https://sputnik-georgia.com/20211109/rodis-gaicema-2---lariani-danamatipensionerebistvis-vaqcinacia-261922584.html
ვაქცინაციის წახალისება პენსიონერებისთვის – როდის გაიცემა 200-ლარიანი დანამატი
ვაქცინაციის წახალისება პენსიონერებისთვის – როდის გაიცემა 200-ლარიანი დანამატი
Sputnik საქართველო
პენსიონერების აცრის შემთხვევაში 200 ლარით წახალისების გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ვაქცინაციის ტემპის გაზრდის მიზნით გუშინ მიიღო. 09.11.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-11-09T17:36+0400
2021-11-09T17:36+0400
2023-08-17T18:15+0400
covid-19 - ბოლო ცნობები
საზოგადოება
ახალი ამბები
საქართველო
covid-19
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/05/261833291_76:229:1186:853_1920x0_80_0_0_0a69b7958e6c78387d76a9588b32a206.jpg
თბილისი, 9 ნოემბერი — Sputnik. 60 წლის და ზემოთ ასაკის ნებისმიერი პირი, რომელიც ვაქცინაციას 31 დეკემბრის ჩათვლით ჩაიტარებს, 200-ლარიან ერთჯერად დანამატს მიიღებს. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.როგორც სამინისტროში განმარტავენ, თანხა აცრის პირველი დოზის გაკეთების შემდეგ გაიცემა.იმ შემთხვევაში, თუ პენსიონერისთვის 2021 წლის განმავლობაში თანხის დარიცხვა ვერ მოესწრება, მას თანხას მომდევნო წლის დასაწყისში ჩაურიცხავენ.პენსიონერების ვაქცინაციის შემთხვევაში 200 ლარით წახალისების გადაწყვეტილების შესახებ გუშინ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.საქართველოში ბოლო მონაცემებით სულ ჩატარებულია 2.010.783 აცრა.მინიმუმ ერთი დოზით ვაქცინირებულია 1.052.313 ადამიანი – ზრდასრული მოსახლეობის 37%. სრულად ვაქცინირებულია 954.991 ადამიანი – ზრდასრული მოსახლეობის 33,4%. 8 ნოემბერს აიცრა 5.254 ადამიანი.საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.
https://sputnik-georgia.com/20211108/saxelmwifo-pensionerebs-acris-semtxvevasi-200-larit-waaxalisebs-261881843.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/05/261833291_206:188:1092:853_1920x0_80_0_0_d79e08eb7a7cb43fb6b70706efe378bd.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, covid-19
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, covid-19
ვაქცინაციის წახალისება პენსიონერებისთვის – როდის გაიცემა 200-ლარიანი დანამატი
17:36 09.11.2021 (განახლებულია: 18:15 17.08.2023) პენსიონერების აცრის შემთხვევაში 200 ლარით წახალისების გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ვაქცინაციის ტემპის გაზრდის მიზნით გუშინ მიიღო.
თბილისი, 9 ნოემბერი — Sputnik. 60 წლის და ზემოთ ასაკის ნებისმიერი პირი, რომელიც ვაქცინაციას 31 დეკემბრის ჩათვლით ჩაიტარებს, 200-ლარიან ერთჯერად დანამატს მიიღებს. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო
ავრცელებს.
როგორც სამინისტროში განმარტავენ, თანხა აცრის პირველი დოზის გაკეთების შემდეგ გაიცემა.
„ვაქცინირებულ პირთა შესახებ ინფორმაცია სოციალური მომსახურების სააგენტოს თვის განმავლობაში ორჯერ, 1 და 15 რიცხვში მიეწოდება. სააგენტო ვაქცინირებული პირისთვის თანხის ჩარიცხვას ინფორმაციის მიღებიდან მომდევნო ხუთი სამუშაო დღის ვადაში უზრუნველყოფს", – განაცხადეს სამინისტროში.
იმ შემთხვევაში, თუ პენსიონერისთვის 2021 წლის განმავლობაში თანხის დარიცხვა ვერ მოესწრება, მას თანხას მომდევნო წლის დასაწყისში ჩაურიცხავენ.
პენსიონერების ვაქცინაციის შემთხვევაში 200 ლარით წახალისების გადაწყვეტილების შესახებ გუშინ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
საქართველოში ბოლო მონაცემებით სულ ჩატარებულია 2.010.783 აცრა.
მინიმუმ ერთი დოზით ვაქცინირებულია 1.052.313 ადამიანი – ზრდასრული მოსახლეობის 37%. სრულად ვაქცინირებულია 954.991 ადამიანი – ზრდასრული მოსახლეობის 33,4%. 8 ნოემბერს აიცრა 5.254 ადამიანი.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.