https://sputnik-georgia.com/20211124/diorma-cinelebs-bodisi-mouxada-262326257.html
Dior-მა ჩინელებს ბოდიში მოუხადა: სკანდალური ფოტო გამოფენაზე
Dior-მა ჩინელებს ბოდიში მოუხადა: სკანდალური ფოტო გამოფენაზე
Sputnik საქართველო
თბილისი, 24 ნოემბერი − Sputnik. საფრანგეთის მაღალი მოდის სახლმა Christian Dior-მა ბოდიში მოუხადა ჩინელ ხალხს იმ ფოტოს გამო, რომელიც წარმოადგინა შანხაიში... 24.11.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-11-24T13:28+0400
2021-11-24T13:28+0400
2023-07-20T15:53+0400
მსოფლიო დღეს
საზოგადოება
ჩინეთი
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/18/262326207_0:0:3077:1731_1920x0_80_0_0_11b96d1b76ca5d240ecbf8b2b6442818.jpg
თბილისი, 24 ნოემბერი − Sputnik. საფრანგეთის მაღალი მოდის სახლმა Christian Dior-მა ბოდიში მოუხადა ჩინელ ხალხს იმ ფოტოს გამო, რომელიც წარმოადგინა შანხაიში გამოფენაზე Lady Dior, და განაცხადა, რომ „პატივისცემით ეკიდება ჩინელი ხალხის გრძნობებს“, იუწყება BBC.გავრცელებული ინფორმაციით, ჩინეთის მოსახლეობა აღაშფოთა ფოტომ, რომელზეც აზიური გარეგნობის გოგონა იყო აღბეჭდილი − დიორის ჩანთით ხელში. მათი აზრით, ფოტოზე „ჩინელი ქალბატონები ცუდი კუთხით არიან წარმოჩენილი“.როგორც მოდების სახლის განცხადებაშია ნათქვამი, როგორც კი ჩინურ სოციალურ ქსელ Weibo-ში ფოტოს მიმართ კრიტიკული კომენტარები გაჩნდა, Dior-მა მაშინვე „დიდი მნიშვნელობა მიანიჭა ამას“ და, შესაბამისად, მაშინვე აიღო ფოტო ოფიციალური საიტიდან. გარდა ამისა, სკანდალური ფოტო მოიხსნა გამოფენიდანაც.გასულ კვირაში ჩინურმა გამოცემა Beijing Daily-მ გამოაქვეყნა სტატია სათაურით „ასე გამოიყურებიან ჩინელი ქალები? დასავლური ბრენდები ძველ გზას დაუბრუნდნენ...“გარდა ამისა, აღნიშნულ ფოტოექსპოზიციას პუბლიკაცია მიუძღვნა გაზეთმა China Women's News-მა, სადაც წერდა, რომ გამოფენამ კიდევ ერთხელ წარმოაჩინა „ზოგი დასავლური ბრენდის ესთეტიკური და კულტურული ამპარტავნობა“ და „ჩინური კულტურის დამახინჯების განზრახვა“.
ჩინეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/18/262326207_71:0:2800:2047_1920x0_80_0_0_23d40569d9f3cee174a3e1864f0f08e8.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ჩინეთი, მსოფლიოს ახალი ამბები
საზოგადოება, ჩინეთი, მსოფლიოს ახალი ამბები
Dior-მა ჩინელებს ბოდიში მოუხადა: სკანდალური ფოტო გამოფენაზე
13:28 24.11.2021 (განახლებულია: 15:53 20.07.2023) თბილისი, 24 ნოემბერი − Sputnik. საფრანგეთის მაღალი მოდის სახლმა
Christian Dior-მა ბოდიში მოუხადა ჩინელ ხალხს იმ ფოტოს გამო, რომელიც წარმოადგინა შანხაიში გამოფენაზე Lady Dior, და განაცხადა, რომ „პატივისცემით ეკიდება ჩინელი ხალხის გრძნობებს“, იუწყება
BBC. გავრცელებული ინფორმაციით, ჩინეთის მოსახლეობა აღაშფოთა ფოტომ, რომელზეც აზიური გარეგნობის გოგონა იყო აღბეჭდილი − დიორის ჩანთით ხელში. მათი აზრით, ფოტოზე „ჩინელი ქალბატონები ცუდი კუთხით არიან წარმოჩენილი“.
როგორც მოდების სახლის განცხადებაშია ნათქვამი, როგორც კი ჩინურ სოციალურ ქსელ Weibo-ში ფოტოს მიმართ კრიტიკული კომენტარები გაჩნდა, Dior-მა მაშინვე „დიდი მნიშვნელობა მიანიჭა ამას“ და, შესაბამისად, მაშინვე აიღო ფოტო ოფიციალური საიტიდან. გარდა ამისა, სკანდალური ფოტო მოიხსნა გამოფენიდანაც.
„Dior-ი, როგორც ყოველთვის, პატივისცემით ეკიდება ჩინელი ხალხის გრძნობებს, მკაცრად იცავს ჩინურ კანონმდებლობას და თანამშრომლობს შესაბამის დეპარტამენტებთან საჯაროდ გამოსაფენი ნამუშევრების შემოწმებისა და დამტკიცების მიზნით. თუ რაიმე გადაცდომა მოხდა, ჩვენ ყოველთვის მზად ვართ შენიშვნების მოსმენისა და შეცდომის დროულად გამოსწორებისთვის“, − ნათქვამია მოდების სახლის განცხადებაში.
გასულ კვირაში ჩინურმა გამოცემა Beijing Daily-მ გამოაქვეყნა სტატია სათაურით „ასე გამოიყურებიან ჩინელი ქალები? დასავლური ბრენდები ძველ გზას დაუბრუნდნენ...“
„ფოტოზე გამოსახულია მოდელი პატარა, მოჭუტული თვალებით, შავ-ლურჯი ჩრდილებით, პირქუში, ჭორფლიანი სახით, გაზეთილი თმებითა და, ამასთან, ცინის დინასტიის დროინდელი სამოსით“, − წერდა გამოცემა.
გარდა ამისა, აღნიშნულ ფოტოექსპოზიციას პუბლიკაცია მიუძღვნა გაზეთმა China Women's News-მა, სადაც წერდა, რომ გამოფენამ კიდევ ერთხელ წარმოაჩინა „ზოგი დასავლური ბრენდის ესთეტიკური და კულტურული ამპარტავნობა“ და „ჩინური კულტურის დამახინჯების განზრახვა“.