საქართველომ ხურმისა და კარალიოკის ექსპორტისგან 4,7 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო

© photo: Sputnik / Artur Lebedev / გადასვლა მედიაბანკშიკარალიოკი
კარალიოკი - Sputnik საქართველო, 1920, 23.11.2021
გამოწერა
ხურმისა და კარალიოკის ექსპორტი ძირითადად რუსეთის ფედერაციაში, უკრაინასა და სომხეთში განხორციელდა.
თბილისი, 23 ნოემბერი – Sputnik. საქართველოდან ბოლო ხუთ თვეში 9.344 ტონა ხურმისა და კარალიოკის ექსპორტი განხორციელდა, მიღებულმა შემოსავალმა კი 4,7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, იუწყება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.
უწყების ცნობით, საანგარიშო პერიოდში განხორციელებული ხურმისა და კარალიოკის ექსპორტის მოცულობა 1.878 ტონით (25%), ხოლო ექსპორტის ღირებულება 17%-ით (686 ათასი დოლარით) აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებს.
მანდარინი - Sputnik საქართველო, 1920, 23.11.2021
საქართველოდან მანდარინის ექსპორტი იზრდება
მიმდინარე წელს წარმოებული ხურმა და კარალიოკი ძირითადად გავიდა რუსეთის ფედერაციაში – 3,35 ათასი ტონა, უკრაინაში – 2,2 ათასი ტონა და სომხეთში – 3,56 ათასი ტონა.
აღნიშნული ქვეყნების გარდა, ექსპორტი განხორციელდა აგრეთვე თურქეთში, ყაზახეთში, მოლდოვაში, ბელარუსსა და უნგრეთში.
ყველა ახალი ამბავი
0