დავით სერგეენკო PABSEC-ის ვიცე-პრეზიდენტი გახდა

© photo: Sputnikდავით სერგეენკო
დავით სერგეენკო - Sputnik საქართველო, 1920, 23.06.2021
გამოწერა
სერგეენკოს 2012-2019 წლებში ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობა ეკავა და ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე რეიტინგულ მინისტრად იყო მიჩნეული.

თბილისი, 23 ივნისი – Sputnik. საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი დავით სერგეენკო შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის (PABSEC) ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს ორი წლის ვადით, ნათქვამია საკანონმდებლო ორგანოს განცხადებაში.

სერგეენკოს არჩევა მოხდა PABSEC-ის 57-ე სესიის ფარგლებში, რომელიც ვიდეოკონფერენციის ფორმატში ჩატარდა. თავად სერგეენკო ქვეყნის მუდმივი დელეგაციის ხელმძღვანელია. პლენარული სესიის განხილვის მთავარ თემას წარმოადგენდა: „პარლამენტის როლი ტრეფიკინგთან ბრძოლის მიმართულებით, პოლიტიკური და სამართლებრივი ასპექტები“.

PACE - Sputnik საქართველო, 1920, 27.01.2021
PACE-ს სხდომაზე ქართული დელეგაცია პანდემიის საკითხზე მსჯელობაში მიიღებს მონაწილეობას

სერგეენკოს 2012-2019 წლებში ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობა ეკავა და ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე რეიტინგულ მინისტრად იყო მიჩნეული. მან თავისი გადადგომის შესახებ 2019 წლის ივნისში გამოაცხადა და გახდა პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ჯანდაცვის საკითხებში, ხოლო 2020 წლის არჩევნების შედეგად პარლამენტის დეპუტატი გახდა.

1992 წლის 25 ივნისს სტამბულში ხელმოწერილმა შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტის დეკლარაციამ და ბოსფორის განცხადებამ განსაზღვრეს შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის (BSEC) ძირითადი პრინციპები და ამოცანები. ოფიციალურად შეიქმნა თანამშრომლობის ახალი რეგიონალური პროცესი თერთმეტი ქვეყნის მონაწილეობით: ალბანეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, ბულგარეთი, საქართველო, საბერძნეთი, მოლდოვა, რუმინეთი, რუსეთი, თურქეთი და უკრაინა.

უკვე 1993 წლის 26 თებერვალს სტამბულში ცხრა ქვეყნის – ალბანეთის, სომხეთის, აზერბაიჯანის, საქართველოს, მოლდოვის, რუმინეთის, რუსეთის, თურქეთისა და უკრაინის პარლამენტების თავმჯდომარეებმა მიიღეს დეკლარაცია შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის შექმნის შესახებ (PABSEC).

ყველა ახალი ამბავი
0