https://sputnik-georgia.com/20211104/vaqcinaciis-siketeebi-gamyrelize-statistika-261790143.html
ვაქცინაციის სიკეთეები ციფრებში – რა სტატისტიკა აქვს ამირან გამყრელიძეს
ვაქცინაციის სიკეთეები ციფრებში – რა სტატისტიკა აქვს ამირან გამყრელიძეს
Sputnik საქართველო
საქართველოში მასობრივი ვაქცინაცია 5 ივლისს დაიწყო. კორონავირუსის საწინააღმდეგი აცრის გაკეთება ქვეყნაში ნებაყოფლობითია. 04.11.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-11-04T15:33+0400
2021-11-04T15:33+0400
2023-08-17T18:15+0400
covid-19 - ბოლო ცნობები
საზოგადოება
ახალი ამბები
საქართველო
covid-19
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/18/259877846_0:0:3072:1728_1920x0_80_0_0_e35196b421d5310dca1ecdd2c238d212.jpg
თბილისი, 4 ნოემბერი − Sputnik. 15 მარტიდან 30 სექტემბრის ჩათვლით ქვეყანაში კორონავირუსით სულ 5.469 ადამიანი გარდაიცვალა, რომელთა 98,95% არავაქცინირებული იყო, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.გამყრელიძის ცნობით, 18-59 წლის ასაკობრივ ჯგუფში სრულად ვაქცინაციის შემთხვევაში სიკვდილიანობისგან დაცვა არის 99,37%, ხოლო 60 წელს ზემოთ ასაკობრივ ჯგუფში ეს მაჩვენებელი 97,8 პროცენტია.„ეს არის საერთო ციფრები იმ ოთხივე ვაქცინაზე, რომელიც ქვეყანაში კეთდებოდა“, – თქვა გამყრელიძემ უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.რაც შეეხება კორონავირუსისგან დაცვას, გამყრელიძის თქმით, 15 მარტი – 30 სექტემბრის პერიოდში სრულად ვაქცინირებულ პირებში ინფიცირებისგან ვაქცინით განპირობებული დაცვის ეფექტურობა იყო 90%. ამ პერიოდში სრულად ვაქცინირებული პირების ინფიცირების შანსი იყო 9,87%-ით ნაკლები არავაქცინირებულ პირებთან შედარებით.„ამ ხნის განმავლობაში ქვეყანაში სრულად ვაქცინირებული იყო 814.851 პირი. აქედან იდენტიფიცირებული იყო 11.403 კოვიდინფიცირება“, – აღნიშნა გამყრელიძემ.მისი თქმით, 15 მარტი – 30 სექტემბრის პერიოდში სულ ქვეყანაში ჰოსპიტალიზებული იყო 53.767 ადამიანი. ვაქცინაციის შემდეგ ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა 1.386 ადამიანს. ვაქცინაციის ეფექტურობამ ჰოსპიტალიზაციისგან დაცვის მხრივ შეადგინა 93,4%, მათ შორის 60 წელს ზემოთ ასაკობრივ ჯგუფში – 91,7%, ხოლო 18-59 წლის ასაკში – 95%.ქვეყანაში ვაქცინაცია ნებაყოფლობითია. საქართველოში მასობრივი ვაქცინაცია 5 ივლისს დაიწყო მას შემდეგ, რაც ქვეყანამ ჩინური წარმოების Sinopharm-ის და Sinovac-ის ვაქცინების მილიონი დოზა მიიღო.საქართველოში მოქალაქეებს არჩევანის გაკეთება შეუძლიათ Pfizer-ის, Sinopharm-ისა და Sinovac-ის ვაქცინებს შორის, ხოლო 45 წელს ზემოთ პირებს დამატებით AstraZeneca-ც შეუძლიათ აირჩიონ.სექტემბერ–ოქტომბერში ვაქცინაციის ტემპმა მნიშვნელოვნად დაიკლო. ბოლო ორ თვეში აცრის ყოველდღიური მაჩვენებელი 5 ათასს არ აჭარბებდა.4 ნოემბრის მონაცემებით, ქვეყანაში ჩატარებულია 1.990.501 აცრა. მინიმუმ ერთი დოზით ვაქცინირებულია 1.041.751 ადამიანი. ერთი ან ორი დოზით აცრილია ზრდასრული მოსახლეობის 36,7%; სრულად ვაქცინირებულია 946.395 ადამიანი – ზრდასრული მოსახლეობის 33,1%.
https://sputnik-georgia.com/20211103/savaldebulo-vaqcinacia-fasiani-mkurnaloba-aucrelebistvis-zurabisvilis-tvalsazrisi-261774245.html
https://sputnik-georgia.com/20211104/gabunia-eklesiis-mxatfaweraze-vaqcinaciasi-261787363.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/18/259877846_341:0:3072:2048_1920x0_80_0_0_615816c6c7079953f449f2003665f5f5.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, covid-19
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, covid-19
ვაქცინაციის სიკეთეები ციფრებში – რა სტატისტიკა აქვს ამირან გამყრელიძეს
15:33 04.11.2021 (განახლებულია: 18:15 17.08.2023) საქართველოში მასობრივი ვაქცინაცია 5 ივლისს დაიწყო. კორონავირუსის საწინააღმდეგი აცრის გაკეთება ქვეყნაში ნებაყოფლობითია.
თბილისი, 4 ნოემბერი − Sputnik. 15 მარტიდან 30 სექტემბრის ჩათვლით ქვეყანაში კორონავირუსით სულ 5.469 ადამიანი გარდაიცვალა, რომელთა 98,95% არავაქცინირებული იყო, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.
გამყრელიძის ცნობით, 18-59 წლის ასაკობრივ ჯგუფში სრულად ვაქცინაციის შემთხვევაში სიკვდილიანობისგან დაცვა არის 99,37%, ხოლო 60 წელს ზემოთ ასაკობრივ ჯგუფში ეს მაჩვენებელი 97,8 პროცენტია.
„ეს არის საერთო ციფრები იმ ოთხივე ვაქცინაზე, რომელიც ქვეყანაში კეთდებოდა“, – თქვა გამყრელიძემ უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.
რაც შეეხება კორონავირუსისგან დაცვას, გამყრელიძის თქმით, 15 მარტი – 30 სექტემბრის პერიოდში სრულად ვაქცინირებულ პირებში ინფიცირებისგან ვაქცინით განპირობებული დაცვის ეფექტურობა იყო 90%. ამ პერიოდში სრულად ვაქცინირებული პირების ინფიცირების შანსი იყო 9,87%-ით ნაკლები არავაქცინირებულ პირებთან შედარებით.
„ამ ხნის განმავლობაში ქვეყანაში სრულად ვაქცინირებული იყო 814.851 პირი. აქედან იდენტიფიცირებული იყო 11.403 კოვიდინფიცირება“, – აღნიშნა გამყრელიძემ.
მისი თქმით, 15 მარტი – 30 სექტემბრის პერიოდში სულ ქვეყანაში ჰოსპიტალიზებული იყო 53.767 ადამიანი. ვაქცინაციის შემდეგ ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა 1.386 ადამიანს. ვაქცინაციის ეფექტურობამ ჰოსპიტალიზაციისგან დაცვის მხრივ შეადგინა 93,4%, მათ შორის 60 წელს ზემოთ ასაკობრივ ჯგუფში – 91,7%, ხოლო 18-59 წლის ასაკში – 95%.
60 წელს ზემოთ ასაკობრივ ჯგუფში სრულად ვაქცინირებულებში ინტენსიური მკურნალობის საჭიროება 97,5%-ით ნაკლებ შემთხვევაში დგება არავაქცინირებულ პირებთან შედარებით. 18-59 წლის ასაკის სრულად ვაქცინირებულ მოსახლეობაში ეს მაჩვენებელი 99%-ს შეადგენდა. სულ ინტენსიური მკურნალობა დასჭირდა სრულად ვაქცინირებულ 62 ადამიანს, განაცხადა გამყრელიძემ. ქვეყანაში ვაქცინაცია ნებაყოფლობითია. საქართველოში მასობრივი ვაქცინაცია 5 ივლისს დაიწყო მას შემდეგ, რაც ქვეყანამ ჩინური წარმოების Sinopharm-ის და Sinovac-ის ვაქცინების მილიონი დოზა მიიღო.
საქართველოში მოქალაქეებს არჩევანის გაკეთება შეუძლიათ Pfizer-ის, Sinopharm-ისა და Sinovac-ის ვაქცინებს შორის, ხოლო 45 წელს ზემოთ პირებს დამატებით AstraZeneca-ც შეუძლიათ აირჩიონ.
სექტემბერ–ოქტომბერში ვაქცინაციის ტემპმა მნიშვნელოვნად დაიკლო. ბოლო ორ თვეში აცრის ყოველდღიური მაჩვენებელი 5 ათასს არ აჭარბებდა.
4 ნოემბრის მონაცემებით, ქვეყანაში ჩატარებულია 1.990.501 აცრა. მინიმუმ ერთი დოზით ვაქცინირებულია 1.041.751 ადამიანი. ერთი ან ორი დოზით აცრილია ზრდასრული მოსახლეობის 36,7%; სრულად ვაქცინირებულია 946.395 ადამიანი – ზრდასრული მოსახლეობის 33,1%.