https://sputnik-georgia.com/20211123/ilia-meore-adamianebs-sinanulisken-mouwodebs-262305684.html
ილია მეორე: ვისაც არ შეუძლია სინანული, მას არ შეუძლია გამოსწორება
ილია მეორე: ვისაც არ შეუძლია სინანული, მას არ შეუძლია გამოსწორება
Sputnik საქართველო
მართლმადიდებელი ეკლესია 23 ნოემბერს წმინდა დიდმოწამე გიორგის ხსენების დღეს – გიორგობას აღნიშნავს. 23.11.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-11-23T16:20+0400
2021-11-23T16:20+0400
2021-11-23T21:32+0400
რელიგია
საეკლესიო კალენდარი
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/0a/250579070_0:76:3369:1971_1920x0_80_0_0_6015d373f717e401dbd6f436cd5a669f.jpg
თბილისი, 23 ნოემბერი – Sputnik. არ შეიძლება ადამიანი იყოს დედამიწაზე და ცოდვა არ ჩაიდინოს, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ვისაც არ შეუძლია სინანული, მას არ შეუძლია გამოსწორება, განაცხადა საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქმა ილია მეორემ გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას.გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით დღეს ყველა მოქმედ ეკლესია–მონასტერში წირვა–ლოცვა ტარდება. ილია მეორემ მრევლი დალოცა და გიორგობის დღესასწაული სრულიად საქართველოს მიულოცა.საქართველოში გიორგობას წელიწადში ორჯერ — 23 ნოემბერსა და 6 მაისს ზეიმობენ. 23 ნოემბერს მსოფლიო მართლმადიდებლური ეკლესია წმინდანის ბორბალზე წამებას აღნიშნავს, 6 მაისს კი — თავის კვეთას და ამ დღეს მხოლოდ საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს. წმიდა გიორგი ქვეყნის მფარველად მიიჩნევა და მისი ხსენების დღეს საქართველოში სახელმწიფო სტატუსი აქვს — უქმე დღედ არის გამოცხადებული.
https://sputnik-georgia.com/20211123/dges-saqartveloshi-giorgobas-agnishnaven-262288277.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/0a/250579070_318:0:3049:2048_1920x0_80_0_0_4e6020843894f2dd90250139c614c063.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
რელიგია, საეკლესიო კალენდარი, საქართველო
რელიგია, საეკლესიო კალენდარი, საქართველო
ილია მეორე: ვისაც არ შეუძლია სინანული, მას არ შეუძლია გამოსწორება
16:20 23.11.2021 (განახლებულია: 21:32 23.11.2021) მართლმადიდებელი ეკლესია 23 ნოემბერს წმინდა დიდმოწამე გიორგის ხსენების დღეს – გიორგობას აღნიშნავს.
თბილისი, 23 ნოემბერი – Sputnik. არ შეიძლება ადამიანი იყოს დედამიწაზე და ცოდვა არ ჩაიდინოს, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ვისაც არ შეუძლია სინანული, მას არ შეუძლია გამოსწორება, განაცხადა საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქმა ილია მეორემ გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას.
გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით დღეს ყველა მოქმედ ეკლესია–მონასტერში წირვა–ლოცვა ტარდება.
ილია მეორემ მრევლი დალოცა და გიორგობის დღესასწაული სრულიად საქართველოს მიულოცა.
„ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ დროს, როცა მრავალი განსაცდელი არის ჩვენ გარშემო. მაგრამ ღმერთი მოწყალეა, ღმერთი ხედავს, როცა კაცი ნანობს და ჩვენ იმედს არ ვკარგავთ, რომ უფალი შეგვიწყალებს. საქართველო მუდამ იყო განსაცდელში... წმინდა გიორგის მადლი და ლოცვა-კურთხევა შეგეწიოთ თქვენ, წმინდა გიორგიმ დაიცვას თქვენი ოჯახები, შვილები. წმინდა გიორგი იყოს სრულიად საქართველოს და მთელი მსოფლიოს მფარველი“, – ბრძანა პატრიარქმა.
საქართველოში გიორგობას წელიწადში ორჯერ — 23 ნოემბერსა და 6 მაისს ზეიმობენ. 23 ნოემბერს მსოფლიო მართლმადიდებლური ეკლესია წმინდანის ბორბალზე წამებას აღნიშნავს, 6 მაისს კი — თავის კვეთას და ამ დღეს მხოლოდ საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს. წმიდა გიორგი ქვეყნის მფარველად მიიჩნევა და მისი ხსენების დღეს საქართველოში სახელმწიფო სტატუსი აქვს — უქმე დღედ არის გამოცხადებული.