PABSEC-ის სესია ონლაინ-ფორმატში გაიმართა

© photo: Sputnik / Stringerდავით სერგეენკო
დავით სერგეენკო - Sputnik საქართველო, 1920, 23.11.2021
გამოწერა
სესიის მონაწილეებმა კორონავირუსის პანდემიის პირობებში ორგანიზაციის წევრ სახელმწიფოებს შორის თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.
თბილისი, 23 ნოემბერი — Sputnik. შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის (PABSEC) 58-ე სესია ვოდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართა, ნათქვამია საქართველოს პარლამენტის პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
პლენარული სხდომის გახსნაზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე დავით სერგეენკო, რომელმაც შავი ზღვის რეგიონის განვითარებისთვის საერთაშორისო ორგანიზაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა პანდემიის ფონზე სამედიცინო სფეროში არსებულ ვითარებაზე და სხვა ქვეყნების გამოცდილების გაზიარების კუთხით თანამშრომლობის მზდყოფნა გამოხატა.
დავით სერგეენკო - Sputnik საქართველო, 1920, 23.06.2021
დავით სერგეენკო PABSEC-ის ვიცე-პრეზიდენტი გახდა
პლენარულ სესიაზე ასევე მოისმინეს მოხსენებები: „შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებში ფარმაცევტულ სფეროში თანამშრომლობის გაძლიერება“, „ციფრული ტექნოლოგიების გამოყენება საპარლამენტო საქმიანობისა და საკანონმდებლო პროცესის გამჭვირვალობის ხელშეწყობისთვის“; „შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებში პანდემიის ფონზე საგანმანათლებლო სფეროში არსებული გამოწვევები“. შეხვედრის ფარგლებში ასევე გაიმართა ასამბლეის ბიუროსა და მუდმივმოქმედი კომიტეტის სხდომები.
შავი ზღვის რეგიონის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეა რუსეთისა და თურქეთის ინიციატივით 1993 წელს შეიქმნა. მის შემადგენლობაში შედიან ორგანიზაციის წევრი 12 სახელმწიფოს (აზერბაიჯანი, ალბანეთი, სომხეთი, ბულგარეთი, საბერძნეთი, საქართველო, მოლდოვა, რუმინეთი, რუსეთი, სერბეთი, თურქეთი, უკრაინა) საპარლამენტო დელეგაციები.
ყველა ახალი ამბავი
0