ევროპარლამენტარი: იმედია, სააკაშვილი აღარ დაუბრუნდება შიმშილობას

© Facebook / Mikheil Saakashviliმიხეილ სააკაშვილი
მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 24.11.2021
გამოწერა
მან ასევე აღნიშნა მნიშვნელობა იმისა, რომ ამჟამად სააკაშვილი გადის რეაბილიტაციას იმ კლინიკაში, რომელიც მისთვის მისაღებია.
თბილისი, 24 ნოემბერი - Sputnik. ევროპარლამენტარმა მარინა კალიურანდმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი შიმშილობას არ განაახლებს და ისეთს არაფერს გააკეთებს, რაც პროვოკაციად აღიქმება.
სააკაშვილმა 50-დღიანი შიმშილობა შაბათის ღამით გლდანის ციხის საავადმყოფოდან გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანისთანავე შეწყვიტა. ის ამჟამად ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში იმყოფება.
„მაქვს დიდი იმედი, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი აღარ დაუბრუნდება შიმშილობას... და ისეთს არაფერს გააკეთებს, რაც პროვოკაციად აღიქმება... დამიჯერეთ, თქვენ არ გჭირდებათ პროვოკაციები, არ გჭირდებათ მეტი პოლარიზაცია. საქართველოს სჭირდება მშვიდობა, სტაბილურობა, რეფორმები“, – განაცხადა კალიურანდმა, რომელიც ევროპარლამენტში წარმოადგენს „ევროპელ სოციალისტებს" - საქართველოს მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" პარტნიორს.
მან ასევე აღნიშნა მნიშვნელობა იმისა, რომ ამჟამად სააკაშვილი გადის რეაბილიტაციას კლინიკაში, რომელიც მისთვის მისაღებია.
მკურნალობის პროცესის დასრულების შემდეგ ექს-პრეზიდენტს დააბრუნებენ რუსთავის ციხეში, სადაც სააკაშვილი სისხლის სამართლის ორ საქმეზე 6-წლიან პატიმრობის მოხდას გააგრძელებს. ვადის ათვლა დაიწყო მისი დაკავების მომენტიდან – მიმდინარე წლის 1 ოქტომბრიდან.
არ არის გამორიცხული, რომ ექს-პრეზიდენტის პატიმრობის ვადა გაიზარდოს. ამჟამად სასამართლოში მის წინააღმდეგ განიხილება სამი საქმე, ერთ-ერთზე მაქსიმალური სასჯელი 9 წლით პატიმრობას ითვალისწინებს.
ყველა ახალი ამბავი
0