კალაძე თბილისის მთავრობის შემადგენლობის განახლებას აპირებს

© Facebook / Kakha Kaladzeკახა კალაძე
კახა კალაძე - Sputnik საქართველო, 1920, 24.11.2021
გამოწერა
კალაძის განცხადებით, ის თავის გუნდთან ერთად მზადაა 24-საათიან რეჟიმში იმუშაოს, რათა ყველა დანაპირები შეასრულოს.
თბილისი, 24 ნოემბერი – Sputnik. საკრებულოს უახლოეს დღეებში დედაქალაქის მთავრობის განახლებული შემადგენლობა წარედგინება, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ Facebook-ში ვიდეოჩართვისას.
საქართველოს 19 ქალაქისა და რაიონის მერები, რომლებიც ადგილობრივი არჩევნების მეორე ტურში აირჩიეს, მოვალეობების შესრულებას 22 ნოემბერს შეუდგნენ. რაც შეეხება კალაძეს, მისი მეორე ვადა თბილისის მერის თანამდებობაზე 24 ნოემბერს დაიწყო.
„თბილისის მთავრობას დღეიდან შეუჩერდა უფლებამოსილება. სულ მალე საკრებულოს წარვუდგენ ჩვენს გუნდს, რომლის წევრების უმეტესობას თქვენ კარგად იცნობთ, თუმცა მთავრობის შემადგენლობა ასევე იქნება განახლებული. ასე რომ, ახალი ვადით და სრული უფლებამოსილებით დედაქალაქის მთავრობა მალე ისევ ჩადგება თბილისის სამსახურში“, – განაცხადა კალაძემ.
კალაძის თქმით, შემდეგი ოთხი წელიწადის განმავლობაში ის იქნება ყველას მერი და თავის გუნდთან ერთად გააგრძელებს მუშაობას ქალაქის პრობლემების გადაწყვეტისთვის.
„მზად ვართ 24-საათიანი შრომით შევასრულოთ ყველა დაპირება და ღირსეულად ვუპასუხოთ თბილისელების მიერ გამოცხადებულ უდიდეს ნდობას და მხარდაჭერას“, – აღნიშნა კალაძემ.
კახა კალაძე თბილისის მერად მეორე ვადით ამ წლის ოქტომბერში აირჩიეს. პირველად ის ქალაქს 2017 წელს ჩაუდგა სათავეში.
ყველა ახალი ამბავი
0