Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო, 1920
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

ბუნებრივად დაცულები: მეცნიერები ეძებენ ადამიანებს, რომლებიც COVID-19-ით არ ავადდებიან

© AP Photo / Koji Sasaharaკორონავირუსის პანდემია
კორონავირუსის პანდემია - Sputnik საქართველო, 1920, 22.11.2021
გამოწერა
მეცნიერებს სურთ შექმნან მეთოდი, რომელიც ადამიანს ვაქცინებისა და ანტისხეულების გარეშეც დაიცავს ინფიცირებისა და დაავადებისგან.
თბილისი, 22 ნოემბერი — Sputnik. საერთაშორისო კონსორციუმ COVID Human Genetic Effort-ის გენეტიკოსებმა აამუშავეს გლობალური პროექტი იმ ადამიანების მოსაძებნად, რომლებიც გენეტიკურად არიან მდგრადი კორონავირუსის მიმართ, ნათქვამია ჟურნალ Nature Immunology-ში გამოქვეყნებულ სტატიაში.
გავრცელებული ინფორმაციით, მეცნიერების მიზანია შექმნან გენეტიკური კორექციის მეთოდი, რომელიც ადამიანს ყოველგვარი ვაქცინისა და ანტისხეულების გარეშე დაიცავს.
კონსორციუმის წევრებს მიაჩნიათ, რომ მათ, ვინც COVID-19-ით არ ინფიცირდება, გენების განსაკუთრებული ნაკრები აქვთ. სწორედ ისე, როგორც შიდსის შემთხვევაშია — კაცობრიობის ერთ პროცენტს აქვს გენეტიკური მუტაცია CCR5, რომელიც წინააღმდეგობას უწევს დაავადებას.
კოვიდ-პასპორტი - Sputnik საქართველო, 1920, 16.11.2021
COVID-19 - ბოლო ცნობები
QR-კოდი პირველ რიგში აუცრელ უსიმპტომო პაციენტებს უნდა მიენიჭოთ: იმუნოლოგის განმარტება
COVID Human Genetic Effort-ის სპეციალისტებმა ადამიანის გენომში რამდენიმე უბანი აღმოაჩინეს, რომლებიც პოტენციურად აკონტროლებენ COVID-19-სადმი მედეგობას.
მეცნიერების თქმით, ზოგიერთი ადამიანი უჩვეულოდ მდგრადია COVID-19-ის მიმართ და არ ავადდება ინფექციის კერაში ყოფნის შემთხვევაშიც კი, რაც, შესაძლოა, გამოწვეული იყოს ძლიერი უჯრედული იმუნიტეტით, ან ვირუსისადმი თანდაყოლილი მედეგობით.
მათი განმარტებით, როდესაც პათოგენი ორგანიზმში ხვდება, იქ Т-ლიმფოციტებს აწყდება, რომელთა ამოცანაც არის ინფიცირებული უჯრედების ამოცნობა და განადგურება. ამასთან ისინი უცხო ანტიგენების შესახებ ინფორმაციას გადასცემენ В-უჯრედებს, რომლებიც ანტისხეულებს გამოიმუშავებს. ზოგჯერ ეს პირველადი უჯრედული იმუნიტეტი იმდენად ძლიერია, რომ ანტისხეულებამდე საქმე არც მიდის — Т-ლიმფოციტები თავად სწრაფად ანადგურებენ ვირუსს.
  - Sputnik საქართველო, 1920, 09.11.2021
COVID-19 - ბოლო ცნობები
ასაკოვნების იმუნიტეტმა ახალგაზრდებისას აჯობა: უახლესი კვლევა COVID-19-ის უსიმპტომო ფორმაზე
ადამიანს არ უჩნდება კლინიკური სიმპტომები და არ უყალიბდება ანტისხეულები, PCR-ტესტები უარყოფითია, მაგრამ ორგანიზმი დაცულია განმეორებით ინფიცირებისგან. საქმე ისაა, რომ Т-ლიმფოციტებს შორის არის სპეციალური Т-უჯრედები, რომლებიც პათოგენს იმახსოვრებენ. რამდენად მდგრადია და ხანგრძლივი ამგვარი იმუნიტეტი, ჯერჯერობით ბოლომდე გარკვეული არ არის.
გავრცელებული ინფორმაციით, COVID-19-ის პირველი ტალღის დროს მეცნიერები ოთხი თვის განმავლობაში აკვირდებოდნენ ლონდონის ერთ-ერთი წითელი ზონის მედპერსონალს — სისხლს უღებდნენ და PCR-ტესტებს უტარებდნენ. ბევრი მათგანი დაინფიცირდა, თუმცა გამოვლინდა 58 ადამიანი, რომლებსაც, მიუხედავად ინფიცირების მაღალი რისკისა, არც სიმპტომები, არც ანტისხეულები და არც ვირუსული რნმ არ ჰქონდათ სისხლში. მიუხედავად ამისა, მათი Т-უჯრედული იმუნიტეტი ძალიან ძლიერი გამოდგა.
ვაქცინა Pfizer - Sputnik საქართველო, 1920, 16.11.2021
COVID-19 - ბოლო ცნობები
ახალი მონაცემები Pfizer-ის ბუსტერული დოზის გვერდით მოვლენებზე: გამოვლინდა უჩვეულო ეფექტი
მეცნიერების აზრით, ეს იმაზე მეტყველებს, რომ ვირუსმა ორგანიზმში კი შეაღწია, მაგრამ იქ ფეხის მოკიდება ვერ შეძლო. გამომდინარე იქიდან, რომ საუბარია პანდემიის პირველ ტალღაზე, ზემოაღნიშნულ ადამიანებს ვერანაირად ვერ ექნებოდათ სწორედ SARS-CoV-2-ის მიმართ დამცავი მეხსიერება. შესაბამისად სწავლულებმა ივარაუდეს, რომ ძლიერი უჯრედული იმუნიტეტი მათ ორგანიზმში მოხვედრილმა სხვა მსუბუქმა კორონავირუსებმა წარმოქმნეს, რომლებიც მხოლოდ გაციებას იწვევს.
ახლა მეცნიერებს სურთ იპოვონ ადამიანები, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში კონტაქტობდნენ ინფიცირებულებთან, მაგრამ თავად არ დაავადებულან. უპირველესად საუბარია წყვილებზე, რომელთაგან ერთი ავადმყოფობდა, მეორე კი — არა.
ამ დროისათვის უკვე ნაპოვნია 500 ასეთი წყვილი, თუმცა მეცნიერებს 1000 წყვილი ესაჭიროებათ.
ყველა ახალი ამბავი
0