https://sputnik-georgia.com/20211120/seertebulma-statebma-saqartvelos-daavadebata-kontrolis-centrs-samedicino-inventari-gadasca-262246953.html
შეერთებულმა შტატებმა საქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენტრს სამედიცინო ინვენტარი გადასცა
შეერთებულმა შტატებმა საქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენტრს სამედიცინო ინვენტარი გადასცა
Sputnik საქართველო
ამირან გამყრელიძემ მადლობა გადაუხადა აშშ-ს მთავრობას, საელჩოს, თავდაცვის დეპარტამენტს და ევროპის სარდლობას თანადგომისთვის. 20.11.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-11-20T16:39+0400
2021-11-20T16:39+0400
2023-08-17T18:15+0400
საზოგადოება
ახალი ამბები
აშშ
covid-19
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/09/01/249326952_0:101:3000:1789_1920x0_80_0_0_6b0db528a83c2a5047912c0934ddb8ac.jpg
თბილისი, 20 ნოემბერი - Sputnik. გუშინ, 19 ნოემბერს, აშშ-ს საელჩოს თავდაცვის თანამშრომლობის ოფისის (ODC) წარმომადგენლებმა, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს ჰუმანიტარული დახმარების ფარგლებში სხვადასხვა სახის სამედიცინო ინვენტარი გადასცეს. ინფორმაციას NCDC ავრცელებს.გავრცელებული ინფორმაციით, ჰუმანიტარული პროგრამის ფარგლებში დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს „ცივი ჯაჭვის“ ინვენტარი, „ცივი“ ყუთები, ტემპერატურის მონიტორინგის მოწყობილობები, ბასრი ნარჩენების უსაფრთხო ყუთები, მაცივარი მანქანები (ვაქცინმზიდები) და ვაქცინის ადმინისტრირებისათვის საჭირო შპრიცები გადაეცა.„აშშ წარმოადგენს ჩვენი ქვეყნის ნომერ პირველ პარტნიორს ყველა მიმართულებით, ეს იქნება ეკონომიკური, თავდაცვითი, ჰუმანიტარული, სოციალური თუ სხვა. დაავადებათა კონტროლის ცენტრს ძალიან კარგი თანამშრომლობა აქვს აშშ-ს შესაბამის ინსტიტუციებთან. მნიშვნელოვანია მათი მხარდაჭერა და დახმარება პანდემიის პერიოდში, ბოლო ორი წლის განმავლობაში. სხვა დონორებთან ერთად ამერიკა ერთ-ერთი წამყვანი დონორია ამ პროცესებში“, - განაცხადა გამყრელიძემ.აღნიშნული დონაცია თბილისში აშშ-ს საელჩოს თავდაცვის თანამშრომლობის ოფისის - USEUCOM ჰუმანიტარული დახმარების პროგრამის ფარგლებში განხორციელდა.
https://sputnik-georgia.com/20211104/poloneti-pfizer-s-saqartvelos-gadmoscems-261798788.html
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/09/01/249326952_241:0:2760:1889_1920x0_80_0_0_331577725f3c66586f1bf4a4fbea4df5.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, აშშ , covid-19
საზოგადოება, ახალი ამბები, აშშ , covid-19
შეერთებულმა შტატებმა საქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენტრს სამედიცინო ინვენტარი გადასცა
16:39 20.11.2021 (განახლებულია: 18:15 17.08.2023) ამირან გამყრელიძემ მადლობა გადაუხადა აშშ-ს მთავრობას, საელჩოს, თავდაცვის დეპარტამენტს და ევროპის სარდლობას თანადგომისთვის.
თბილისი, 20 ნოემბერი - Sputnik. გუშინ, 19 ნოემბერს, აშშ-ს საელჩოს თავდაცვის თანამშრომლობის ოფისის (ODC) წარმომადგენლებმა, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს ჰუმანიტარული დახმარების ფარგლებში სხვადასხვა სახის სამედიცინო ინვენტარი გადასცეს. ინფორმაციას NCDC
ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ჰუმანიტარული პროგრამის ფარგლებში დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს „ცივი ჯაჭვის“ ინვენტარი, „ცივი“ ყუთები, ტემპერატურის მონიტორინგის მოწყობილობები, ბასრი ნარჩენების უსაფრთხო ყუთები, მაცივარი მანქანები (ვაქცინმზიდები) და ვაქცინის ადმინისტრირებისათვის საჭირო შპრიცები გადაეცა.
„აშშ წარმოადგენს ჩვენი ქვეყნის ნომერ პირველ პარტნიორს ყველა მიმართულებით, ეს იქნება ეკონომიკური, თავდაცვითი, ჰუმანიტარული, სოციალური თუ სხვა. დაავადებათა კონტროლის ცენტრს ძალიან კარგი თანამშრომლობა აქვს აშშ-ს შესაბამის ინსტიტუციებთან. მნიშვნელოვანია მათი მხარდაჭერა და დახმარება პანდემიის პერიოდში, ბოლო ორი წლის განმავლობაში. სხვა დონორებთან ერთად ამერიკა ერთ-ერთი წამყვანი დონორია ამ პროცესებში“, - განაცხადა გამყრელიძემ.
აღნიშნული დონაცია თბილისში აშშ-ს საელჩოს თავდაცვის თანამშრომლობის ოფისის - USEUCOM ჰუმანიტარული დახმარების პროგრამის ფარგლებში განხორციელდა.