დასრულდა მუშაობა „ვეფხისტყაოსნის“ ხელნაწერ ვერსიაზე

© The First Channel / Georgian Broadcasterვეფხისტყაოსანი
ვეფხისტყაოსანი - Sputnik საქართველო, 1920, 24.11.2021
გამოწერა
რუსთაველის უკვდავი პოემის ხელნაწერზე მუშაობდა 300-ზე მეტი გადამწერი, ილუსტრაციებზე – 17 ცნობილი მხატვარი.
თბილისი, 24 ნოემბერი – Sputnik. შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნის" ხელნაწერი ვერსია, რომელზე მუშაობაც 18 წელი მიმდინარეობდა, მზადაა. წიგნის პრეზენტაცია დღეს, 24 ნოემბერს გაიმართება.
კოლექციონერმა გურამ ახალაიამ პროექტზე მუშაობა 18 წლის წინ დაიწყო. ამ ხნის მანძილზე მას 300 გადამწერი და 17 მხატვარი ეხმარებოდა.

„უნიკალური ქართული ხელნაწერებისადმი მოწიწებამ, ცნობილი თუ უცნობი გადამწერების მიმართ მადლიერების გრძნობამ გამიჩინა სურვილი „XXI საუკუნის ხელნაწერი „ვეფხისტყაოსანი“ შეგვექმნა... თხოვნით მივმართე ჩვენი ქვეყნის ცნობილ ადამიანებს, საერო და სასულიერო პირებს, საზოგადოებაში გამორჩეულ პიროვნებებს, მონაწილეობა მიეღოთ ამ პროექტში და ხელით გადაეწერათ „ვეფხისტყაოსნის“ თითო გვერდი“, – აღნიშნა ახალაიამ.

ხელნაწერის პირველი გვერდი სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქმა ილია მეორემ გადაწერა, მეორე – დიდმა მწერალმა ჭაბუა ამირეჯიბმა, მესამე – პოეტმა ანა კალანდაძემ.
საქართველოში შეიქმნა „ვეფხისტყაოსნის" ყველაზე ორიგინალური გამოცემა – ვიდეო>>
შემდეგ პოემის გადაწერა განაგრძეს რუსთაველის პრემიის ლაურეატებმა, მწერლებმა, მეცნიერებმა, მთარგმნელებმა, ჟურნალისტებმა, მუსიკოსებმა, არქიტექტორებმა, მსახიობებმა, სპორტსმენებმა, კალიგრაფისტებმა, წმინდა სინოდის წევრებმა. პოლიტიკოსებიდან მხოლოდ 2003–2018 წლებში ქვეყნის პირველმა პირებმა, ასევე სტუდენტებმა და სკოლის მოსწავლეებმა. ბოლო გვერდი გადაწერა მოქანდაკემ და საზოგადო მოღვაწემ მერაბ ბერძენიშვილმა.
ირაკლი ღარიბაშვილი და ატულ ხარე - Sputnik საქართველო, 1920, 23.09.2021
გაეროს არტ-კოლექცია „ვეფხისტყაოსნის“ უნიკალური ეგზემპლარით შეივსო
ხელნაწერისთვის სპეციალური ილუსტრაციები შექმნეს ცნობილმა მხატვრებმა ლევან ცუცქირიძემ, პიკო (ზურაბ) ნიჟარაძემ, რუსუდან ფეტვიაშვილმა, ქეთი მატაბელმა, თემო გოცაძემ, თაზო ხუციშვილმა, ზურაბ წერეთელმა, მურთაზ მურვანიძემ და სხვ.
სპეციალურად ამ ხელნაწერისთვის თაზო ხუციშვილმა შოთა რუსთაველის ახალი პორტრეტი დახატა, რომელიც პირველივე გამოფენაზე მხატვრებმა შედევრად აღიარეს.
ახალაიას თქმით, უნიკალური წიგნის შემქმნელების დიდი სურვილია, რომ საუკუნეში ერთხელ შოთა რუსთაველის უკვდავი პოემის ხელით გადაწერის ტრადიცია გაგრძელდეს, რათა ის ანდერძად დახვდეს მომავალი ასწლეულის ქართველებს და ძველი კალიგრაფისტების მსგავსად მათაც შექმნან XXII საუკუნის ხელნაწერი „ვეფხისტყაოსანი“.
ყველა ახალი ამბავი
0