https://sputnik-georgia.com/20211123/dges-saqartveloshi-giorgobas-agnishnaven-262288277.html
დღეს საქართველოში გიორგობას აღნიშნავენ
დღეს საქართველოში გიორგობას აღნიშნავენ
Sputnik საქართველო
გიორგობა – სახელმწიფო დღესასწაულია და ოფიციალური უქმე დღეა. საქართველოში ამ დღესასწაულს წელიწადში ორჯერ ზეიმობენ, 6 მაისს და 23 ნოემბერს. 23.11.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-11-23T10:16+0400
2021-11-23T10:16+0400
2021-11-23T18:09+0400
საზოგადოება
ახალი ამბები
საეკლესიო კალენდარი
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/22920/07/229200790_0:445:2058:1603_1920x0_80_0_0_2c8ad50439453900eb41cca047ccf133.jpg
თბილისი, 23 ნოემბერი – Sputnik. დღეს წმიდა გიორგის ხსენების დღე, გიორგობაა. საქართველოში გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით საზეიმო წირვა-ლოცვა ქვეყნის ყველა მოქმედ ეკლესიაში აღევლინება.სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი ილია მეორე საზეიმო წირვას სამების ტაძარში აღავლენს, წირვა 10:00 საათზე დაიწყება.საქართველოში გიორგობას წელიწადში ორჯერ — 23 ნოემბერსა და 6 მაისს ზეიმობენ. 23 ნოემბერს მსოფლიო მართლმადიდებლური ეკლესია წმინდანის ბორბალზე წამებას აღნიშნავს, 6 მაისს კი — თავის კვეთას და ამ დღეს მხოლოდ საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს. წმიდა გიორგი ქვეყნის მფარველად მიიჩნევა და მისი ხსენების დღეს საქართველოში სახელმწიფო სტატუსი აქვს — უქმე დღედ არის გამოცხადებული.დიდმოწამე წმიდა გიორგი — მხედარი, რომელიც ურჩხულს ამარცხებს, ქართული ცნობიერებისა და მართლმადიდებლური მრწამსის შემადგენელი ნაწილი გახდა და ის ქვეყნის სახელმწიფო გერბზეა გამოსახული. წმიდა მთავარმოწამე გიორგი მოღვაწეობდა იმპერატორ დიოკლეტიანეს დროს, მესამე საუკუნის ბოლოს და მეოთხე საუკუნის პირველ ნახევარში.გადმოცემით, დღესასწაული ქართველთა განმანათლებელმა წმიდა ნინომ დააარსა. როგორც ცნობილია, წმიდა გიორგი მას ნათესავად ერგებოდა და განსაკუთრებულ პატივს სცემდა. საქართველოს განმაქრისტიანებლმა წმიდა ნინომ ქვეყანას წმიდა გიორგის სიყვარული ანდერძად დაუტოვა. შუა საუკუნეებში ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში 365 სალოცავი აიგო წმიდა გიორგის სახელზე.საქართველოში წელიწადის ყოველ დღეს იზეიმებოდა გიორგობა, რომელიც წმინდანის სახელობის რომელიმე ტაძართან, ან მის მიერ აღსრულებულ სასწაულებთან იყო დაკავშირებული. ხალხურ მეტყველებაში შემორჩენილია 365 წმიდა გიორგის სახელით დალოცვა, რომელიც წმიდა გიორგის წელიწადის ყოველდღიურ დღესასწაულთან და საქართველოში არსებული წმიდა გიორგის 365 ნაწილთან არის დაკავშირებული.წმიდა გიორგის თაყვანისცემა, რომელიც ქრისტიანობის გავრცელების პერიოდშივე დაიწყო, დღესაც გრძელდება.წმიდა გიორგი ითვლება მხედართა, მიწისმოქმედთა, მწყემსთა, მოგზაურთა მფარველად. მას ევედრებიან აგრეთვე დემონური ძალებისგან დახსნას.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/22920/07/229200790_0:252:2058:1796_1920x0_80_0_0_439a8fc54ddf23e1ad4e08fda239b1cb.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, საეკლესიო კალენდარი, საქართველო
საზოგადოება, ახალი ამბები, საეკლესიო კალენდარი, საქართველო
დღეს საქართველოში გიორგობას აღნიშნავენ
10:16 23.11.2021 (განახლებულია: 18:09 23.11.2021) გიორგობა – სახელმწიფო დღესასწაულია და ოფიციალური უქმე დღეა. საქართველოში ამ დღესასწაულს წელიწადში ორჯერ ზეიმობენ, 6 მაისს და 23 ნოემბერს.
თბილისი, 23 ნოემბერი – Sputnik. დღეს წმიდა გიორგის ხსენების დღე, გიორგობაა. საქართველოში გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით საზეიმო წირვა-ლოცვა ქვეყნის ყველა მოქმედ ეკლესიაში აღევლინება.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი ილია მეორე საზეიმო წირვას სამების ტაძარში აღავლენს, წირვა 10:00 საათზე დაიწყება.
საქართველოში გიორგობას წელიწადში ორჯერ — 23 ნოემბერსა და 6 მაისს ზეიმობენ. 23 ნოემბერს მსოფლიო მართლმადიდებლური ეკლესია წმინდანის ბორბალზე წამებას აღნიშნავს, 6 მაისს კი — თავის კვეთას და ამ დღეს მხოლოდ საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს. წმიდა გიორგი ქვეყნის მფარველად მიიჩნევა და მისი ხსენების დღეს საქართველოში სახელმწიფო სტატუსი აქვს — უქმე დღედ არის გამოცხადებული.
დიდმოწამე წმიდა გიორგი — მხედარი, რომელიც ურჩხულს ამარცხებს, ქართული ცნობიერებისა და მართლმადიდებლური მრწამსის შემადგენელი ნაწილი გახდა და ის ქვეყნის სახელმწიფო გერბზეა გამოსახული.
წმიდა მთავარმოწამე გიორგი მოღვაწეობდა იმპერატორ დიოკლეტიანეს დროს, მესამე საუკუნის ბოლოს და მეოთხე საუკუნის პირველ ნახევარში.
გადმოცემით, დღესასწაული ქართველთა განმანათლებელმა წმიდა ნინომ დააარსა. როგორც ცნობილია, წმიდა გიორგი მას ნათესავად ერგებოდა და განსაკუთრებულ პატივს სცემდა. საქართველოს განმაქრისტიანებლმა წმიდა ნინომ ქვეყანას წმიდა გიორგის სიყვარული ანდერძად დაუტოვა. შუა საუკუნეებში ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში 365 სალოცავი აიგო წმიდა გიორგის სახელზე.
საქართველოში წელიწადის ყოველ დღეს იზეიმებოდა გიორგობა, რომელიც წმინდანის სახელობის რომელიმე ტაძართან, ან მის მიერ აღსრულებულ სასწაულებთან იყო დაკავშირებული. ხალხურ მეტყველებაში შემორჩენილია 365 წმიდა გიორგის სახელით დალოცვა, რომელიც წმიდა გიორგის წელიწადის ყოველდღიურ დღესასწაულთან და საქართველოში არსებული წმიდა გიორგის 365 ნაწილთან არის დაკავშირებული.
წმიდა გიორგის თაყვანისცემა, რომელიც ქრისტიანობის გავრცელების პერიოდშივე დაიწყო, დღესაც გრძელდება.
წმიდა გიორგი ითვლება მხედართა, მიწისმოქმედთა, მწყემსთა, მოგზაურთა მფარველად. მას ევედრებიან აგრეთვე დემონური ძალებისგან დახსნას.