https://sputnik-georgia.com/20211122/saakasvilis-mizani-cnobilia-eka-xerxeulizem-sexvedris-detalebze-isaubra-262289870.html
სააკაშვილის მიზანი ცნობილია – ეკა ხერხეულიძემ შეხვედრის დეტალებზე ისაუბრა
სააკაშვილის მიზანი ცნობილია – ეკა ხერხეულიძემ შეხვედრის დეტალებზე ისაუბრა
Sputnik საქართველო
დეპუტატმა ეკა ხერხეულიძემ სააკაშვილთან სამხედრო ჰოსპიტალში შემდგომი გეგმები განიხილა. 22.11.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-11-22T20:13+0400
2021-11-22T20:13+0400
2021-11-23T16:25+0400
ახალი ამბები
მიხეილ სააკაშვილი
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/08/261893241_0:67:1281:787_1920x0_80_0_0_7d35826c55e757163c24091f546af59a.jpg
თბილისი, 22 ნოემბერი – Sputnik. საავადმყოფოში გადაყვანა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის თვითმიზანი არ ყოფილა, მას საქართველოს პოლიტიკურ პროცესებში სრულფასოვნად ჩართვა სურს, აღნიშნა მისმა თანამოაზრემ, ოპოზიციონერმა დეპუტატმა ეკატერინე ხერხეულიძემ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ.სააკაშვილი გლდანის ციხის საავადმყოფოდან გორში, სამხედრო ჰოსპიტალში შიმშილობის 50-ე დღეს, 20 ნოემბრის ღამით გადაიყვანეს. გადაწყვეტილება მას შემდეგ იქნა მიღებული, რაც დღისით სააკაშვილის ჯანმრთელობა მკვეთრად გაუარესდა და მან გონება დაკარგა.სააკაშვილი საქართველოში 2013 წლის შემდეგ პირველად დაბრუნდა. მან მალულად გადმოკვეთა საზღვარი 29 სექტემბერს და ის 1 ოქტომბერს დააკავეს.ერთ-ერთ ვიდეოში, რომელიც სააკაშვილმა დაპატიმრებამდე გამოაქვეყნა, იგი ამბობს, რომ საქართველოში სიცოცხლის რისკის ფასად ჩამოვიდა, და მოსახლეობას მოუწოდა, მხარი დაეჭირათ მის მიერ დაფუძნებული „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის“.„ახლა დგება მთავარი საკითხი – მისი გათავისუფლების საკითხი. ეს პოლიტიკურ დღის წესრიგში დგას და ამასთან დაკავშირებით ვისაუბრეთ, ასევე გეგმებზე, და ვისაუბრეთ ჩვენს შიდა წრეზე, რომელიც მნიშვნელოვანი იყო ჩემთვისაც და მისთვისაც“, – აღნიშნა ეკა ხერხეულიძემ.სააკაშვილს ორ სისხლის სამართლის საქმეზე სამშობლოში დაუსწრებლად მისჯილი აქვს ექვსი წლით პატიმრობა. მის წინააღმდეგ კიდევ სამი საქმე განხილვის პროცესშია, მათ შორის საზღვრის უკანონო კვეთის შესახებ. თავად მესამე პრეზიდენტი თავს პოლიტპატიმრად მიიჩნევს, ხოლო მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეებს გაყალბებულს უწოდებს.
https://sputnik-georgia.com/20211122/rogoria-mixeil-saakasvilis-janmrtelobis-mdgomareoba-eqimis-gancxadeba-262288693.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/08/261893241_70:0:1209:854_1920x0_80_0_0_6ba3852b066806ec0381066dc99ae2a3.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, მიხეილ სააკაშვილი , საქართველო, პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები, მიხეილ სააკაშვილი , საქართველო, პოლიტიკა საქართველოში
სააკაშვილის მიზანი ცნობილია – ეკა ხერხეულიძემ შეხვედრის დეტალებზე ისაუბრა
20:13 22.11.2021 (განახლებულია: 16:25 23.11.2021) დეპუტატმა ეკა ხერხეულიძემ სააკაშვილთან სამხედრო ჰოსპიტალში შემდგომი გეგმები განიხილა.
თბილისი, 22 ნოემბერი – Sputnik. საავადმყოფოში გადაყვანა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის თვითმიზანი არ ყოფილა, მას საქართველოს პოლიტიკურ პროცესებში სრულფასოვნად ჩართვა სურს, აღნიშნა მისმა თანამოაზრემ, ოპოზიციონერმა დეპუტატმა ეკატერინე ხერხეულიძემ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ.
სააკაშვილი გლდანის ციხის საავადმყოფოდან გორში, სამხედრო ჰოსპიტალში შიმშილობის 50-ე დღეს, 20 ნოემბრის ღამით გადაიყვანეს. გადაწყვეტილება მას შემდეგ იქნა მიღებული, რაც დღისით სააკაშვილის ჯანმრთელობა მკვეთრად გაუარესდა და მან გონება დაკარგა.
„მიხეილ სააკაშვილის საავადმყოფოში გადმოყვანა, ეს არ არის ის გზა, რაც ქვეყანაში შემოსვლისას იყო გაცხადებული, მისი სურვილია პოლიტიკურ ცხოვრებაში სრულფასოვანი ჩართვა. მას არ აქვს არანაირი შესაძლებლობა სასამართლოებზე მიმართოს ხალხს. არ აქვს შესაძლებლობა პირდაპირი ურთიერთობა ჰქონდეს ხალხთან“, – აღნიშნა ხერხეულიძემ.
სააკაშვილი საქართველოში 2013 წლის შემდეგ პირველად დაბრუნდა. მან მალულად გადმოკვეთა საზღვარი 29 სექტემბერს და ის 1 ოქტომბერს დააკავეს.
ერთ-ერთ ვიდეოში, რომელიც სააკაშვილმა დაპატიმრებამდე გამოაქვეყნა, იგი ამბობს, რომ საქართველოში სიცოცხლის რისკის ფასად ჩამოვიდა, და მოსახლეობას მოუწოდა, მხარი დაეჭირათ მის მიერ დაფუძნებული „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის“.
„ახლა დგება მთავარი საკითხი – მისი გათავისუფლების საკითხი. ეს პოლიტიკურ დღის წესრიგში დგას და ამასთან დაკავშირებით ვისაუბრეთ, ასევე გეგმებზე, და ვისაუბრეთ ჩვენს შიდა წრეზე, რომელიც მნიშვნელოვანი იყო ჩემთვისაც და მისთვისაც“, – აღნიშნა ეკა ხერხეულიძემ.
სააკაშვილს ორ სისხლის სამართლის საქმეზე სამშობლოში დაუსწრებლად მისჯილი აქვს ექვსი წლით პატიმრობა. მის წინააღმდეგ კიდევ სამი საქმე განხილვის პროცესშია, მათ შორის საზღვრის უკანონო კვეთის შესახებ. თავად მესამე პრეზიდენტი თავს პოლიტპატიმრად მიიჩნევს, ხოლო მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეებს გაყალბებულს უწოდებს.