https://sputnik-georgia.com/20211123/vardebis-revoluciis-wlistavi-saakasvilis-mxardamwerebma-tbilissi-cocxali-jawvi-moawyves-262313356.html
ვარდების რევოლუციის წლისთავი: სააკაშვილის მხარდამჭერებმა თბილისში ცოცხალი ჯაჭვი მოაწყვეს
ვარდების რევოლუციის წლისთავი: სააკაშვილის მხარდამჭერებმა თბილისში ცოცხალი ჯაჭვი მოაწყვეს
Sputnik საქართველო
ცოცხალი ჯაჭვის მონაწილეებს ხელში უჭირავთ რევოლუციის სიმბოლო – წითელი ვარდები, ასევე საქართველოსა და ევროკავშირის დროშები. 23.11.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-11-23T19:22+0400
2021-11-23T19:22+0400
2021-11-23T23:35+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/17/262309886_0:0:1280:720_1920x0_80_0_0_2fd397169b7eee85223664b4fff0bf2e.jpg
თბილისი, 23 ნოემბერი – Sputnik. „ვარდების რევოლუციის“ მე-18 წლისთავზე საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ასობით მხარდამჭერმა თავისუფლების მოედნიდან მთელ რუსთაველის გამზირზე რესპუბლიკის მოედნამდე ცოცხალი ჯაჭვი შეკრა.აქციის ორგანიზატორის, ტელეწამყვან ნანუკა ჟორჟოლიანის თქმით, ამ გზით მონაწილეებს სურთ შეახსენონ ქვეყნის დღევანდელ ხელისუფლებას, რომ ახსოვთ ეს დღე და მადლობას უხდიან სააკაშვილს.ცოცხალი ჯაჭვის მონაწილეებს ხელში რევოლუციის სიმბოლო – წითელი ვარდები უჭირავთ, ასევე საქართველოსა და ევროკავშირის დროშები.სააკაშვილი საქართველოში 2013 წლის შემდეგ პირველად დაბრუნდა. მან მალულად გადმოკვეთა საზღვარი 29 სექტემბერს და ის 1 ოქტომბერს დააკავეს. იმავე დღეს მან შიმშილობა გამოაცხადა და შეწყვიტა ის 50 დღის შემდეგ, მას მერე, რაც ის გლდანის ციხის საავადმყოფოდან გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს.მკურნალობის კურსის დასრულების შემდეგ სააკაშვილს რუსთავის ციხეში დააბრუნებენ, სადაც მოიხდის ექვსწლიან პატიმრობის სასჯელს ორ სისხლის სამართლის საქმეზე.ვარდების რევოლუცია 18 წლის წინ, 2003 წლის 23 ნოემბერს მოხდა. ქვეყანაში 2003 წლის 2 ნოემბრის შემდეგ დაიწყო მასშტაბური გამოსვლები, რომლებიც 23 ნოემბერს მაშინდელი პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის გადადგომით დასრულდა. ამის შემდეგ ქვეყანას სათავეში ჩაუდგა მიხეილ სააკაშვილი და მისი გუნდი.ძირითადი მოტივი, რამაც „ვარდების რევოლუცია“ გამოიწვია, იყო 2003 წლის 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნების გაყალბება. დაიწყო მრავალათასიანი საპროტესტო აქციები, რომელმაც პიკს 22 ნოემბერს მიაღწია. სწორედ ამ დღეს ტარდებოდა ახლადარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა, რომლის ლეგიტიმაციაც პოლიტიკურმა ძალებმა ეჭვქვეშ დააყენეს.იმავე დღეს სააკაშვილის ხელმძღვანელობით ოპოზიციის წევრები ვარდებით ხელში შევიდნენ პარლამენტის სხდომათა დარბაზში, ჩაშალეს შევარდნაძის სიტყვით გამოსვლა და მას დარბაზის დატოვებისკენ მოუწოდეს.შემდგომ შევარდნაძემ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და კრწანისის რეზიდენციის დასაცავად პოლიციას მოუწოდა. თუმცა, მაშინ ძალოვანი სტუქტურების მაღალი ეშელონის წარმომადგენლებმაც კი უარი თქვეს მის მხარდაჭერაზე.გიორგობის დღეს, 23 ნოემბრის საღამოს შევარდნაძემ ოპოზიციის ლიდერებთან, მიხეილ სააკაშვილთან, ნინო ბურჯანაძესთან და ზურაბ ჟვანიასთან მოლაპარაკებები გამართა, რათა შექმნილი რთული ვითარება განეხილათ. შეხვედრას რუსეთის საგარეო საქმეთა მაშინდელი მინისტრი იგორ ივანოვიც ესწრებოდა. შეხვედრის შემდეგ შევარდნაძემ გადადგომასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.
https://sputnik-georgia.com/20211123/natelshvilma-saqartvelos-gachirvebis-mizezi-daasaxela-262306557.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/17/262309886_63:0:1023:720_1920x0_80_0_0_542fb8e9206e776d017c9a269def88fa.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში
ვარდების რევოლუციის წლისთავი: სააკაშვილის მხარდამჭერებმა თბილისში ცოცხალი ჯაჭვი მოაწყვეს
19:22 23.11.2021 (განახლებულია: 23:35 23.11.2021) ცოცხალი ჯაჭვის მონაწილეებს ხელში უჭირავთ რევოლუციის სიმბოლო – წითელი ვარდები, ასევე საქართველოსა და ევროკავშირის დროშები.
თბილისი, 23 ნოემბერი – Sputnik. „ვარდების რევოლუციის“ მე-18 წლისთავზე საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ასობით მხარდამჭერმა თავისუფლების მოედნიდან მთელ რუსთაველის გამზირზე რესპუბლიკის მოედნამდე ცოცხალი ჯაჭვი
შეკრა.
აქციის ორგანიზატორის, ტელეწამყვან ნანუკა ჟორჟოლიანის თქმით, ამ გზით მონაწილეებს სურთ შეახსენონ ქვეყნის დღევანდელ ხელისუფლებას, რომ ახსოვთ ეს დღე და მადლობას უხდიან სააკაშვილს.
ცოცხალი ჯაჭვის მონაწილეებს ხელში რევოლუციის სიმბოლო – წითელი ვარდები უჭირავთ, ასევე საქართველოსა და ევროკავშირის დროშები.
„ოპოზიციის ერთიანობით მოხდა მიხეილ სააკაშვილის კლინიკაში გადაყვანა. მნიშვნელოვანი საკითხი, რომლის გარშემოც ახლა ოპოზიცია უნდა გაერთიანდეს, არის ვადამდელი, სრულად პროპორციული არჩევნები“, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ ნიკა მელიამ.
სააკაშვილი საქართველოში 2013 წლის შემდეგ პირველად დაბრუნდა. მან მალულად გადმოკვეთა საზღვარი 29 სექტემბერს და ის 1 ოქტომბერს დააკავეს. იმავე დღეს მან შიმშილობა გამოაცხადა და შეწყვიტა ის 50 დღის შემდეგ, მას მერე, რაც ის გლდანის ციხის საავადმყოფოდან გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს.
მკურნალობის კურსის დასრულების შემდეგ სააკაშვილს რუსთავის ციხეში დააბრუნებენ, სადაც მოიხდის ექვსწლიან პატიმრობის სასჯელს ორ სისხლის სამართლის საქმეზე.
ვარდების რევოლუცია 18 წლის წინ, 2003 წლის 23 ნოემბერს მოხდა. ქვეყანაში 2003 წლის 2 ნოემბრის შემდეგ დაიწყო მასშტაბური გამოსვლები, რომლებიც 23 ნოემბერს მაშინდელი პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის გადადგომით დასრულდა. ამის შემდეგ ქვეყანას სათავეში ჩაუდგა მიხეილ სააკაშვილი და მისი გუნდი.
ძირითადი მოტივი, რამაც „ვარდების რევოლუცია“ გამოიწვია, იყო 2003 წლის 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნების გაყალბება. დაიწყო მრავალათასიანი საპროტესტო აქციები, რომელმაც პიკს 22 ნოემბერს მიაღწია. სწორედ ამ დღეს ტარდებოდა ახლადარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა, რომლის ლეგიტიმაციაც პოლიტიკურმა ძალებმა ეჭვქვეშ დააყენეს.
იმავე დღეს სააკაშვილის ხელმძღვანელობით ოპოზიციის წევრები ვარდებით ხელში შევიდნენ პარლამენტის სხდომათა დარბაზში, ჩაშალეს შევარდნაძის სიტყვით გამოსვლა და მას დარბაზის დატოვებისკენ მოუწოდეს.
შემდგომ შევარდნაძემ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და კრწანისის რეზიდენციის დასაცავად პოლიციას მოუწოდა. თუმცა, მაშინ ძალოვანი სტუქტურების მაღალი ეშელონის წარმომადგენლებმაც კი უარი თქვეს მის მხარდაჭერაზე.
გიორგობის დღეს, 23 ნოემბრის საღამოს შევარდნაძემ ოპოზიციის ლიდერებთან, მიხეილ სააკაშვილთან, ნინო ბურჯანაძესთან და ზურაბ ჟვანიასთან მოლაპარაკებები გამართა, რათა შექმნილი რთული ვითარება განეხილათ. შეხვედრას რუსეთის საგარეო საქმეთა მაშინდელი მინისტრი იგორ ივანოვიც ესწრებოდა. შეხვედრის შემდეგ შევარდნაძემ გადადგომასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.