რუსეთმა სირიაში ზონების გამყოფი ხაზის პატრულირება დაიწყო

© photo: Sputnik / Mikhail Alaeddin / გადასვლა მედიაბანკში სამხედრო ტექნიკა
 სამხედრო ტექნიკა - Sputnik საქართველო, 1920, 22.11.2021
გამოწერა
თბილისი, 22 ნოემბერი — Sputnik. რუსმა სამხედროებმა სირიაში დაიწყეს სადემარკაციო ხაზის პატრულირება იმ ტერიტორიებს შორის, რომლებსაც რუსეთის შეიარაღებული ძალები და საერთაშორისო კოალიცია (აშშ-ის მეთაურობით) აკონტროლებენ, განაცხადა დაპირისპირებულ მხარეთა შერიგების ცენტრის წარმომადგენელმა ვიქტორ კუდინოვმა.

„ეს არის საზღვარი, რომელიც ერთმანეთისგან მიჯნავს საერთაშორისო ანტიტერორისტული კოალიციის მიერ კონტროლირებად ზონას „აღმოსავლეთი“ და რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების მიერ კონტროლირებად ზონას „დასავლეთი“. აქამდე ამ ტერიტორიებზე რუსი სამხედროების პატრულირება არ ხორციელდებოდა“, — განმარტა მან.

კუდინოვმა აღნიშნა, რომ იქ შესაძლოა არსებობდეს „ისლამური სახელმწიფოს“ მძინარე უჯრედები და ასევე შესაძლოა, რომ ირღვეოდეს სირიის კანონები.
თურქი ჯარისკაცები სირიაში - Sputnik საქართველო, 1920, 23.09.2021
მსოფლიო დღეს
სირია თურქეთისგან ჯარების დაუყოვნებლივ გაყვანას მოითხოვს
მისი თქმით, ამ ტერიტორიის პატრულირების მთავარი ამოცანაა რუსეთის შეიარაღებული ძალების ყოფნის დემონსტრირება.
„აუცილებელია მოსახლეობას ვაჩვენოთ, რომ რუსი სამხედროები აქ არიან და მზად არიან დახმარებისთვის. სამომავლოდ, ხელსაყრელ პირობებში, აქ შეიძლება განხორციელდეს ჰუმანიტარული აქციები“, — აღნიშნა ცენტრის წარმომადგენელმა.
რუსული მხარის განცხადებით, აშშ უკანონოდ აკონტროლებს სირიის ჩრდილოეთ და ჩრდილო-აღმოსავლეთ ტერიტორიებს დეირ-ეზ-ზორის, ელ-ჰასაკისა და რაკას პროვინციებში, სადაც მდებარეობს ქვეყნის უდიდესი ნავთობსაბადოები. ოფიციალურმა დამასკმა არაერთხელ შეაფასა ამერიკელი სამხედროების ყოფნა თავის ტერიტორიაზე ოკუპაციად და ნავთობის დატაცების მიზნით სახელმწიფო მეკობრეობად. თავის მხრივ შეერთებული შტატები აცხადებს, რომ ამერიკელი სამხედროები კვლავაც რჩებიან სირიაში, რათა მხარი დაუჭირონ და კონსულტაცია გაუწიონ „ისლამურ სახელმწიფოსთან“ მებრძოლ სირიის დემოკრატიულ ძალებს.
ყველა ახალი ამბავი
0