9a1dd7e58.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, covid-19
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, covid-19
კულუმბეგოვი: ვაქცინაცია არის ერთადერთი გამოსავალი
14:49 24.11.2021 (განახლებულია: 18:15 17.08.2023) დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულ მოქალაქეთა 95,92% აუცრელია.
თბილისი, 24 ნოემბერი – Sputnik. ვაქცინაცია არის ერთადერთი გამოსავალი, რათა მართვადი პანდემია მივიღოთ, განაცხადა ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა ტელეკომპანია Imedi-ს ეთერში.
საქართველოში ბოლო დროს ინფიცირების მაჩვენებელმა მკვეთრად მოიმატა. ახალი შემთხვევების რაოდენობის ზრდის ფონზე (დაახლოებით 4–6 ათასი 24 საათში) ქვეყანაში ვაქცინაცია კვლავ ნებაყოფლობითია.
კულუმბეგოვის თქმით, ქვეყანაში დღეს არსებული რთული ეპიდემიოლოგიური ვითარება დაწესებული კოვიდ-რეგულაციების უგულებელყოფისა და ვაქცინაციის დაბალი მაჩვენებლის ბრალია.
„სამწუხაროდ, ის რეალობა, რომელიც საქართველოში დღეს გვაქვს, განპირობებულია იმით, რომ დროის ძალიან მოკლე მონაკვეთში ბევრი ადამიანი დაინფიცირდა. ბოლო ერთ კვირაში უპრეცედენტო რაოდენობის დაავადებული და გარდაცვლილი ადამიანი გვყავს“, – განაცხადა კულუმბეგოვმა.
კულუმბეგოვი ვაქცინაციის ტემპის გაზრდის აუცილებლობაზე საუბრობს და კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოსახლეობას, დაიცვან წესები, ატარონ პირბადე და თავი აარიდონ თავშეყრის ადგილებს.
მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარების მიუხედავად, ხელისუფლება ქვეყანაში ახალი კოვიდ-რეგულაციების შემოღებას არ ემხრობა და მოქმედი რეგულაციების კონტროლის გამკაცრებაზე აკეთებს აქცენტს.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულ მოქალაქეთა 95,92% აუცრელია. COVID-19-ით გარდაცვლილთა შორის კი არავაქცინირებული იყო 98,96%.
23 ნოემბრის მონაცემებით, ქვეყანაში ჩატარებულია 2.112.851 აცრა. ამ ეტაპზე მინიმუმ ერთი დოზით აცრილია 1.117.964 ადამიანი. ერთი ან ორივე დოზით ჯამში აცრილია ზრდასრული მოსახლეობის 39,3%. სრულად (ორჯერადად) ვაქცინირებულია 984.539 ადამიანი – ზრდასრული მოსახლეობის 34,5%. 23 ნოემბერს აიცრა 3.707 ადამიანი.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 3.201-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 822.383-ს მიაღწია. გარდაიცვალა 64 ადამიანი.