https://sputnik-georgia.com/20211123/saqartvelosi-zetisxilis-umsxvilesi-mwarmoeblebi-ikribebian-262318312.html
საქართველოში ზეთისხილის უმსხვილესი მწარმოებლები იკრიბებიან
საქართველოში ზეთისხილის უმსხვილესი მწარმოებლები იკრიბებიან
Sputnik საქართველო
საქართველოში ასევე გაიმართება ზეთისხილის მსოფლიო დღის აღნიშვნა და მრჩეველთა საბჭოს 57-ე სესია. 23.11.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-11-23T23:50+0400
2021-11-23T23:50+0400
2021-11-24T14:28+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
საქართველოს სოფლის მეურნეობა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/17/262317850_0:62:2993:1746_1920x0_80_0_0_c2a148bc76d8106b4486f56b04480ee4.jpg
თბილისი, 23 ნოემბერი – Sputnik. საქართველოში 24-26 ნოემბერს ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს სესიაში მონაწილეობის მისაღებად 43 ქვეყნიდან ზეთისხილის მსოფლიოს უმსხვილესი მწარმოებლები და რამდენიმე ქვეყნის მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენლები ჩამოვლენ.საქართველოში 2021 წელს ზეთისხილის მოსავლიანობა წინა წელთან შედარებით დაახლოებით 2,5-ჯერ გაიზარდა. ნოემბრის პირველი ნახევრის მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით უკვე მოკრეფილია 200 ტონა ზეთისხილი და კრეფის პროცესი მიმდინარე თვის ბოლომდე გაგრძელდება. ქართული ზეთისხილი ადგილობრივი მოხმარების პარალელურად ექსპორტზეც გადის, ძირითადად დიდ ბრიტანეთსა და დსთ-ის ქვეყნებში.საქართველოში სესიის ფარგლებში გაიმართება ზეთისხილის მსოფლიო დღის აღნიშვნა და მრჩეველთა რიგით 57-ე საბჭოს სხდომა.შეხვედრაზე, რომელიც საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით და მსოფლიო ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს ინიციატივით იმართება, ზეთისხილის სექტორის გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე იმსჯელებენ. იმავდროულად ზეთისხილის ბიზნესის მთავარი მოთამაშეები და ქვეყნები ერთობლივ სამოქმედო გეგმებსაც შეათანხმებენ.საქართველო ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოში 2019 წელს გაწევრიანდა, ხოლო 2020 წლიდან ერთი წლის ვადით საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა გახდა.შვიდი წლის წინ სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოში 300 ჰექტარ ფართობზე ზეთისხილის პლანტაციები გაშენდა, პროდუქციის პირველი გადამამუშავებელი ქარხანა კი 2016 წელს ჰოლანდიურ-თურქული ინვესტიციით და „სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამმუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების“ პროექტის ფარგლებში გაიხსნა.
https://sputnik-georgia.com/20211112/zetisxilis-mosavlianoba-gaizarda-262005938.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/17/262317850_264:0:2993:2047_1920x0_80_0_0_33e9fd38e3a6278105c09788cb79ae3f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს სოფლის მეურნეობა
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს სოფლის მეურნეობა
საქართველოში ზეთისხილის უმსხვილესი მწარმოებლები იკრიბებიან
23:50 23.11.2021 (განახლებულია: 14:28 24.11.2021) საქართველოში ასევე გაიმართება ზეთისხილის მსოფლიო დღის აღნიშვნა და მრჩეველთა საბჭოს 57-ე სესია.
თბილისი, 23 ნოემბერი – Sputnik. საქართველოში 24-26 ნოემბერს ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს სესიაში მონაწილეობის მისაღებად 43 ქვეყნიდან ზეთისხილის მსოფლიოს უმსხვილესი მწარმოებლები და რამდენიმე ქვეყნის მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენლები ჩამოვლენ.
საქართველოში 2021 წელს ზეთისხილის მოსავლიანობა წინა წელთან შედარებით დაახლოებით 2,5-ჯერ გაიზარდა. ნოემბრის პირველი ნახევრის მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით უკვე მოკრეფილია 200 ტონა ზეთისხილი და კრეფის პროცესი მიმდინარე თვის ბოლომდე გაგრძელდება. ქართული ზეთისხილი ადგილობრივი მოხმარების პარალელურად ექსპორტზეც გადის, ძირითადად დიდ ბრიტანეთსა და დსთ-ის ქვეყნებში.
საქართველოში სესიის ფარგლებში გაიმართება ზეთისხილის მსოფლიო დღის აღნიშვნა და მრჩეველთა რიგით 57-ე საბჭოს სხდომა.
„საქართველოს ზეთისხილის წარმოებისა და შემდგომი ექსპორტის კუთხით დიდი პოტენციალი აქვს. შესაბამისად, საქართველოსთვის მსგავსი შეხვედრის მასპინძლის სტატუსი ორმაგად მნიშვნელოვანი ხდება. სესიაზე მხარეები ფინანსურ, ეკონომიკურ, ტექნოლოგიურ და გარემო პირობებთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავენ“, – განაცხადა „პირველი არხის“ ეთერში ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს პრეზიდენტმა გიორგი სვანიძემ.
შეხვედრაზე, რომელიც საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით და მსოფლიო ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს ინიციატივით იმართება, ზეთისხილის სექტორის გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე იმსჯელებენ. იმავდროულად ზეთისხილის ბიზნესის მთავარი მოთამაშეები და ქვეყნები ერთობლივ სამოქმედო გეგმებსაც შეათანხმებენ.
საქართველო ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოში 2019 წელს გაწევრიანდა, ხოლო 2020 წლიდან ერთი წლის ვადით საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა გახდა.
შვიდი წლის წინ სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოში 300 ჰექტარ ფართობზე ზეთისხილის პლანტაციები გაშენდა, პროდუქციის პირველი გადამამუშავებელი ქარხანა კი 2016 წელს ჰოლანდიურ-თურქული ინვესტიციით და „სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამმუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების“ პროექტის ფარგლებში გაიხსნა.