https://sputnik-georgia.com/20211122/262283174.html
როგორ ავიცილოთ თავიდან კატარაქტა და როგორ ვუმკურნალოთ: ექიმი ასახელებს უმარტივეს მეთოდს
როგორ ავიცილოთ თავიდან კატარაქტა და როგორ ვუმკურნალოთ: ექიმი ასახელებს უმარტივეს მეთოდს
Sputnik საქართველო
თბილისი, 22 ნოემბერი — Sputnik. არსებობს ვიტამინები და ნივთიერებები, რომლებიც კატარაქტის განვითარებას უშლის ხელს, აცხადებს კომპანია Rebuild Your Vision-ის... 22.11.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-11-22T16:58+0400
2021-11-22T16:58+0400
2021-11-22T22:34+0400
სასარგებლო რჩევები
ექიმის რჩევები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24823/67/248236716_0:100:1921:1180_1920x0_80_0_0_bf9331207b333c79a14e3e8c4ac9da20.jpg
თბილისი, 22 ნოემბერი — Sputnik. არსებობს ვიტამინები და ნივთიერებები, რომლებიც კატარაქტის განვითარებას უშლის ხელს, აცხადებს კომპანია Rebuild Your Vision-ის გენეტრალური დირექტორი, ოფთალმოლოგი ტაილერ სორენსენი.მისი თქმით, საუბარია С და Е ვიტამინებზე და ასევე ორ საკვებ ნივთიერებაზე — ლუთეინსა და ზეაქსანტინზე.სორენსენის თქმით, კატარაქტის განვითარების რისკი ასაკის მატებასთან ერთად იზრდება. დაავადება უფრო ხშირად 50 წელს გადაცილებულ ადამიანებს ემართებათ. გარდა ამისა, რისკის ჯგუფში არიან დიაბეტით დაავადებულები, მწეველები და ასევე ის ადამიანები, რომლებიც დიდ დროს ატარებენ მზის პირდაპირი სხივების ქვეშ.კატარაქტის თავიდან აცილების ერთ-ერთი ყველაზე მარტივი მეთოდი, სპეციალისტის თქმით, თვალების ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ვიტამინების მიღებაა, რომელთაგან სორენსენი განსაკუთრებით გამოყოფს С და Е ვიტამინებს. მისი განმარტებით, აღნიშნული ვიტამინები სასარგებლოა როგორც დაავადების აღსაკვეთად, ისე მისი პროგრესის შესანელებლად და სამკურნალოდაც.ამასთან სპეციალისტი გირჩევთ ეცადოთ, რომ ეს ვიტამინები ბუნებრივი წყაროებიდან მიიღოთ.C ვიტამინის შემცველი პროდუქტებია: ფორთოხალი, მოცვი, ისპანახი, გუავა, პაპაია, მარწყვი და მრავალი სხვა ხილი.ვიტამინი E გვხვდება: მოცვში, ნუშში, მზესუმზირაში (სასარგებლოა მხოლოდ დაუხალავი მზესუმზირა - რედ.), ბროკოლიში, არაქისში, ისპანახში, პომიდორსა და მანგოში.რაც შეეხება ლუთეინსა და ზეაქსანტინს, ეს ნივთიერებები ასევე ძალიან სასარგებლოა თვალებისთვის, ამიტომ მათ საკმარის რაოდენობას დიდი მნიშვნელობა აქვს. კვლევებით დადასტურდა, რომ ეს ორივე ნივთიერება, გარდა იმისა, რომ ხელს უშლის კატარაქტის განვითარებას, ასევე წარმატებით აქვეითებს დაავადების ქირურგიული გზით მკურნალობის ალბათობას.ლუთეინი და ზეაქსანტინი შედიან პროდუქტებში: კომბოსტო, ისპანახი, თალგამის ფოთლები, სალათი რომენი, მწვანე ლობიო, კვერცხი, ფორთოხალი, ბროკოლი და სიმინდი.კატარაქტა – ეს არის თვალის ბროლის შემღვრევა, რა დროსაც მხედველობა ხდება არამკვეთრი და დაბინდული. ანუ ადამიანს ექმნება შთაბეჭდილება, რომ ნისლიან სივრცეს უმზერს. კატარაქტის დროს პაციენტებს უჭირთ ფერების გარჩევა, კითხვა, მანქანის ტარება და სხვა ყოველდღიური საქმიანობის შესრულება.მხედველობის დაქვეითების ყველაზე ხშირი მიზეზი მსოფლიოში სწორედ კატარაქტაა. უფრო მეტიც, სიბრმავის 51% კატარაქტით არის გამოწვეული.კატარაქტის სიმპტომებია:
https://sputnik-georgia.com/20200113/saTvale-zamTarSi-daicaviT-Tvalebi-zamTarSi-247476178.html
https://sputnik-georgia.com/20200701/mxedveloba-asaki-wiTeli-feri-248871256.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24823/67/248236716_106:0:1813:1280_1920x0_80_0_0_9b59e0070bd59e5e7acf12cac9f7e3ca.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
სასარგებლო რჩევები , ექიმის რჩევები
სასარგებლო რჩევები , ექიმის რჩევები
თბილისი, 22 ნოემბერი — Sputnik. არსებობს ვიტამინები და ნივთიერებები, რომლებიც კატარაქტის განვითარებას უშლის ხელს,
აცხადებს კომპანია Rebuild Your Vision-ის გენეტრალური დირექტორი, ოფთალმოლოგი ტაილერ სორენსენი.
მისი თქმით, საუბარია С და Е ვიტამინებზე და ასევე ორ საკვებ ნივთიერებაზე — ლუთეინსა და ზეაქსანტინზე.
სორენსენის თქმით, კატარაქტის განვითარების რისკი ასაკის მატებასთან ერთად იზრდება. დაავადება უფრო ხშირად 50 წელს გადაცილებულ ადამიანებს ემართებათ. გარდა ამისა, რისკის ჯგუფში არიან დიაბეტით დაავადებულები, მწეველები და ასევე ის ადამიანები, რომლებიც დიდ დროს ატარებენ მზის პირდაპირი სხივების ქვეშ.
კატარაქტის თავიდან აცილების ერთ-ერთი ყველაზე მარტივი მეთოდი, სპეციალისტის თქმით, თვალების ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ვიტამინების მიღებაა, რომელთაგან სორენსენი განსაკუთრებით გამოყოფს С და Е ვიტამინებს. მისი განმარტებით, აღნიშნული ვიტამინები სასარგებლოა როგორც დაავადების აღსაკვეთად, ისე მისი პროგრესის შესანელებლად და სამკურნალოდაც.
„ერთ კვლევაში მეცნიერებმა 60 წელს გადაცილებული ტყუპების რაციონები შეადარეს ერთმანეთს. გაირკვა, რომ იმ ტყუპისცალებს, რომლებიც C ვიტამინით მდიდარ პროდუქტებს მიირთმევდნენ, კატარაქტის რისკი 33%-ით დაბალი ჰქონდათ... სხვა კვლევებმა ასევე დაადასტურა, რომ მათ, ვინც C და E ვიტამინებს საკმარისი რაოდენობით იღებდნენ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, კატარაქტით დაავადების ალბათობა ძალიან დაბალი ჰქონდათ“, — აცხადებს სორენსენი.
ამასთან სპეციალისტი გირჩევთ ეცადოთ, რომ ეს ვიტამინები ბუნებრივი წყაროებიდან მიიღოთ.
C ვიტამინის შემცველი პროდუქტებია: ფორთოხალი, მოცვი, ისპანახი, გუავა, პაპაია, მარწყვი და მრავალი სხვა ხილი.
ვიტამინი E გვხვდება: მოცვში, ნუშში, მზესუმზირაში (სასარგებლოა მხოლოდ დაუხალავი მზესუმზირა - რედ.), ბროკოლიში, არაქისში, ისპანახში, პომიდორსა და მანგოში.
რაც შეეხება ლუთეინსა და ზეაქსანტინს, ეს ნივთიერებები ასევე ძალიან სასარგებლოა თვალებისთვის, ამიტომ მათ საკმარის რაოდენობას დიდი მნიშვნელობა აქვს. კვლევებით დადასტურდა, რომ ეს ორივე ნივთიერება, გარდა იმისა, რომ ხელს უშლის კატარაქტის განვითარებას, ასევე წარმატებით აქვეითებს დაავადების ქირურგიული გზით მკურნალობის ალბათობას.
ლუთეინი და ზეაქსანტინი შედიან პროდუქტებში: კომბოსტო, ისპანახი, თალგამის ფოთლები, სალათი რომენი, მწვანე ლობიო, კვერცხი, ფორთოხალი, ბროკოლი და სიმინდი.
კატარაქტა – ეს არის თვალის ბროლის შემღვრევა, რა დროსაც მხედველობა ხდება არამკვეთრი და დაბინდული. ანუ ადამიანს ექმნება შთაბეჭდილება, რომ ნისლიან სივრცეს უმზერს. კატარაქტის დროს პაციენტებს უჭირთ ფერების გარჩევა, კითხვა, მანქანის ტარება და სხვა ყოველდღიური საქმიანობის შესრულება.
მხედველობის დაქვეითების ყველაზე ხშირი მიზეზი მსოფლიოში სწორედ კატარაქტაა. უფრო მეტიც, სიბრმავის 51% კატარაქტით არის გამოწვეული.
არაკონტრასტული ან ბუნდოვანი მხედველობა;
საგნებისა და გამოსახულების გაორმაგება;
ლაქების ციმციმის შეგრძნება თვალებში;
სინათლის გაფანტვა (სინათლის წყაროს გარშემო შარავანდედის გაჩენა);
ციმციმი თვალებში — განსაკუთრებით ღამით;
მცირე დეტალებზე მუშაობის სირთულე (მაგ. ქარგვა, კერვა, ქსოვა);
მხედველობის სიმახვილის დაქვეითება, რომლის კორექციაც შეუძლებელია.