https://sputnik-georgia.com/20211110/12-dan-15-wlamde-asakis-bavsvebis-vaqcinacia-ukve-sesazlebelia-registracia-daiwyo-261966011.html
12–15 წლის ასაკის ბავშვების ვაქცინაცია უკვე შესაძლებელია: რეგისტრაცია დაიწყო
12–15 წლის ასაკის ბავშვების ვაქცინაცია უკვე შესაძლებელია: რეგისტრაცია დაიწყო
Sputnik საქართველო
10 ნოემბრიდან მოქალაქეებს ვაქცინის ბუსტერ დოზებზე რეგისტრაციის გავლაც შეუძლიათ. 10.11.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-11-10T22:03+0400
2021-11-10T22:03+0400
2023-08-17T18:15+0400
covid-19 - ბოლო ცნობები
საზოგადოება
ახალი ამბები
საქართველო
covid-19
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/06/261845834_0:0:3073:1728_1920x0_80_0_0_36e4f5f00029c86067b18f083bca580f.jpg
თბილისი, 10 ნოემბერი – Sputnik. ვაქცინაციის პორტალზე 12–15 წლის ასაკის ბავშვების რეგისტრაციის სერვისი ამოქმედდა. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.ამ ასაკის მოზარდების აცრის გადაწყვეტილება იმუნიზაციის საბჭოზე 9 ნოემბერს მიიღეს.ამასთან, ცენტრის ინფორმაციით, დღეიდან ე.წ. ბუსტერ დოზით აცრა 18 წლის ზემოთ ყველა პირისთვის არის შესაძლებელი.კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მესამე დოზის გაკეთება მოსახლეობას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ავტორიზებული სამი ვაქცინით – Pfizer-ის, Sinopharm-ისა და Sinovac-ის პრეპარატებით შეუძლია.მოქალაქე, რომელიც აცრილია Sinopharm-ისა და Sinovac-ის ვაქცინით, ბუსტერ დოზისთვის Sinopharm-ის, Sinovac-ის ან Pfizer-ის ვაქცინის არჩევა შეუძლია. AstraZeneca-თი ვაქცინირებულ პირებს კი 6 თვის შემდეგ ბუსტერ დოზის გაკეთება Pfizer-ის ვაქცინით შეუძლიათ.Sinopharm-ითა და Sinovac-ით აცრილი 60 წლის და უფროსი ადამიანებისთვის ბუსტერ დოზის გაკეთება მეორე აცრიდან 3-დან 6 თვემდე ინტერვალშია დასაშვები. Pfizer-ით ვაქცინირებული პირებისთვის კი 6 თვის შემდეგ ბუსტერ დოზის გაკეთება Pfizer-ის ვაქცინით არის რეკომენდებული.მიუხედავად იმისა, რომ მასობრივი ვაქცინაცია საქართველოში 5 ივლისს დაიწყო, დღეისათვის სრულად აცრილია ზრდასრული მოსახლეობის მხოლოდ 33,5%, მაშინ როდესაც მასობრივი იმუნიტეტის გამომუშავებისთვის 70%-ის ვაქცინაციაა საჭირო.საქართველოში, ბოლო მონაცემებით, სულ ჩატარებულია 2.018.336 აცრა. 9 ნოემბერს აიცრა 6.976 ადამიანი.საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.
https://sputnik-georgia.com/20211109/rodis-gaicema-2---lariani-danamatipensionerebistvis-vaqcinacia-261922584.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/06/261845834_0:0:2731:2048_1920x0_80_0_0_9d0f8872cd7a76453f3796c57644e788.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, covid-19
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, covid-19
12–15 წლის ასაკის ბავშვების ვაქცინაცია უკვე შესაძლებელია: რეგისტრაცია დაიწყო
22:03 10.11.2021 (განახლებულია: 18:15 17.08.2023) 10 ნოემბრიდან მოქალაქეებს ვაქცინის ბუსტერ დოზებზე რეგისტრაციის გავლაც შეუძლიათ.
თბილისი, 10 ნოემბერი – Sputnik. ვაქცინაციის პორტალზე 12–15 წლის ასაკის ბავშვების რეგისტრაციის სერვისი ამოქმედდა. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი
ავრცელებს.
ამ ასაკის მოზარდების აცრის გადაწყვეტილება იმუნიზაციის საბჭოზე 9 ნოემბერს მიიღეს.
12–15 წლის მოზარდების აცრა Pfizer-ის ვაქცინის ორი დოზით იქნება შესაძლებელი.
ამასთან, ცენტრის ინფორმაციით, დღეიდან ე.წ. ბუსტერ დოზით აცრა 18 წლის ზემოთ ყველა პირისთვის არის შესაძლებელი.
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მესამე დოზის გაკეთება მოსახლეობას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ავტორიზებული სამი ვაქცინით – Pfizer-ის, Sinopharm-ისა და Sinovac-ის პრეპარატებით შეუძლია.
მოქალაქე, რომელიც აცრილია Sinopharm-ისა და Sinovac-ის ვაქცინით, ბუსტერ დოზისთვის Sinopharm-ის, Sinovac-ის ან Pfizer-ის ვაქცინის არჩევა შეუძლია. AstraZeneca-თი ვაქცინირებულ პირებს კი 6 თვის შემდეგ ბუსტერ დოზის გაკეთება Pfizer-ის ვაქცინით შეუძლიათ.
Sinopharm-ითა და Sinovac-ით აცრილი 60 წლის და უფროსი ადამიანებისთვის ბუსტერ დოზის გაკეთება მეორე აცრიდან 3-დან 6 თვემდე ინტერვალშია დასაშვები. Pfizer-ით ვაქცინირებული პირებისთვის კი 6 თვის შემდეგ ბუსტერ დოზის გაკეთება Pfizer-ის ვაქცინით არის რეკომენდებული.
მიუხედავად იმისა, რომ მასობრივი ვაქცინაცია საქართველოში 5 ივლისს დაიწყო, დღეისათვის სრულად აცრილია ზრდასრული მოსახლეობის მხოლოდ 33,5%, მაშინ როდესაც მასობრივი იმუნიტეტის გამომუშავებისთვის 70%-ის ვაქცინაციაა საჭირო.
საქართველოში, ბოლო მონაცემებით, სულ ჩატარებულია 2.018.336 აცრა. 9 ნოემბერს აიცრა 6.976 ადამიანი.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.