მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

დაიბადა ორდრუნჩა და ოთხთვალა „ღვთაებრივი“ ხბო: ვრცელდება თვითმხილველის ვიდეო

© Pixabay / Couleurძროხა და ხბო მინდორში
ძროხა და ხბო მინდორში - Sputnik საქართველო, 1920, 24.11.2021
გამოწერა
თბილისი, 24 ნოემბერი − Sputnik. ოთხთვალა და ორდრუნჩა ხბო, რომელიც ინდოეთის ქალაქ ინდორში დაიბადა, მოსახლეობის თაყვანისცემის ობიექტად იქცა, იუწყება The Mirror.
გავრცელებული ინფორმაციით, უნიკალურ ცხოველს, რომელიც ადგილობრივებმა „ღვთაებრივად“ შერაცხეს, აქვს ორი შეზრდილი თავის ქალა, ოთხი თვალი, ორი დრუნჩი და ორი ყური. ხბოს რძის სმა ერთდროულად ორივე პირით შეუძლია და ამასთან სრულიად ჯანმრთელად მიიჩნევა.
უჩვეულო ცხოველმა მყის მიიპყრო ინდორის მოსახლეობის ყურადღება. ხალხმა ჯგუფებად იწყო სვლა „ღვთაებრივი ძროხის“ მფლობელი ფერმერის სახლში, რათა თაყვანი სცენ და სურათი გადაიღონ ხბოსთან.
ამასთან ინტერნეტით ვრცელდება თვითმხილველის მიერ გადაღებული ვიდეო, რომელზეც ჩანს, როგორ ცდილობს ხბო, აკანკალებული ფეხებით გაიაროს.
ირკვევა ისიც, რომ ხბოს ძალიან უყვარს მოფერება და თავის პატრონთან ჩახუტება.
აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ინდოეთში უცნაური ცხოველი იბადება და მოსახლეობის თაყვანისცემის ობიექტი ხდება.
ყველა ახალი ამბავი
0