https://sputnik-georgia.com/20211104/poloneti-pfizer-s-saqartvelos-gadmoscems-261798788.html
პოლონეთი საქართველოს Pfizer-ის ვაქცინის ნახევარ მილიონამდე დოზას გადმოსცემს
პოლონეთი საქართველოს Pfizer-ის ვაქცინის ნახევარ მილიონამდე დოზას გადმოსცემს
Sputnik საქართველო
საქართველოში Pfizer-ის ვაქცინა ხუთ ეტაპად მომდევნო ერთი კვირის განმავლობაში შემოვა, განაცხადეს სამინისტროში. 04.11.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-11-04T19:13+0400
2021-11-04T19:13+0400
2023-08-17T18:15+0400
covid-19 - ბოლო ცნობები
ახალი ამბები
საქართველო
პოლონეთი
covid-19
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/1d/252457858_0:121:3213:1928_1920x0_80_0_0_aa8088c22a3c2b716a591f3d1e5b3750.jpg
თბილისი, 4 ნოემბერი – Sputnik. პოლონეთის მთავრობა საქართველოს დონაციის სახით 468 ათასი დოზა Pfizer-ის ვაქცინას გადასცემს, იუწყება საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო.სამინისტროს ინფორმაციით, დონაციის პირველი ნაწილი ქვეყანაში უკვე შემოვიდა, რომლის გადაცემის ღონისძიებასაც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია, პოლონეთის ელჩი საქართველოში მარიუშ მაშკიევიჩი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი და დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე დაესწრნენ.თამარ გაბუნიამ პოლონეთის მთავრობას დონაციისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ეს მნიშვნელოვანია ვაქცინაციის პროგრამის სამომავლო მიზნებისთვის.საქართველოში პოლონეთის ელჩმა მარიუშ მაშკიევიჩმა კი აღნიშნა, რომ საჭიროების შემთხვევაში პოლონეთი საქართველოს კვლავ დაეხმარება.სამინისტროში ასევე აცხადებენ, რომ Pfizer-ის ვაქცინა ქვეყანაში ხუთ ეტაპად, მომდევნო ერთი კვირის განმავლობაში შემოვა.ვაქცინაციის სარეგისტრაციო ვებ-გვერდზე არსებული მონაცემებით, ამ მომენტისთვის ქვეყანაში ხელმისაწვდომია Pfizer-ის ვაქცინის 511.609 დოზა.Pfizer-ის ვაქცინა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის და აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის (FDA) მიერაა აღიარებული. ვაქცინაციისთვის საჭიროა ორი დოზა და ის 21-28 დღის ინტერვალით კეთდება. Pfizer-მა ვაქცინა გერმანულ პარტნიორ კომპანია „ბიონტექთან“ ერთად შექმნა.საქართველოში Pfizer-ის ვაქცინით აცრა შეუძლია როგორც 16 წლის ზემოთ ნებისმიერ ადამიანს, ისე 12-დან 15 წლის ასაკის ჩათვლით ქრონიკული დაავადების მქონე ბავშვებს. ასევე 12-დან 15 წლის ასაკის ჩათვლით ბავშვებს კანონიერი წარმომადგენლის დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე, რომლებსაც მოგზაურობის, სწავლის, მკურნალობის, ან სხვა მიზნით საზღვარგარეთ წასვლისთვის ესაჭიროებათ ვაქცინაციის ჩატარება.სექტემბერ–ოქტომბერში ვაქცინაციის ტემპმა მნიშვნელოვნად დაიკლო. ბოლო ორ თვეში აცრის ყოველდღიური მაჩვენებელი 5 ათასს არ აჭარბებდა. 4 ნოემბრის მონაცემებით, ქვეყანაში ჩატარებულია 1.990.501 აცრა. ამ ეტაპზე მინიმუმ ერთი დოზით აცრილია 1.041.751 ადამიანი. ერთი ან ორივე დოზით ჯამში აცრილია ზრდასრული მოსახლეობის 36,7%. სრულად (ორჯერადად) ვაქცინირებულია 946.395 ადამიანი – ზრდასრული მოსახლეობის 33,1%. სპეციალისტების განცხადებით, პანდემიის დაძლევა შესაძლებელია ზრდასრული მოსახლეობის 70-80%-ის ვაქცინაციის შემთხვევაში.
https://sputnik-georgia.com/20211104/vaqcinaciis-siketeebi-gamyrelize-statistika-261790143.html
საქართველო
პოლონეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/1d/252457858_241:0:2972:2048_1920x0_80_0_0_accf40acb8384848106ec82100ecc6ba.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლონეთი , covid-19
ახალი ამბები, საქართველო, პოლონეთი , covid-19
პოლონეთი საქართველოს Pfizer-ის ვაქცინის ნახევარ მილიონამდე დოზას გადმოსცემს
19:13 04.11.2021 (განახლებულია: 18:15 17.08.2023) საქართველოში Pfizer-ის ვაქცინა ხუთ ეტაპად მომდევნო ერთი კვირის განმავლობაში შემოვა, განაცხადეს სამინისტროში.
თბილისი, 4 ნოემბერი – Sputnik. პოლონეთის მთავრობა საქართველოს დონაციის სახით 468 ათასი დოზა Pfizer-ის ვაქცინას გადასცემს,
იუწყება საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო.
სამინისტროს ინფორმაციით, დონაციის პირველი ნაწილი ქვეყანაში უკვე შემოვიდა, რომლის გადაცემის ღონისძიებასაც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია, პოლონეთის ელჩი საქართველოში მარიუშ მაშკიევიჩი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი და დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე დაესწრნენ.
თამარ გაბუნიამ პოლონეთის მთავრობას დონაციისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ეს მნიშვნელოვანია ვაქცინაციის პროგრამის სამომავლო მიზნებისთვის.
„ეს მნიშვნელოვანი დახმარებაა ვაქცინაციის პროგრამის მიზნებისთვის როგორც მიმდინარე, ასევე ბუსტერ დოზების გამოსაყენებლად. დიდი მადლობა პოლონეთის მთავრობას ამ დახმარებისთვის“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.
საქართველოში პოლონეთის ელჩმა მარიუშ მაშკიევიჩმა კი აღნიშნა, რომ საჭიროების შემთხვევაში პოლონეთი საქართველოს კვლავ დაეხმარება.
სამინისტროში ასევე აცხადებენ, რომ Pfizer-ის ვაქცინა ქვეყანაში ხუთ ეტაპად, მომდევნო ერთი კვირის განმავლობაში შემოვა.
ვაქცინაციის სარეგისტრაციო
ვებ-გვერდზე არსებული მონაცემებით, ამ მომენტისთვის ქვეყანაში ხელმისაწვდომია Pfizer-ის ვაქცინის 511.609 დოზა.
Pfizer-ის ვაქცინა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის და აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის (FDA) მიერაა აღიარებული. ვაქცინაციისთვის საჭიროა ორი დოზა და ის 21-28 დღის ინტერვალით კეთდება. Pfizer-მა ვაქცინა გერმანულ პარტნიორ კომპანია „ბიონტექთან“ ერთად შექმნა.
საქართველოში Pfizer-ის ვაქცინით აცრა შეუძლია როგორც 16 წლის ზემოთ ნებისმიერ ადამიანს, ისე 12-დან 15 წლის ასაკის ჩათვლით ქრონიკული დაავადების მქონე ბავშვებს. ასევე 12-დან 15 წლის ასაკის ჩათვლით ბავშვებს კანონიერი წარმომადგენლის დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე, რომლებსაც მოგზაურობის, სწავლის, მკურნალობის, ან სხვა მიზნით საზღვარგარეთ წასვლისთვის ესაჭიროებათ ვაქცინაციის ჩატარება.
სექტემბერ–ოქტომბერში ვაქცინაციის ტემპმა მნიშვნელოვნად დაიკლო. ბოლო ორ თვეში აცრის ყოველდღიური მაჩვენებელი 5 ათასს არ აჭარბებდა.
4 ნოემბრის მონაცემებით, ქვეყანაში ჩატარებულია 1.990.501 აცრა. ამ ეტაპზე მინიმუმ ერთი დოზით აცრილია 1.041.751 ადამიანი. ერთი ან ორივე დოზით ჯამში აცრილია ზრდასრული მოსახლეობის 36,7%. სრულად (ორჯერადად) ვაქცინირებულია 946.395 ადამიანი – ზრდასრული მოსახლეობის 33,1%. სპეციალისტების განცხადებით, პანდემიის დაძლევა შესაძლებელია ზრდასრული მოსახლეობის 70-80%-ის ვაქცინაციის შემთხვევაში.