Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო, 1920
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

თამარ გაბუნია: ეკლესიის მხარდაჭერა ვაქცინაციის პროგრამის გაფართოებაში დაგვეხმარებოდა

© AP Photo / John Locherვაქცინაცია
ვაქცინაცია - Sputnik საქართველო, 1920, 04.11.2021
გამოწერა
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ დღეს გამართულ ბრიფინგზე ვაქცინაციის აუცილებლობაზე და ამ პროცესში ეკლესიის როლზე ისაუბრა.
თბილისი, 4 ნოემბერი – Sputnik. ეკლესიის მხარდაჭერა COVID-19-ის წინააღმდეგ ვაქცინაციის პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია, განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.
სექტემბერ–ოქტომბერში ვაქცინაციის ტემპმა მნიშვნელოვნად დაიკლო. ბოლო ორ თვეში აცრის ყოველდღიური მაჩვენებელი 5 ათასს არ აჭარბებდა.

„ყველას გვესმის, რამდენად მნიშვნელოვანია რელიგიური რწმენა და შეხედულებები ამ საკითხთან მიმართებით. არ შემიძლია დღეს ამ თემას გვერდი ავუარო, რადგან ძალიან მნიშვნელოვანია ეკლესიის მხარდაჭერა“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, საქართველოს აქვს გამოცდილება, როცა ეკლესიის მხარდაჭერით ძალიან სერიოზული გარდატეხა მოხდა, მაგალითად, ტუბერკულოზის მართვის პროგრამაში.
„პირებს, ვისაც სჭირდებოდა მხარდაჭერა, ხანგრძლივი მკურნალობა, წახალისება და რწმენა, ეკლესია დაეხმარა, რომ ეს რთული გზა გაევლოთ. ვფიქრობ, ამ შემთხვევაშიც ეს არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი, რომელიც ჩვენ სერიოზულ დახმარებას გაგვიწევდა ვაქცინაციის პროგრამის გაფართოებაში“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.
ქართულმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ ადრე გაავრცელა თავისი პოზიცია ვაქცინაციასთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ „ეკლესია პასუხისმგებლობას ვერ აიღებს ვაქცინაციის პროპაგანდაზე“. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ მაშინ წმინდა სინოდს თხოვნით მიმართა და ვაქცინაციის მნიშვნელობისა და უსაფრთხოების შესახებ მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლების პროცესში დახმარება სთხოვა. მაგრამ საპატრიარქოში განაცხადეს, რომ „ნებისმიერი ადამიანი თავისუფალია თავის არჩევანში“.
სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 03.11.2021
სავალდებულო ვაქცინაცია, ფასიანი მკურნალობა აუცრელებისთვის - ზურაბიშვილის თვალსაზრისი
ქვეყანაში ვაქცინაცია ნებაყოფლობითია, თუმცა ეპიდემიოლოგები ემხრობიან სავალდებულო ვაქცინაციას გარკვეული კატეგორიის პირებისთვის. პრემიერ-მინისტრმა კი არაერთხელ განმარტა, რომ არ დაუშვებს ქვეყანაში იძულებით ვაქცინაციას.
გუშინ საპატრიარქოს ვაქცინაციის პროცესში აქტიურობისკენ მოუწოდა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმაც. „კიდევ ერთხელ მივმართავ საპატრიარქოს, რომ ეკლესიამ მისცეს მრევლს მკაფიო მითითება და მაგალითი“, – მიმართა ზურაბიშვილმა საპატრიარქოს.
4 ნოემბრის მონაცემებით, ქვეყანაში ჩატარებულია 1.990.501 აცრა. სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 1.041.751 ადამიანი – ზრდასრული მოსახლეობის 36,7%. სრულად ვაქცინირებულია 946.395 ადამიანი – ზრდასრული მოსახლეობის 33,1%.
ყველა ახალი ამბავი
0