ქართული კომპანიების ფასიანი ქაღალდები ლონდონის ბირჟაზე: ერთი კვირის ვაჭრობის შედეგები

© AFP 2024 / DANIEL SORABJIლონდონის საფონდო ბირჟა
ლონდონის საფონდო ბირჟა - Sputnik საქართველო, 1920, 23.11.2021
გამოწერა
ლონდონის საფონდო ბირჟაზე საქართველოს მთავრობის ფასიანი ქაღალდების ღირებულება გასულ კვირაში შემცირდა.
თბილისი, 23 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს სუვერენული ობლიგაციების ღირებულება ლონდონის საფონდო ბირჟაზე გასულ კვირაში 0,34%-ით შემცირდა და 99,97 დოლარი შეადგინა, მოგება შეადგენს 2,76%-ს, ნათქვამია საინვესტიციო კომპანია Galt&Taggart-ის ანგარიშში.
კორპორაციული ობლიგაციებით ვაჭრობა
საინვესტიციო კომპანიის მონაცემებით, „საქართველოს ბანკის" ევროობლიგაციების ღირებულება ერთ კვირაში 0,31%-ით შემცირდა, ვაჭრობა დაიხურა 2,37% მოგებით 105,93 პუნქტის ფასით. კომპანია Georgia Capital-ის გარიგებები ევროობლიგაციებზე დაიხურა 102,94 პუნქტის ფასით, 4,76% მოგებით, ფასი ერთ კვირაში 0,19%-ით შემცირდა.
თბილისი - Sputnik საქართველო, 1920, 14.07.2021
საქართველოში იპოთეკით უზრუნველყოფილი ობლიგაციების გამოშვება შესაძლებელი ხდება
„საქართველოს რკინიგზის" ევროობლიგაციების ღირებულება გასულ კვირაში 0,12%-ით შემცირდა 101,25 პუნქტამდე, მოგება შეადგენს 3,78%-ს.
აქციებით ვაჭრობა
ფასი „საქართველოს ბანკის" აქციებზე ლონდონის საფონდო ბირჟაზე ერთ კვირაში 4%-ით გაიზარდა და ერთ აქციაზე 16,64 ფუნტი სტერლინგი შეადგინა. სულ კვირის განმავლობაში ბანკის 105 ათასი ფასიანი ქაღალდის ყიდვა–გაყიდვის გარიგება შედგა, ამასთან ფასი მერყეობდა ერთ აქციაზე 15,32–16,64 ფუნტის დიაპაზონში.
ლონდონის საფონდო ბირჟა - Sputnik საქართველო, 1920, 06.08.2021
2025 წლისთვის კაპიტალის ბაზარზე სახელმწიფო კომპანიების აქციების გატანა იგეგმება
კომპანია Georgia Capital-ის აქციების ფასი კვირის განმავლობაში გაიზარდა 3,04%-ით და ერთ აქციაზე 6,45 ფუნტი შეადგინა. სულ კვირის განმავლობაში კომპანიის 316 ათასი ფასიანი ქაღალდის ყიდვა–გაყიდვის გარიგება შესრულდა, ამასთან ფასი მერყეობდა ერთ აქციაზე 6,25–6,64 ფუნტის დიაპაზონში.
TBC Bank-ის აქციები ერთ კვირაში 0,88%-ით შემცირდა 15,86 ფუნტამდე ერთ აქციაზე. სულ კვირის განმავლობაში კომპანიის 190 ათასი ფასიანი ქაღალდის ყიდვა–გაყიდვის გარიგება შედგა, ფასი მერყეობდა ერთ აქციაზე 15,5–16,22 ფუნტის დიაპაზონში.
ყველა ახალი ამბავი
0