Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო, 1920
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

ასაკოვნების იმუნიტეტმა ახალგაზრდებისას აჯობა: უახლესი კვლევა COVID-19-ის უსიმპტომო ფორმაზე

© photo: Sputnik / Stringer
  - Sputnik საქართველო, 1920, 09.11.2021
გამოწერა
თბილისი, 9 ნოემბერი — Sputnik. ასაკოვან ადამიანებს, რომლებმაც კორონავირუსული დაავადება COVID-19 უსიმპტომოდ გადაიტანეს, უფრო მეტი ანტისხეულები გამოუმუშავდებათ, ვიდრე ახალგაზრდებს, ნათქვამია სამეცნიერო კვლევაში, რომელიც გამოქვეყნებულია გამოცემაში Scientific Reports.
მეცნიერების თქმით, ეს თავისებურება 50 წელს გადაცილებულ ადამიანებს კორონავირუსის „დელტა“ ვარიანტისგან დამატებით იცავს.

„ყველაზე მეტად გაგვაკვირვა იმან, რომ ანტისხეულები, რომლებიც ასაკოვან ადამიანებს გამოუმუშავდათ კორონავირუსული ინფექციის უსიმპტომო ფორმის შემდეგ, უკეთ იცავდა მათ ორგანიზმს SARS-CoV-2-ის „დელტა“ ვარიანტით ინფიცირებისგან, ვიდრე ახალგაზრდა პაციენტების სისხლნაკადში წარმოქმნილი ანალოგიური მოლეკულები. ეს იმაში გამოვლინდა, რომ ასაკოვანი ადამიანების ანტისხეულები ბევრად აქტიურად თრგუნავდა ვირუსის ნაწილაკების ურთიერთქმედებას უჯრედებთან“, — განაცხადა კვლევის ერთ-ერთმა ავტორმა, მონრეალის უნივერსიტეტის პროფესორმა იოელ პელეტიემ.

პელეტიე და მისი კოლეგები ხანგრძლივი დროის განმავლობაში აკვირდებოდნენ იმ მოხალისეების ჯანმრთელობის მდგომარეობას, რომლებმაც კორონავირუსი უსიმპტომოდ გადაიტანეს ჯერ კიდევ პანდემიის პირველი ტალღისას. SARS-CoV-2-ის ყველა კვალის გაქრობის შემდეგ მეცნიერები პაციენტებს პერიოდულად უღებდნენ სისხლის ანალიზს და ანტისხეულების კონცენტრაციის დონეს ზომავდნენ.
პოსტკოვიდური სინდრომის სიმპტომები ბავშვებში: მეცნიერებმა ჩამონათვალი გამოაქვეყნეს>>
მედიკოსებმა აღმოაჩინეს, რომ 50 და უფროსი ასაკის ადამიანების იმუნიტეტმა ბევრად აქტიური რეაგირებით უპასუხა SARS-COV-2-ით ინფიცირებას და შესამჩნევად მეტი ანტისხეული გამოიმუშავა, ვიდრე კვლევის ახალგაზრდა მონაწილეების იმუნურმა სისტემამ.
კორონავირუსის პანდემია - Sputnik საქართველო, 1920, 29.10.2021
COVID-19 - ბოლო ცნობები
იაფი ანტიდეპრესანტი COVID-19-ის წინააღმდეგ: მეცნიერებმა პრეპარატი დაასახელეს
ამას გარდა, მეცნიერებმა გაარკვიეს, რომ უსიმპტომო პაციენტების — ასაკოვნებისაც და ახალგაზრდებისაც — ანტისხეულების მოლეკულები ერთნაირად ეფექტურად ანეიტრალებდა კორონავირუსის „ალფა“, „ბეტა“, „გამა“ და „დელტა“ ვარიანტების ნაწილაკებს.
ამის საპირისპიროდ მათ ჰქონდათ განსხვავებული ეფექტი „დელტა“ ვარიანტზე დაავადებიდან რამდენიმე თვის შემდეგ. როგორც წესი, ახალგაზრდა პაციენტების უმეტესობას SARS-CoV-2-ის „დელტა“ ვარიანტის მიმართ იმუნიტეტი იმ მომენტისთვის თითქმის მთლიანად უქრებოდათ, ხოლო ასაკოვანი ადამიანების ანტისხეულები კვლავ განაგრძობდა მისი ნაწილაკების განეიტრალებას — ხელს უშლიდა მათ უჯრედებში შეღწევაში.
რატომ არ იცავს ვაქცინა ყველას: გამოქვეყნდა ახალი მეცნიერული კვლევის შედეგი>>
პელეტიესა და მისი კოლეგების აზრით, ახალგაზრდა და ასაკოვანი უსიმპტომო პაციენტების იმუნიტეტის ამგვარი თავისებურებები აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული მოსახლეობის განმეორებითი ვაქცინაციის სტრატეგიის შემუშავებისას და ასევე COVID-19-ის შემდგომი გავრცელების შესახებ პროგნოზების მომზადებისას.
ყველა ახალი ამბავი
0