მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

3G წესი: საზოგადოებრივი ტრანსპორტით მოსახლეობის მხოლოდ სამი კატეგორია ისარგებლებს

© photo: Sputnik მგზავრები ავტობუსში
 მგზავრები ავტობუსში - Sputnik საქართველო, 1920, 24.11.2021
გამოწერა
თბილისი, 24 ნოემბერი − Sputnik. გერმანიაში ძალაში შედის კორონავირუს SARS-CoV-2-ის გავრცელებასთან ბრძოლის ახალი ზომები, კერძოდ, წესდება შეზღუდვები საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობის უფლებაზე, იუწყება Deutsche Welle.
გავრცელებული ინფორმაციით, საუბარია „3G წესზე“ − Genesen, Geimpft, Getestet („კოვიდ-გადატანილია, აცრილია, ტესტირებულია“).
 ჰოსპიტალი - Sputnik საქართველო, 1920, 23.11.2021
მსოფლიო დღეს
კორონავირუსული ლატარია: თამაშდება სახლი და ავტომობილი
იმ შემთხვევაში, თუ საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრი ამ სამი პირობიდან ერთ-ერთის დამადასტურებელ საბუთს ვერ წარადგენს, კონტროლიორი მას უახლოეს გაჩერებაზე ჩამოსვამს ტრანსპორტიდან.
ამასთან აღინიშნება, რომ სარკინიგზო კონცერნმა Deutsche Bahn-მა ექსპერიმენტის სახით 23 ნოემბრიდან უკვე შემოიღო წერტილოვანი შემოწმებები „3G წესზე“. კრიტიკოსების აზრით, სიახლის ეფექტურად შესრულება და გაკონტროლება, დიდი ალბათობით, ვერ მოხერხდება.
ამასთან „3G“ 24 ნოემბრიდან წესდება ოფისებშიც.
გასულ კვირაში SARS-CoV-2-ით ინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობამ გერმანიაში პირველად გადააჭარბა 400 კაცს ყოველ 100 ათას მოსახლეზე. ქვეყანაში ინფიცირების მაქსიმუმი უკვე 17 დღეა ყოველდღიურად ახლდება.
ამ დროის მონაცემებით, სულ COVID-19-ით დაავადებულთა რაოდენობა გერმანიაში 5.497.795 კაცს შეადგენს, რომელთაგან 4,71 მილიონზე მეტი განიკურნა.
ყველა ახალი ამბავი
0