https://sputnik-georgia.com/20210923/siria-turqetisgan-jarebis-gayvanas-moitxovs-259819324.html
სირია თურქეთისგან ჯარების დაუყოვნებლივ გაყვანას მოითხოვს
სირია თურქეთისგან ჯარების დაუყოვნებლივ გაყვანას მოითხოვს
Sputnik საქართველო
საერთაშორისო თანამეგობრობამ მხარი უნდა დაუჭიროს სირიის ძალისხმევას „თურქეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების“ გათავისუფლების საკითხში, განაცხადა სირიის საგარეო... 23.09.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-09-23T10:14+0400
2021-09-23T10:14+0400
2023-07-20T15:52+0400
მსოფლიო დღეს
სირია
თურქეთი
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/06/08/251964711_0:85:1600:985_1920x0_80_0_0_6c14ab90b97ed046363a739c19f5a948.jpg
თბილისი, 23 სექტემბერი – Sputnik. სირიის ხელისუფლებამ თურქეთს რესპუბლიკის ჩრდილოეთ პროვინციების ტერიტორიებიდან თავისი ჯარების დაუყოვნებლივ გაყვანა მოსთხოვა, განუცხადა РИА Новости-ს ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფეისალ მიკდადმა.ასეთი კომენტარი მან იდლიბის პროვინციაში დაძაბულობის ესკალაციის თაობაზე გააკეთა.დიპლომატის აზრით, ამ ესკალაციის მთავარი მიზეზი „თურქულ ოკუპაციაში, ასევე იმ მხარდაჭერაშია, რომელსაც ანკარა ტერორისტულ დაჯგუფებებს უწევს“.გაეროს სპეციალურმა წარმომადგენელმა სირიის საკითხებში გეირ პედერსენმა აგვისტოში განაცხადა, რომ სირიის ზოგიერთ რაიონში ვითარება უშიშროების სფეროში გაუარესდა და შეიარაღებული კონფლიქტი გამწვავდა. განსაკუთრებული ყურადღება მან იდლიბზე გაამახვილა. მისი თქმით, ასეთი ინტენსიური შეტაკებები ამ რაიონში 2020 წლის გაზაფხულიდან მოყოლებული არ მომხდარა.
თურქეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/06/08/251964711_88:0:1513:1069_1920x0_80_0_0_cd5ddc784649c253d4c98fe4f2caa99a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
სირია, თურქეთი , მსოფლიოს ახალი ამბები
სირია, თურქეთი , მსოფლიოს ახალი ამბები
სირია თურქეთისგან ჯარების დაუყოვნებლივ გაყვანას მოითხოვს
10:14 23.09.2021 (განახლებულია: 15:52 20.07.2023) საერთაშორისო თანამეგობრობამ მხარი უნდა დაუჭიროს სირიის ძალისხმევას „თურქეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების“ გათავისუფლების საკითხში, განაცხადა სირიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
თბილისი, 23 სექტემბერი – Sputnik. სირიის ხელისუფლებამ თურქეთს რესპუბლიკის ჩრდილოეთ პროვინციების ტერიტორიებიდან თავისი ჯარების დაუყოვნებლივ გაყვანა მოსთხოვა, განუცხადა
РИА Новости-ს ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფეისალ მიკდადმა.
ასეთი კომენტარი მან იდლიბის პროვინციაში დაძაბულობის ესკალაციის თაობაზე გააკეთა.
„მიმაჩნია, რომ თურქეთმა დაუყოვნებლივ უნდა გაიყვანოს ჯარი. საერთაშორისო თანამეგობრობამ, თავის მხრივ, მხარი უნდა დაუჭიროს სირიის ძალისხმევას, რომელიც მიმართულია ქვეყნის ჩრდილოეთში ოკუპირებული ტერიტორიების გათავისუფლებისკენ“, – აღნიშნა მიკდადმა.
დიპლომატის აზრით, ამ ესკალაციის მთავარი მიზეზი „თურქულ ოკუპაციაში, ასევე იმ მხარდაჭერაშია, რომელსაც ანკარა ტერორისტულ დაჯგუფებებს უწევს“.
გაეროს სპეციალურმა წარმომადგენელმა სირიის საკითხებში გეირ პედერსენმა აგვისტოში განაცხადა, რომ სირიის ზოგიერთ რაიონში ვითარება უშიშროების სფეროში გაუარესდა და შეიარაღებული კონფლიქტი გამწვავდა. განსაკუთრებული ყურადღება მან იდლიბზე გაამახვილა. მისი თქმით, ასეთი ინტენსიური შეტაკებები ამ რაიონში 2020 წლის გაზაფხულიდან მოყოლებული არ მომხდარა.